მორიგი სპეციალისტი, რომელმაც მანჩესტერ იუნაიტედის გაწვრთნაზე უარი განაცხადა

25 ნოე 2021, 10:57
მორიგი სპეციალისტი, რომელმაც მანჩესტერ იუნაიტედის გაწვრთნაზე უარი განაცხადა

"მანჩესტერ იუნაიტედი" ოლე-გუნარ სოლსკიაერის გათავისუფლების შემდეგ ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებას აგრძელებს.

ასე და ამგვარად, მანიკუნიანელები შესაძლო დანიშვნის თაობაზე იტალიის ნაკრების დამრიგებელს, რობერტო მანჩინის დაუკავშირდნენ.

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild-ის ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი ავრცელებს.

"მანჩესტერ სიტის" ექს-თავკაცმა "ეშმაკუნებს" უარი შეუთვალა და განუცხადა, რომ ვალდებულია იტალიის ნაკრებთან ერთად 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდეს.

შეგახსენებთ, აქამდე, "მანჩესტერ იუნაიტედის" შეთავაზება "რეალის" ყოფილმა დამრიგებელმა, ზინედინ ზიდანმაც იუარა.