კრისტენსენისთვის ბრძოლაში ორი მთავარი ფავორიტი გამოიკვეთა — ფაბრიციო რომანო

17 იან 2022, 21:41
კრისტენსენისთვის ბრძოლაში ორი მთავარი ფავორიტი გამოიკვეთა — ფაბრიციო რომანო

"ჩელსის" ცენტრალურმა მცველმა, ანდრეას კრისტენსენმა კარიერა შესაძლოა ესპანეთში ან გერმანიაში გააგრძელოს.

25 წლის დანიელს ლონდონურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.

როგორც გავლენანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, "არისტოკრატთა" უკანახაზელისთვის ბრძოლაში ორი მთავარი ფავორიტია - "ბაიერნი" და "ბარსელონა".

პრემიერ ლიგის კლუბებიც დაინტერესებულები არიან კრისტენსენის გადაბირებით, მაგრამ "ჩელსისადმი" პატივისცემის გამო ინგლისური გუნდების წინადადებებს არ განიხილავს. საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას იგი უახლოეს პერიოდში მიიღებს.

მოგეხსენებათ, კრისტენსენი ლონდონური კლუბის ღირსებას 2014 წლიდან იცავს. ორი სეზონი მან იჯარით "გლადბახში" გაატარა.

მიმდინარე სეზონში "ჩელსის" მცველმა ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასიც მიითვალა.