ოფიციალურად: ჯო ჰარტი კარიერას შოტლანდიაში გააგრძელებს

03 აგვ 2021, 20:51
ოფიციალურად: ჯო ჰარტი კარიერას შოტლანდიაში გააგრძელებს

ინგლისელი გოლკიპერი კარიერას შოტლანდიაში გააგრძელებს.

„სეტლიკმა“ ოფიციალურად დაადასტურა „ტოტენჰემის“ მეკარის, ჯო ჰარტის ტრანსფერი.

ფეხბურთელმა შოტლანდიის ექს-ჩემპიონთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, კლუბს კი მისი ტრანსფერი 1.5 მილიონი ევრო დაუჯდა.

„ტოტენჰემში“ ჰარტმა ერთი სეზონი გაატარა და ძირითადად სათადარიგოთა სკამზე უწევდა ჯდომა.