მატა ამ ზამთარს შესაძლოა ლა ლიგაში დაბრუნდეს

29 დეკ 2021, 22:21
მატა ამ ზამთარს შესაძლოა ლა ლიგაში დაბრუნდეს

"სოსიედადი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ ხუან მატათი ინტერესდება, წერს The Sun.

გავრცელებული ინფორმაციით, ესპანურ კლუბს 33 წლის ფეხბურთელის გადაბირება უფასოდ უნდა, ხოლო "ეშმაკუნები" მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებენ.

მიმდინარე სეზონში მატამ ყველა ტურნირზე ერთად "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა და თავი შედეგიანობით არ გამოუჩენია.

ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა გამოცდილ ესპანელს მანიკუნიანელებთან მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.