ბარსელონას ყოფილი ნახევარმცველი პალმეირასში ითამაშებს

10 ივლ 2021, 11:26
ბარსელონას ყოფილი ნახევარმცველი პალმეირასში ითამაშებს

ბრაზილიელი ნახევარმცველი, მატეუს ფერნანდესი კარიერას სამშობლოში გააგრძელებს.

"პალმეირასმა" 23 წლის ბრაზილიელთან კონტრაქტის გაფორმება დაადასტურა, რომელსაც "ბარსელონამ" აქამდე კონტრაქტი გაუწყვიტა.

ფერნანდესი "ბარსაში" 2020 წლის ზამთარში სწორედ "პალმეირასიდან" 7 მილიონ ევროდ გადავიდა, დამატებით 3 მილიონი ბონუსების სახით იყო გათვალისწინებული.

კატალონიურ გრანდში ტრანსფერის შემდეგ, მატეუსმა მოედანზე მხოლოდ 17 წუთი გაატარა, ჩემპიონთა ლიგაზე კიევის "დინამოსთან" (4:0) გამართულ მატჩში.