დავით კობოური დინამო თბილისიდან ჩეხეთის ბოლოადგილოსან გუნდში გადავიდა

13 იან 2022, 13:10
დავით კობოური დინამო თბილისიდან ჩეხეთის ბოლოადგილოსან გუნდში გადავიდა

თბილისის დინამოს 23 წლის ცენტრალური მცველი დავით კობოური კარიერას ჩეხეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.

კობოურის ახალი გუნდი ჩეხური კარვინა იქნება, სადაც 2022 წლის ზაფხულამდე იჯარის წესით ითამაშებს. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

დავით კობოური დინამო თბილისის აღზრდილია და ბოლო წლებში გუნდის შეუცვლელი ფეხბურთელი იყო, თუმცა კახა ცხადაძის მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ გუნდში მისი სიტუაცია აირია.

რაც შეეხება კარვინას, ჩეხეთის ჩემპიონატის 19 ტურის შემდეგ 0 მოგებით ბოლო, მე-16 პოზიციაზეა, გუნდს მხოლოდ 5 ქულა აქვს.