ჩემპიონთა ლიგა: მეორე ტური - ტოქსიკური პსჟ-ს პირველი რთული გამოცდა ფულის დერბიში სიტისთან

28 სექ 2021, 10:13
ჩემპიონთა ლიგა: მეორე ტური - ტოქსიკური პსჟ-ს პირველი რთული გამოცდა ფულის დერბიში სიტისთან

დღეს, ჩვენი დროით 20:45 და 23:00 საათებზე გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტური. მიმოვიხილოთ ყველაფერი საინტერესო მატჩების დაწყების წინ.

A ჯგუფი

პსჟ-მან სიტი 23:00

ლაიფციგი-ბრიუგე 23:00

დღის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება სწორედ აღნიშნულ ჯგუფში, ე.წ. "ფულების დერბი" ან "ევრო-ფუნტი სტერლინგის" წინააღმდეგ, ერთი სიტყვით, "პსჟ" - "სიტი". "პარი სენ-ჟერმენმა" პირველ ტურში სენსაციურად ვერ დაამარცხა "ბრიუგე" (1:1), მანჩესტერელებმა კი უხვგოლიან მატჩში "ლაიფციგს" მოუგეს (6:3).

ისმის კითხვა - ითამაშებს თუ არა დღეს ლიონელ მესი? არგენტინელმა თავდამსხმელმა უკვე ივარჯიშა სრული დატვირთვით საერთო ჯგუფში, რაც ნიშნავს იმას, რომ ტრავმა მოშუშებულია. თუ არ მოხდა რაიმე გაუთვალისწინებელი, პარიზელთა ფორვარდი აუცილებლად იქნება განაცხადში, თუმცა უცნობია, ძირითადში თუ სკამზე.

წყვილი, რომელიც იმყოფება "ლურჯ-წითლებისა" და "ქალაქელების" დაპირისპირების ჩრდილში - "ლაიფციგი"-"ბრიუგე". რა შეიძლება ითქვას ამ ორი გუნდის შესახებ? "რედ ბულსმა" უკვე დაამტკიცა, რომ მათ შეუძლიათ ბევრი გოლის გატანა, თუნდაც "ლურჯების" კარში, ბელგიელებისთვის კი არც მაურისიო პოჩეტინოს გუნდი გამოდგა სერიოზული პრობლემა.

B ჯგუფი

მილანი-ატლეტიკო 23:00

პორტო-ლივერპული 23:00

"მილანი" ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა ხმაურიანად, პირველი შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლოს, ამ გუნდმა ერთგვარი ცივი შხაპი "ლივერპულს" მიაღებინა. "როსონერი" იგებდა 2:1-ს, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებულები მაინც მერსისაიდელები გამოვიდნენ. როგორც ვიცით, "შავ-წითლები" ამ ტურნირზე 7 წელი ვერ ხვდებოდნენ.

"ეშმაკების" უკანასკნელი მოწინააღმდეგე იყო სწორედ "ატლეტიკო" და ის მერვედფინალური დაპირისპირება სწორედ ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა. იმის შემდეგ, "სან სიროზე" შეიცვალა ბევრი რამ, მადრიდში კი მნიშვნელოვანი არაფერი და ეს ცუდი სულაც არ არის. "როხიბლანკოს" კვლავ წვრთნის დიეგო სიმეონე, რომელიც ლა ლიგის მოგების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზეც დაფიქრდა.

"წითლებზე" უკვე ვისაუბრეთ და ავღნიშნეთ ის ფაქტი, რომ ამ გუნდმა პირველ ტურში სტეფანო პიოლის გუნდი დაამარცხა. "სქაუზერები" ფავორიტებად ითვლებიან ახლაც, სტუმრად "პორტოსთან". ის ფაქტი, რომ პორტუგალიელებმა გაძლეს "ინდიელებთან" (0:0), ნამდვილად ბევრს ნიშნავს. ვნახოთ, რა იქნება ახლა.

C ჯგუფი

დორტმუნდი-სპორტინგი 23:00

აიაქსი-ბეშიქთაში 20:45

"სპორტინგმა" ამ ჯგუფში უკვე გაუშვა ხუთი გოლი, ოთხი კი ერთი ფეხბურთელისგან და ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ერლინგ ჰოლანდთან შეხვედრა ჯერ მხოლოდ ახლა არის. დიახ, ლისაბონში გაილაღა არა ნორვეგიელმა, არამედ სებასტიენ ჰალერმა. წარმატებები ვუსურვოთ "ლომებს" უკვე "დორტმუნდთან".

"აიაქსი" უბრალოდ შეუდარებელია. "თეთრ-მწვანეებთან" შეხვედრას რომ თავი დავანებოთ, ამ გუნდმა ერედივიზიაში გამოდნო 9:0 (!) და სამჯერ 5:0. ამსტერდამელებმა ნამდვილად იციან, თუ რას ნიშნავს გოლების გატანა. "ბეშიქთაში" კი დღეს "ბორუსიასთან" პირველ მატჩში გაფუჭებული ხასიათის გამოსწორებას ეცდება.

D ჯგუფი

შახტარი-ინტერი 20:45

რეალი-შერიფი 23:00

"ინტერი" ძალიან კარგად გამოიყურებოდა "რეალთან" დაპირისპირებაში და ტიბო კურტუას ეფექტური თამაში რომ არა, მოწინააღმდეგეს კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეექმნებოდა. ვნახოთ, რა იქნება "შახტართან", რომელმაც მილანელები გასულ სეზონში ჯგუფიდან არ გაუშვა. იქამდე კი "ნერაძურიმ" დონეცკელები ევროპა ლიგის 1/2 ფინალში გაანადგურა.

წარმოიდგენდით, რომ მადრიდელების მოწინააღმდეგე ჩემპიონთა ლიგაზე ოდესმე "შერიფი" იქნებოდა. ტირასპოლელთა ზღაპარი ჯერ არ დასრულებულა და უკრაინელებთან მოპოვებული გამარჯვება ამის ნათელი მტკიცებულებაა. "სამეფო კლუბი" გამოკვეთილი ფავორიტია, მაგრამ ცხადია, მოლდაველები კიდევ ერთი სენსაციის გამოდნობას ეცდებიან.

3 გუნდი, რომელშიც შესაძლოა პოგბა ვიხილოთ

3 გუნდი, რომელშიც შესაძლოა პოგბა ვიხილოთ

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ კარიერა შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელ...

რეალ მადრიდი 21 ოქტ 2021, 16:21
კონტე: "ვფიქრობ, ჰაკიმი პსჟ-ში დროებით არის"

კონტე: "ვფიქრობ, ჰაკიმი პსჟ-ში დროებით არის"

მილანის "ინტერის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ თავისი ექს-შეგირდის, აშრაფ ჰაკიმის ...

პსჟ 21 ოქტ 2021, 16:18
ორი ფულის ტომარა, რომელიც ზამთარში ტეოს გადმოსაბირებლად იბრძოლებს

ორი ფულის ტომარა, რომელიც ზამთარში ტეოს გადმოსაბირებლად იბრძოლებს

"მანჩესტერ სიტი" "მილანის" მარცხენა მცველს, ტეო ერნანდესს უმიზნებს, იტყობინება ცნობილი იტალიური გ...

პსჟ 21 ოქტ 2021, 16:14
კუმანის ნაცვლად ხავი - რამდენად რეალურია ეს ცვლილება?

კუმანის ნაცვლად ხავი - რამდენად რეალურია ეს ცვლილება?

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ყატარული "ალ სადის" მთავარ მწვრთნელ ხავი ერნანდესთან კონტ...

ბარსელონა 21 ოქტ 2021, 16:10
ალვეში: "ბარსელონას ჩემი საქმის გამგრძელებელი უკვე ჰყავს"

ალვეში: "ბარსელონას ჩემი საქმის გამგრძელებელი უკვე ჰყავს"

"ბარსელონას" ყოფილმა მარჯვენა მცველმა, დანი ალვეშმა შეაქო კატალონიელთა ამჟამინდელი ვინგბექი, სერჟ...

ბარსელონა 21 ოქტ 2021, 15:44
ფეხბურთელი, რომელმაც რეალის და ინტერის კარი ულამაზესი დარტყმებით აიღო - რუსეთში მას ხელფასს არ უხდიდნენ

ფეხბურთელი, რომელმაც რეალის და ინტერის კარი ულამაზესი დარტყმებით აიღო - რუსეთში მას ხელფასს არ უხდიდნენ

სებასტიენ ტილი - ტირასპოლის "შერიფის" შემტევი ნახევარმცველი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ყუმბარისებ...

შერიფი 21 ოქტ 2021, 15:30
კომპონენტი, რომელშიც კვარაცხელია და დავითაშვილი რუსეთის ჩემპიონატის ტოპ-5 საუკეთესო მოთამაშეს შორის არიან

კომპონენტი, რომელშიც კვარაცხელია და დავითაშვილი რუსეთის ჩემპიონატის ტოპ-5 საუკეთესო მოთამაშეს შორის არიან

ყაზანის "რუბინისა" და ტულის "არსენალის" შემტევები, ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი რუსეთი...

საქართველო 21 ოქტ 2021, 15:02
ფოტოები: ის, რის გამოც იკარდისთვის ფეხბურთი მეორეხარისხოვანი გახდა - თავბრუდამხვევი ვანდა ნარა

ფოტოები: ის, რის გამოც იკარდისთვის ფეხბურთი მეორეხარისხოვანი გახდა - თავბრუდამხვევი ვანდა ნარა

"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მეუღლე, ვანდა ნარა, რომელმაც ქმარს ღალატი აპატია...

პსჟ 21 ოქტ 2021, 14:40
პსჟ-დან წასვლით დამუქრებულ იკარდის უკვე ორი მსურველი ჰყავს

პსჟ-დან წასვლით დამუქრებულ იკარდის უკვე ორი მსურველი ჰყავს

"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელს, მაურო იკარდის რთული პერიოდი უდგას. ლიონელ მესის "პსჟ"-ში მისვლი...

პსჟ 21 ოქტ 2021, 14:24
ისკოს სურს ბარსელონაში გადასვლა - ესპანური პრესა

ისკოს სურს ბარსელონაში გადასვლა - ესპანური პრესა

მადრიდის "რეალის" შემტევი ნახევარმცველი, ისკო ალარკონი გუნდში არსებული თავისი ამჟამინდელი მდგომარ...

ბარსელონა 21 ოქტ 2021, 14:14
ფიფამ სანაკრებო რეიტინგი განაახლა - რომელ ადგილზეა საქართველო?

ფიფამ სანაკრებო რეიტინგი განაახლა - რომელ ადგილზეა საქართველო?

ოქტომბრის მატჩების შემდეგ, ფიფამ ეროვნული ნაკრებების რეიტინგი განაახლა. საქართველო, რომელიც აქამდ...

საქართველო 21 ოქტ 2021, 13:43
სრული ვაქცინაციის მიუხედავად, ნაგელსმანს კორონავირუსი დაუდასტურდა

სრული ვაქცინაციის მიუხედავად, ნაგელსმანს კორონავირუსი დაუდასტურდა

მიუნხენის "ბაიერნმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელს, იულიან ნაგელსმანს კორონ...

ბაიერნი 21 ოქტ 2021, 13:33
VIDEO: შეშინებული მბაპე გინახავთ ოდესმე? კურიოზული მომენტი პსჟ-დან

VIDEO: შეშინებული მბაპე გინახავთ ოდესმე? კურიოზული მომენტი პსჟ-დან

"პარი სენ-ჟერმენისა" და "ლაიფციგის" შეხვედრის დაწყების წინ, კურიოზული ეპიზოდი მოხდა. "პსჟ"-ს ფეხბ...

პსჟ 21 ოქტ 2021, 12:20
"კანკავას და კაშიას გარეშე სლოვანი ვერ წარმომიდგენია" - ვაისი ქართველებზე

"კანკავას და კაშიას გარეშე სლოვანი ვერ წარმომიდგენია" - ვაისი ქართველებზე

კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში ბრატისლავის სლოვანი გიბრალტარის ლინკოლნს დაუპირი...

საქართველო 21 ოქტ 2021, 12:11
რონალდუმ მანჩესტერს თავისი ყოფილი მწვრთნელი ურჩია - ესპანური პრესა

რონალდუმ მანჩესტერს თავისი ყოფილი მწვრთნელი ურჩია - ესპანური პრესა

El Chiringuito de Jugones-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ თავის გუნ...

მანჩესტერ იუნაიტედი 21 ოქტ 2021, 12:07
ვენგერმა მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა: "თითქოს ქუჩის ფეხბურთს თამაშობს"

ვენგერმა მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა: "თითქოს ქუჩის ფეხბურთს თამაშობს"

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა დაასახელა თავდამსხმელი, რომელიც ...

ლივერპული 21 ოქტ 2021, 11:55