რანიერი: "იტალიაში მწვრთნელებს ისე იცვლიან, თითქოს ნაყინს ყიდულობდნენ"

17 იან 2022, 22:28
რანიერი: "იტალიაში მწვრთნელებს ისე იცვლიან, თითქოს ნაყინს ყიდულობდნენ"

"უოტფორდის" მთავარი მწვრთნელი, კლაუდიო რანიერი "ევერტონიდან" რაფაელ ბენიტესის გათავისუფლებას გამოეხმაურა.

"ეს ფეხბურთია. ალბათ, ინგლისში ამას მიჩვეულები არ ხართ, მაგრამ იტალიაში მწვრთნელებს ისე იცვლიან, თითქოს ნაყინს ყიდულობდნენ. აი ასე", - ციტირებს 70 წლის სპეციალისტის სიტყვებს ჟურნალისტი, საიმონ სტოუნი.

მოგეხსენებათ, ბენიტესი "ევერტონს" სათავეში 2021 წლის ზაფხულში ჩაუდგა და ამ დროისთვის, პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილს იკავებს.

61 წლის ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით "კანფეტებმა" ინგლისის ჩემპიონატის ბოლო 13 ტურში მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვეს და 9-ჯერ დამარცხდნენ.

ცნობისთვის, თავად რანიერი, რომელმაც 2015/16 წლების სეზონში "ლესტერთან" ერთად პრემიერ ლიგა მოიგო, "უოტფორდში" 4 ოქტომბერს დაინიშნა.