ორი მთავარი კანდიდატიც ცნობილია — მანჩესტერმა ახალი მწვრთნელი შესაძლოა ამ სეზონშივე დანიშნოს

17 იან 2022, 22:00
ორი მთავარი კანდიდატიც ცნობილია — მანჩესტერმა ახალი მწვრთნელი შესაძლოა ამ სეზონშივე დანიშნოს

ბრიტანული მედიის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია.

გავრცელებული ინფორმაციით, მანიკუნიანელებმა ახალი სპეციალისტი შესაძლოა ამ სეზონის დასრულებამდე დანიშნონ.

"ეშმაკუნების" ბოსები ფიქრობენ, რომ რაც უფრო მალე გაირკვევა გუნდის ახალი დამრიგებლის ვინაობა, მით უკეთესი.

ასე და ამგვარად, "ემიუს" ჩაბარების მთავარი პრეტენდეტები მაურისიო პოჩეტინო ("პსჟ") და ერიკ ტენ ჰაგი ("აიაქსი") არიან.

მოგეხსენებათ, "იუნაიტედს" ამჟამად რალფ რანგნიკი წვრთნის, რომელიც გუნდს დროებით უდგას სათავეში და სეზონის დასრულების შემდეგ სხვა თანამდებობას დაიკავებს.