"სხვანაირი პასუხი არც მომისმენია", - არტეტას თქმით, არსენალი ტოპ-ფეხბურთელებს დღემდე იზიდავს

12 იან 2022, 20:47
"სხვანაირი პასუხი არც მომისმენია", - არტეტას თქმით, არსენალი ტოპ-ფეხბურთელებს დღემდე იზიდავს

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ გამოთქვა დარწმუნება, რომ ლონდონური კლუბი ტოპ-დონის ფეხბურთელებს დღემდე იზიდავს.

„ეს კლუბი ისტორიულად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს უმიზნებს. საუკეთესოებს „არსენალში“ გადმოსვლა ყოველთვის უნდოდათ. შემიძლია ვთქვა, რომ სიტუაცია არ შეცვლილა.

ყოველთვის, როცა ნებისმიერ ფეხბურთელს ველაპარაკები, ისინი ჩვენთან გადმოსვლის სურვილს გამოთქვამენ, სხვანაირი პასუხი არც მომისმენია. ეს ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. 

„არსენალს“ ფეხბურთელების მოწვევა თავისუფლად შეუძლია, ეს ჩვენი უპირატესობაა.“ - ციტირებს არტეტას სიტყვებს AFP.

პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში „მეთოფეები“ ამჟამად მე-4 ადგილს იკავებენ.