როდის გაიმართება ევროპის სუპერთასის მატჩი და დაესწრებიან თუ არა მას გულშემატკივრები?

31 ივლ 2021, 17:36
როდის გაიმართება ევროპის სუპერთასის მატჩი და დაესწრებიან თუ არა მას გულშემატკივრები?

2021/22-სეზონის პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩრდილოეთ ირლანდიაში გაიმართება.

ევროპის სუპერთასზე ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები, ლონდონის „ჩელსი“ და „ვილიარეალი“ დაუპირისპირდებიან.

როგორც უეფა იტყობინება, მატჩზე მაყურებლების დასწრება დაშვებული იქნება. სტადიონი „უიდსონ პარკი“ 18.500 ადამიანს იტევს, თუმცა ეპიდვითარების გამო, მატჩზე დასწრება მხოლოდ 13.000 ადამიანს შეეძლება.

უეფა ხაზს უსვამს, რომ მატჩზე დასწრება მხოლოდ იმას შეეძლება, ვინც ადგილზე კორონავირუსის უარყოფით ტესტს წარადგენს.

ევროპის სუპერთასი 11 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის ფინალში „ვილიარეალმა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ პენალტების სერიაში მოუგო, ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი მატჩი კი „ჩელსიმ“ „მანჩესტერ სიტის“ (1:0) აჯობა.