საქართველოს ნაკრები თბილისიდან ბათუმში ფედერაციამ მატარებლით წაიყვანა

09 ნოე 2021, 21:33
საქართველოს ნაკრები თბილისიდან ბათუმში ფედერაციამ მატარებლით წაიყვანა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ბათუმში, შვედეთთან გასამართი მატჩისთვის, მატარებლით გაემგზავრა.

ვილი სანიოლის შეგირდებმა 9 ნოემბერს თბილისში, ზესტაფონის ბაზაზე ივარჯიშეს და ამის შემდეგ საქართველოს რკინიგზის სერვისით ისარგებლეს.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ბოლო დღეებში საკმაოდ ბევრი მგზავრობა მოუწევთ. აღნიშნული რეისი 6-საათიანი იყო, მანამდე ისინი თბილისში ჩამოფრინდნენ, 12 ნოემბერს, შვედეთთან მატჩის შემდეგ თბილისში დაბრუნდნენ, 15 ნოემბერს გორში, ამხანაგური მატჩი უნდა ითამაშონ უზბეკეთის წინააღმდეგ და დაბრუნდნენ თბილისში, საიდანაც საკუთარ კლუბებში გაემგზავრებიან.

საქართველოსა და შვედეთის მატჩი 11 ნოემბერს ბათუმი არენაზე გაიმართება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.