ყველანაირი ეჭვი გამქრალია - ბარსელონამ კუმანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა

05 სექ 2021, 15:19
ყველანაირი ეჭვი გამქრალია - ბარსელონამ კუმანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელს რონალდ კუმანს სრული მხარდაჭერა გამოუთქვა.

Sport.es-ის ინფორმაციით, გუნდის დირექტორთა საბჭოში უკვე რამდენიმე კვირაა მწვრთნელის შეცვლაზე არანაირი საუბრები არ მიმდინარეობს.

„ბარსელონა“ თვლის, რომ კუმანი ამ სეზონისთვის იდეალური ვარიანტია. გარდა ამისა, კლუბი იმედოვნებს, რომ რონალდი გუნდში ახალგაზრდების დამკვიდრების პროექტს კარგად განახორციელებს, რადგან ეს სტრატეგია გუნდს არასაიმედო ფინანსური მდგომარეობის დროს ძალიან მოუხდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში აქტიურად იწერებოდა, რომ ჟოან ლაპორტა კუმანთან თანამშრომლობის გაგრძელების საკითხზე აქტიურად ფიქრობდა და მის გაშვებასაც განიხილავდა.

რონალდ კუმანს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.