მესი თუ ლევანდოვსკი - რომელი მათგანი იმსახურებდა ოქროს ბურთს გვარდიოლას აზრით?

01 დეკ 2021, 11:46
მესი თუ ლევანდოვსკი - რომელი მათგანი იმსახურებდა ოქროს ბურთს გვარდიოლას აზრით?

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ლიონელ მესის მიერ მოპოვებულ მორიგი ოქროს ბურთის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"არ მკითხოთ შედეგების შესახებ. რაც არის, ეს არის. ვერასდროს ვიტყვით, რომ მესიმ ოქროს ბურთი უსამართლოდ მოიგო. ეს არის შოუ, კარგი ბიზნესი, რომ ფეხბურთი უფრო სახალისო იყოს.

იმსახურებს თუ არა ამას, მე არ ვარ ამაზე პასუხისმგებელი. თუ გავითვალისწინებთ ლევანდოვსკის თამაშს ამჟამინდელ და გასულ სეზონში, მისი დონისა და გოლების რაოდენობის გათვალისწინებით, სამართლიანი იქნებოდა მისი დასახელებაც".

შეგახსენებთ, რომ მესიმ ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში აჯობა რობერტ ლევანდოვსკის, ჟორჟინიო ფრელოს, ნ'გოლო კანტეს, კარიმ ბენზემას, მოჰამედ სალაჰსა და სხვებს.