ისტორიაში პირველად - ბათუმის დინამო საქართველოს ჩემპიონია

28 ნოე 2021, 15:32
ისტორიაში პირველად - ბათუმის დინამო საქართველოს ჩემპიონია

ეროვნული ლიგის 35-ე ტურში სამტრედიასა და თბილისის დინამოს შორის გამართული მატჩი უგოლოდ, 0-0 დასრულდა.

ეს ნიშნავს იმას, რომ ბათუმის დინამო ეროვნული ლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე საქართველოს ჩემპიონია. მეორეადგილოსანი გია გეგუჩაძის გუნდს ვეღარ დაეწევა.

ბათუმის დინამო არსებობის ისტორიაში საქართველოს ჩემპიონი პირველად გახდა, გუნდი 2022 წლის ზაფხულში ქვეყანას ჩემპიონთა ლიგაზე წარადგენს.

მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 2 მატჩით ადრე ბათუმის დინამოს 71 ქულა აქვს, თბილისის დინამოს ერთი შეხვედრა დარჩა და 67 ქულა აქვს.