ერთადერთი კლუბი, რომელმაც ბარსელონას უმტიტის თაობაზე მიმართა

08 იან 2022, 13:47
ერთადერთი კლუბი, რომელმაც ბარსელონას უმტიტის თაობაზე მიმართა

ჯერ კიდევ გასარკვევია, დატოვებს თუ არა მცველი, სამუელ უმტიტი "ბარსელონას" ამ ზამთარში. Diario Sport-ის ცნობით, კატალონიური კლუბი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იანვარში ფრანგის მოშორება რთული იქნება.

არის კლუბები, რომლებსაც სურთ ფეხბურთელის აყვანა, მაგრამ მისი წლიური 9 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასი თითქმის შეუძლებელს ხდის ნებისმიერ გარიგებას.

ამ დროისთვის "ბარსამ" უმტიტის იჯარით აყვანაზე კონკრეტული მოთხოვნა მხოლოდ "ბეშიქთაშისგან" მიიღო. 28 წლის ფეხბურთელს თავის მხრივ თურქეთში წასვლა არ სურს.

ფრანგული კლუბები დაინტერესებულნი არიან სამუელით, მაგრამ ისინი მზად არიან აიღონ მისი ხელფასის მხოლოდ მცირე ნაწილი. "ბარსა" კი მოუთმენლად ელის შემოთავაზებას "ნიუკასლისგან".

ამ საკითხზე ინგლისური კლუბის მხრიდან კონკრეტული ქმედება ჯერ არ მომხდარა. თუ სიტუაცია არ გამოსწორდება, "ბლაუგრანა" განიხილავს ვარიანტს, რომლითაც უმტიტი იჯარით წავა და მას ხელფასის დიდ ნაწილს ისევ კლუბი გადაუხდის. ცენტრალური მცველი ამ სეზონში "ბარსელონას" 1 მატჩში შემოვიდა ყველა ტურნირზე.