არსენალი ლესტერის ნახევარდაცვის ლიდერით ინტერესდება - მელიებისთვის მომდევნო ზაფხული ბოლო შანსია

12 იან 2022, 22:54
არსენალი ლესტერის ნახევარდაცვის ლიდერით ინტერესდება - მელიებისთვის მომდევნო ზაფხული ბოლო შანსია

„ლესტერის“ ბელგიელმა ნახევარმცველმა იური ტილემანსმა ზაფხულში შესაძლოა გუნდი შეიცვალოს.

Goal.com-ის ინფორმაციით, ფეხბურთელით ლონდონის „არსენალია“ დაინტერესებული.

„მეთოფეების“ ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შემთხვევაში, ისინი 24 წლის ბელგიელ ნახევარმცველს გუნდში გადმოსვლაზე დაიყოლიებენ.

ტილემანსი „ლესტერთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს, მიუხედავად კლუბის დიდი სურვილისა. მან რამდენჯერმე ღიად გამოთქვა, რომ ზაფხულში ახალი გამოწვევისთვის მზადაა.

„მონაკოს“ ექს-ფეხბურთლს „მელიებთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და „ლესტერისთვის“ 2022 წლის სატრანსფერო ფანჯარა ბოლო შანსი იქნება, რომ ფეხბურთელი სარფიანად გაყიდოს და არა მომდევნო წელს უფასოდ დაკარგოს.