11 ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა ერთ წელს მოიგო

12 ივლ 2021, 12:06
11 ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა ერთ წელს მოიგო

იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, ჟორჟინიო ფრელო და ემერსონ პალმიერი გახდნენ მე-10 და მე-11 მოთამაშეები ისტორიაში, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა ერთ წელს მოიგეს.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი ფეხბურთელები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს ლონდონის "ჩელსისთან" ერთად დაეუფლნენ.

რაც შეეხებათ დანარჩენებს, "არისტოკრატების" მოთამაშეების გარდა, როგორც ავღნიშნეთ, ისტორიას ასეთი კიდევ ცხრა ფეხბურთელი ახსოვს.

1964 - ლუის სუარეს მირამონტესი (მილანის ინტერი, ესპანეთის ნაკრები)

1988 - რონალდ კუმანი, ბერი ვან არლე, ჰანს ვან ბრეკელენი, გერალდ ვანენბურგი (პსვ ეინდჰოვენი, ნიდერლანდების ნაკრები)

2012 - ფერნანდო ტორესი, ხუან მატა (ლონდონის ჩელსი, ესპანეთის ნაკრები)

2016 - კრიშტიანუ რონალდუ, პეპე ლიმა ფერეირა (მადრიდის რეალი, პორტუგალიის ნაკრები)

2021 - ჟორჟინიო ფრელო, ემერსონ პალმიერი - (ლონდონის ჩელსი, იტალიის ნაკრები)