პეტერ შმეიხელი პრემიერ ლიგაში ლესტერის ჩემპიონობაზე: "ფეხბურთელების ტრიუმფი იყო და არა რანიერის"

16 იან 2022, 15:01
პეტერ შმეიხელი პრემიერ ლიგაში ლესტერის ჩემპიონობაზე: "ფეხბურთელების ტრიუმფი იყო და არა რანიერის"

"ლესტერის" გოლკიპერის, კასპერ შმეიხელის მამამ, პეტერ შმეიხელმა პრემიერ ლიგის 2015/16 წლების სეზონში "მელიების" ტრიუმფზე საკუთარი აზრი გამოთქვა.

"ფეხბურთელები იყვნენ გამარჯვებულები, რომლებსაც თამაშის მიმდინარეობის შეცვლა შეეძლოთ. იქამდე მივიდნენ, რომ კლაუდიო რანიერის ხელმძღვანელობის ქვეშ ჩემპიონატიც მოგებაც კი მოახერხეს".

"არ ვაპირებ კლაუდიოს მიმართ სასტიკი ვიყო, მაგრამ 2015/16 წლების სეზონი ფეხბურთელთა ტრიუმფი იყო და არა მწვრთნელის".

"რანიერი თავიდან იმის წინააღმდეგი იყო, როგორ თამაშსაც "ლესტერი" აჩვენებდა".

"ეს ფეხბურთი სწრაფ კონტრშეტევებზე, ჯეიმი ვარდის ძლიერ მხარეებზე იყო დაფუძნებული. მას ნგოლო კანტეც არ მოსწონდა. ბრძოლაში გამაგრებული გუნდი ერგო მემკვიდრეობით".

"ნაიჯელ პირსონმა შექმნა გარემო, რომელშიც ფეხბურთელებს შორის გაუწყვეტელი კავშირი იყო და მათი ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ეთამაშათ, 100 პროცენტით ნათელი გახლდათ. ფეხბურთელები მინდორზე შექმნილ ვითარებას აკონტროლებდნენ".

"ნაიჯელის გამო ვწუხვარ, რადგან კლუბი ისე დატოვა, რომ საქმის დასრულება ვერ მოასწრო".

"დარწმუნებული ვარ, დარჩენის შემთხვევაში, ჩემპიონატს ისიც მოიგებდა", - წერს შმეიხელი ავტობიოგრაფიაში.