ურუგვაის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

19 ივლ 2021, 18:11
ურუგვაის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ურუგვაის მეორე დივიზიონის გუნდ „ვილია-ტერესას“ 38 წლის ფეხბურთელმა, უილიამ მარტინესმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კარიერის მანძილზე მარტინესი ურუგვაის, არგენტინის, ვენესუელას, ჩილეს, პარაგვაის, ესპანეთის, საფრანგეთის გუნდებში თამაშობდა და ასევე, რამდენიმე მატჩი ჩაატარა ინგლისურ „ვესტ ბრომვიჩში“.

ურუგვაის ნაკრების შემადგენლობაში უილიამს მარტინესმა ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარა.

ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციამ ფეხბურთელის ახლობლებსა და ნათესავებს მწუხარება უკვე გამოუთქვა.

„ძალიან ვწუხვართ უილიამს მარტინესის შოკისმომგვრელი გარდაცვალების გამო. ჩვენი მწუხარება მის ოჯახს და მეგობრებს.“ - ნათქვამია ასოციაციის ოფიციალურ განცხადებაში.

ურუგვაის ჩემპიონატის მე-11 ტურის ყველა მატჩი გადადებულია.