ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა - სუარესის შეხვედრა ყოფილ გუნდთან, რომელსაც ატლეტიკო მწარედ ახსოვს

19 ოქტ 2021, 10:00
ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა - სუარესის შეხვედრა ყოფილ გუნდთან, რომელსაც ატლეტიკო მწარედ ახსოვს

დღეს, 19 ოქტომბერს, ჩვენი დროით 20:45 და 23:00 საათებზე გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრები. განვიხილოთ ყველაფერი საინტერესო უშუალოდ მატჩების დაწყების წინ.

A ჯგუფი

პსჟ-ლაიფციგი 23:00

ბრიუგე-მან სიტი 20:45

აღნიშნული ჯგუფის მთავარი გმირი ჯერჯერობით არის არა "პარი სენ-ჟერმენი" ან "მან სიტი", არამედ "ბრიუგე", რომელმაც პირველ ორ ტურში ოთხი ქულა მოაგროვა. ბელგიელებმა დაამარცხეს "ლაიფციგი", "პსჟ"-ს კი ორი ქულა დააკარგვინეს. დღეს, "შავ-ლურჯები" უკვე მანჩესტერელებს მიიღებენ.

ფლანდრიელების მსგავსად, ოთხი ქულა აქვთ პარიზელებსაც, რომლებმაც გასული ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში "ქალაქელები" იმსხვერპლეს. ერთი სიტყვით, ამ ჯგუფში გარკვეული ჯერ არაფერია. დიახ, ფავორიტებად რჩებიან "ლურჯ-წითლები" და პეპ გვარდიოლას გუნდი, მაგრამ ფილიპ კლემანის შეგირდები დანებებას არ აპირებენ.

B ჯგუფი

ატლეტიკო-ლივერპული 23:00

პორტო-მილანი 23:00

დღის ცენტრალურ დაპირისპირებაში "ლივერპული" "ატლეტიკოს" ესტუმრება. საინტერესო იქნება ლუის სუარესის ხილვა მერსისაიდელების წინააღმდეგ, რომელთა რიგებში მან კარიერის შთამბეჭდავი პერიოდი გაატარა. ამის გარდა, დაძაბულობის გრადუსს მატებს ამ გუნდების ბოლო დუელის შედეგი.

საუბარია ჩემპიონთა ლიგის 2019/2020 წლების სეზონის მერვედფინალზე, რომელშიც "წითლები" მოქმედი ჩემპიონების რანგში სწორედ მადრიდელებთან გამოვარდნენ. იმ დაპირისპირებაში ანტი-გმირად მოგვევლინა "სქაუზერთა" სათადარიგო მეკარე, ადრიან კასტილო, რომელმაც გააგრძელა არა ალისონ ბეკერის, არამედ უფრო ლორის კარიუსის საქმე.

დიახ, "ენფილდელებმა" წააგეს ესპანელი გოლკიპერის გამო, თუმცა დღეს, მათ კარში ბრაზილიელი იდგება. პარალელურად კი "მილანი" ესტუმრება "პორტოს", რომელთანაც პირველი ქულების აღებას ეცდება. "როსონერისგან" განსხვავებით, პორტუგალიელებს ერთი ქულა უკვე აქვთ, "როხიბლანკოსთან" ნათამაშები ფრეს შემდეგ.

C ჯგუფი

აიაქსი-დორტმუნდი 23:00

ბეშიქთაში-სპორტინგი 20:45

ნაკლებად შესამჩნევი ჯგუფი, რომელშიც "აიაქსი" ნამდვილ წარმოდგენებს დგამს. ამსტერდამელების მოწინააღმდეგე დღეს იქნება "დორტმუნდი", რომლის რიგებში ერლინგ ჰოლანდი თამაშობს. სუპერ-შემტევი "მეომრები" ნორვეგიელი ფორვარდის წინააღმდეგ, ეს უკვე საინტერესოა. პარალელურ მატჩში კი "სპორტინგი" "ბეშიქთაშს" ესტუმრება.

D ჯგუფი

შახტარი-რეალი 23:00

ინტერი-შერიფი 23:00

"რეალს" "შახტართან" აქვს ძველი ვალები, რომელთა ამოღებას ესპანელები დღეს ეცდებიან. დონეცკში თამაში ყოველთვის რთულია, თუმცა მადრიდელებს "შერიფთან" წაგების შემდეგ, ქომაგების თვალში რეაბილიტაციის გავლა სჭირდებათ. უკრაინელთა დამარცხება კი ბრძოლის გაგრძელების ახალ ტალღას გამოიწვევს.

წლევანდელი სეზონის მთავარი სენსაციის ავტორები არიან ტირასპოლელები, რომლებმაც დაამარცხეს ჯერ "მაღაროელები", შემდეგ კი "სამეფო კლუბი". ვნახოთ, რა იქნება გასვლაზე "ინტერთან", რომელსაც ამ დროისთვის მხოლოდ 1 ქულა აქვს. მილანელებს მოგება სჭირდებათ ჰაერივით, მაგრამ "შავ-ყვითლები" წაგებას ცოცხალი თავით არ აპირებენ.

უბრალოდ არანორმალური - ერლინგ ჰოლანდს ჩემპიონთა ლიგაზე დაუჯერებელი სტატისტიკა აქვს

უბრალოდ არანორმალური - ერლინგ ჰოლანდს ჩემპიონთა ლიგაზე დაუჯერებელი სტატისტიკა აქვს

„დორტმუნდის“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა „ბეშიქტაშის“ კარში დუბლის შესრულება მოახერხა.

...

დორტმუნდი 08 დეკ 2021, 02:41
მილანზე ცუდი შედეგი იტალიურ გუნდებს ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ერთხელ აქვთ დაფიქსირებული

მილანზე ცუდი შედეგი იტალიურ გუნდებს ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ერთხელ აქვთ დაფიქსირებული

„მილანმა“ საკუთარ კედლებში „ლივერპულთან“ 1:2 წააგო და ჩემპიონთა ლიგა ჯგუფში მეოთხე ადგილით დაასრუ...

მილანი 08 დეკ 2021, 02:36
პირველი ინგლისური გუნდი ისტორიაში ჯგუფში 100%-იანი შედეგით - მთლიანობაში კი, ასეთი სულ 8 არის

პირველი ინგლისური გუნდი ისტორიაში ჯგუფში 100%-იანი შედეგით - მთლიანობაში კი, ასეთი სულ 8 არის

იურგენ კლოპის „ლივერპულმა“ სტუმრად „მილანს“ მოუგო და ჯგუფი 18 ქულით დაასრულა.

საინტერესოა...

ლივერპული 08 დეკ 2021, 02:31
საბოლოოდ როგორ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის სიკვდილის ჯგუფი?

საბოლოოდ როგორ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის სიკვდილის ჯგუფი?

ჩემპიონთა ლიგის სიკვდილის ჯგუფად შერაცხული ოთხეულის ბრძოლა დღეს ოფიციალურად დასრულდა.

კენ...

ატლეტიკო მადრიდი 08 დეკ 2021, 02:13
VIDEO: ისტორია დაწერილია, 6-დან 6! ლივერპულმა სან სიროზე გადახალისებული შემადგენლობით მოიგო და მილანი ჯგუფში ჩატოვა

VIDEO: ისტორია დაწერილია, 6-დან 6! ლივერპულმა სან სიროზე გადახალისებული შემადგენლობით მოიგო და მილანი ჯგუფში ჩატოვა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში „ლივერპულმა“ სტუმრად „მილანს“ მოუგო და ჯგუფში ჩატო...

მილანი 08 დეკ 2021, 02:02
VIDEO: ორი წითელი ბარათი და გვიანი გოლები დრაგაოზე - ატლეტიკო მერვედფინალში მაინც გაძვრა

VIDEO: ორი წითელი ბარათი და გვიანი გოლები დრაგაოზე - ატლეტიკო მერვედფინალში მაინც გაძვრა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში „ატლეტიკომ“ სტუმრად „პორტუს“ მოუგო და ჯგუფიდან გასვ...

ატლეტიკო მადრიდი 08 დეკ 2021, 01:57
VIDEO: რეალმა ინტერს სახლშიც მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი გაიფორმა

VIDEO: რეალმა ინტერს სახლშიც მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი გაიფორმა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში მადრიდის „რეალმა“ შინ „ინტერს“ მოუგო და ჯგუფი პირველ ად...

რეალ მადრიდი 08 დეკ 2021, 01:51
VIDEO: დუბლი ცვლილებაზე შემოსვლის შემდეგ - ჰოლანდმა ბეშიქთაშს მატჩის დასასრული ჩაუმწარა

VIDEO: დუბლი ცვლილებაზე შემოსვლის შემდეგ - ჰოლანდმა ბეშიქთაშს მატჩის დასასრული ჩაუმწარა

ჰოლანდმა „ბეშიქთაშთან" მატჩში დუბლი მიითვალა. 

დორტმუნდი 08 დეკ 2021, 01:48
VIDEO: ასეთი ასენსიო შეგვიყვარდა ყველას - მარკოს ბრწყინვალე გოლი ინტერის კარში

VIDEO: ასეთი ასენსიო შეგვიყვარდა ყველას - მარკოს ბრწყინვალე გოლი ინტერის კარში

მარკო ასენსიომ „ინტერს" ულამაზესი გოლი გაუტანა. 

რეალ მადრიდი 08 დეკ 2021, 01:42
VIDEO: გამოვიდა - გაიტანა, ვინმეს ეჭვი ეპარებოდა?! ერლინგ ჰოლანდის მორიგი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე

VIDEO: გამოვიდა - გაიტანა, ვინმეს ეჭვი ეპარებოდა?! ერლინგ ჰოლანდის მორიგი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე

ერლინგ ჰოლანდი მოედანზე 63-ე წუთზე გამოვიდა და 68-ზე „ბეშიქთაშის" კარის აღება მოახერხა. 

...

დორტმუნდი 08 დეკ 2021, 01:31
VIDEO: ნიკო ბარელამ მილიტაოსთვის მუშტის მორტყმა სცადა და წითელი ბარათიც მიიღო

VIDEO: ნიკო ბარელამ მილიტაოსთვის მუშტის მორტყმა სცადა და წითელი ბარათიც მიიღო

ბარელას უცნაური მოქმედება და წითელი ბარათი „რეალთან" მატჩში. 

ინტერი 08 დეკ 2021, 01:27
VIDEO: გრიზიიიი! ფრანგმა ატლეტიკოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის გოლი გაიტანა

VIDEO: გრიზიიიი! ფრანგმა ატლეტიკოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის გოლი გაიტანა

ანტუან გრიზმანმა „ატლეტიკო" „პორტუსთან" მატჩში დააწინაურა. 

...

ატლეტიკო მადრიდი 08 დეკ 2021, 01:21
VIDEO: მილანის ოცნება წარსულს ბარდება - ლივერპული სან სიროზე უკვე იგებს

VIDEO: მილანის ოცნება წარსულს ბარდება - ლივერპული სან სიროზე უკვე იგებს

დივოკ ორიჯიმ „ლივერპული" „მილანთან" მატჩში დააწინაურა.

მილანი 08 დეკ 2021, 01:18
VIDEO: მენიოს უხეში შეცდომა და სალაჰმა მილანი მიწაზე დააბრუნა

VIDEO: მენიოს უხეში შეცდომა და სალაჰმა მილანი მიწაზე დააბრუნა

მო სალაჰმა „მილანთან" მატში ანგარიში გაათანაბრა. 

...

ლივერპული 08 დეკ 2021, 00:43
კატასტროფა ატლეტიკოსთვის - გადამწყვეტ მატჩში მე-13 წუთზე სუარესმა ტრავმა მიიღო და მოედანი აცრემლებულმა დატოვა

კატასტროფა ატლეტიკოსთვის - გადამწყვეტ მატჩში მე-13 წუთზე სუარესმა ტრავმა მიიღო და მოედანი აცრემლებულმა დატოვა

„პორტუსთან“ აუცილებლად მოსაგებ შეხვედრაში „ატლეტიკო“ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

მატჩის...

ატლეტიკო მადრიდი 08 დეკ 2021, 00:39
VIDEO: გოოოოლ ტომორიიიიიიი! მილანი ლივერპულს ამარცხებს და ცოცხალ ცხრილში მერვედფინალისტია

VIDEO: გოოოოლ ტომორიიიიიიი! მილანი ლივერპულს ამარცხებს და ცოცხალ ცხრილში მერვედფინალისტია

ფიკაიო ტომორიმ „ლივერპულთან" მატჩში „მილანი" დააწინაურა.

...

ლივერპული 08 დეკ 2021, 00:33