EXCLUSIVE: თელავმა ბრაზილიელი თავდამსხმელი დაიმატა

13 ივლ 2021, 02:13
EXCLUSIVE: თელავმა ბრაზილიელი თავდამსხმელი დაიმატა

ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე "თელავი" სეზონის მეორე ნახევრისთვის გაძლიერებას განაგრძობს.

GOAL.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, კახურმა კლუბმა ბრაზილიელი თავდამხმელი ნათან ჯუნიორი დაიმატა.

ნათანი გულშემატკივრებს "სამტრედიადან" ემახსოვრება. ბოლოს ის სწოაედ ამ გუნდში გამოდიოდა. 

წლების წინ კი 32 წლის ფორვარდი გორის "დილას" ფეხბურთელი იყო და გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც ჩამოყალიბდა.

რაც შეეხება თელავს, გიორგი მიქაძის გუნდი 21 ტურის შემდეგ 19 ქულით მე-9 ადგილზეა