სერია ა-ში დაბრუნებული ემპოლი ზაგრების დინამოს მცველს იმატებს

18 ივლ 2021, 19:23
სერია ა-ში დაბრუნებული ემპოლი ზაგრების დინამოს მცველს იმატებს

ზაგრების "დინამოს" მცველი, პეტარ სტოიანოვიჩი კარიერას იტალიაში გააგრძელებს, იუწყება ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო.

გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის სლოვენიელით "ემპოლი" ინტერესდება, რომელიც სერია ა-ში დაბრუნდა.

გასულ სეზონში სტოიანოვიჩმა ყველა ტურნირზე ერთად 34 მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ზაგრების "დინამოს" უკანახაზელის სატრანსფერო ფასი 850 ათას ევროს შეადგენს.