აბურჯანია: "სასწორზე უმნიშვნელოვანესი 3 ქულა დევს"

31 აგვ 2021, 22:58
აბურჯანია: "სასწორზე უმნიშვნელოვანესი 3 ქულა დევს"

2 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს კოსოვოსთან გამართავს.

მატჩის წინ კომენტარი ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ გააკეთა.

"პირველ რიგში ჩვენი კონცენტრაცია კოსოვოსთან მატჩზეა მიმართული, რადგან სასწორზე უმნიშვნელოვანესი 3 ქულა დევს.

შინ ვთამაშობთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ", - განაცხადა აბურჯანიამ.