კონტრაქტი გაფორმებულია - პაპუნაშვილი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს

13 იან 2022, 12:42
კონტრაქტი გაფორმებულია - პაპუნაშვილი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს

26 წლის ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი კარიერას ქუთაისის ტორპედოში გააგრძელებს.

ამის შესახებ ქუთაისელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება და წერენ, რომ ხელშეკრულება მხარეებს შორის უკვე გაფორმდა, გიორგი კი გუნდს თურქეთში, შეკრებაზე შეუერთდება.

გიორგი პაპუნაშვილის ბოლო კლუბი კვიპროსული აპოლონი იყო, სადაც სათამაშო დრო არ ეძლეოდა, რის გამოც გუნდი დატოვა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი დინამო თბილისის აღზრდილია, სადაც 6 წელზე მეტი გაატარა.