"სახლში არ მინდა ფაბიო, გესმის, ფაბიოოოოო!!!", - 2006 წელს იტალიის მიერ მოგებული, გამარჯვებულების თვალით დანახული მუნდიალი

09 ივლ 2021, 17:30
"სახლში არ მინდა ფაბიო, გესმის, ფაბიოოოოო!!!", - 2006 წელს იტალიის მიერ მოგებული, გამარჯვებულების თვალით დანახული მუნდიალი

ზუსტად 15 წლის წინ, 2006 წლის 9 ივლისს, იტალია ფეხბურთში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი გახდა. 

„ოლიმპიაშტადიონზე“ გამართულ დრამატულ ფინალში, გუნდმა საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა. შევხედოთ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამარჯვებულების თვალით.

ფრანჩესკო ტოტიმ კინაღამ ტურნირი ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა საბოლოოდ გუნდს გაყვა და მერვედფინალში გადამწყვეტი გოლიც გაიტანა.

„ბევრის აზრით, ის მუნდიალი საერთოდ უნდა გამომეტოვებინა. 2006 წლის 19 თებერვალს, მარცხენა ტერფის მყესები დავიზიანე და ძვალიც გავიტეხე. ეს „ემპოლისთან“ მატჩში მოხდა, რიჩარდ ვანილის უხეში ვარდნის შემდეგ. პესიმისტები ამბობდნენ, რომ ჩემი კარიერა დასრულებულია, ოპტიმისტები კი, რომ მე გერმანიაში გულშემატკივრის სტატუსით წავალ. თუმცა, უკვე 11 მაისს, იტალიის თასის ფინალში, მე მოედანზე ვიყავი.

რომაულ კლინიკა ვილა სტიუარტში, ოპერაციის შემდეგ მალევე, ჩემს სპორტულ კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი დიალოგი შედგა. ლიპი მოვიდა ჩემს მოსანახულებლად და მომიტანა არა ყვავილები, არამედ დიდებული სიახლე:

- „ფრანჩესკო, როგორ ხარ?“
- „საქმეზე გადადით, მისტერ“
- „მუნდიალზე მიმყავხარ.“

აი ასე, მოულოდნელად, მაგრამ პირდაპირ გულში. რამდენიმე სიტყვა, რომელმაც სული გამომიკეთა. რთულ მომენტებში სწორედ ეს სიტყვები ჩამესმოდა და მოტივაციას მაძლევდა. არ ვაჩენდი, რომ ტკივილი არსებობდა, მას უბრალოდ ვაიგნორებდი, მოშორებით ვისროდი. ჩვენი მისტერის მადლიერი სამუდამოდ ვიქნები.“ - იხსენებდა „რომას“ ლეგენდარული ფეხბურთელი.

ჯგუფური ეტაპი. იტალია - აშშ (1:1)

ეს იტალიელებისთვის ჯგუფის მეორე მატჩი იყო. განასთან 2:0 მოგების შემდეგ, „სკუადრა აძურას“ მეტოქე აშშ იყო. მატჩი ფრედ დასრულდა, გოლი ალბერტო ჯილარდინომ გაიტანა, კრისტიან ძაკარდომ კი ავტოგოლით გუნდს გამარჯვება წაართვა.

„ჩაწოდება მარჯვნიდან - გოლი, ჩემი გოლი, ჩვენსავე კარში. ასრულებული ოცნება და საშინელება ერთდროულად: მე მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშე და გავიტანე ავტოგოლი - ჯგუფის მეორე მატჩში, აშშ-ს კარში. მარჯვენა ფეხით მინდოდა ბურთის მოშორება, მაგრამ ის მარცხენაში მომხვდა. ვთქვა, რომ ემოციებით ვიყავი აღსავსე - ნიშნავს რომ არაფერი არ ვთქვა. ადრენალინი და ბრაზი მერეოდა. არავინ არ იცის, მაგრამ 2006 წელს, გერმანიაში, მე საკუთარ კარში ორჯერ გავიტანე.

ამ უსიამოვნო შემთხვევიდან 28 საათის შემდეგ, წარმოუდგენელი რამ მოხდა. გახურებამ კარგად ჩაიარა - რუტინა, რომელიც წლიდან წლამდე ერთნაირი რჩება. ისეთივე იყო ბურთით ვარჯიშიც, ბოლო 20 წუთის მანძილზე კი, ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც ვაკეთებთ ყოველთვის - ფეხბურთი ვითამაშეთ. ბავშვებივით ვიხალისეთ და გავაკეთეთ ის, რაც ყველაზე კარგად გვეხერხება. და აი, მარჯვენა ფრთიდან მოდის ჩაწოდება. იმ მომენტში, წინა მომენტის გახსენების დროც კი არ მქონდა. უბრალოდ, ჩაწოდება ჩავჭერი და ბურთი ახლო კუთხეში შეფრინდა. თითქოს, ეს აშშ-სთან მატჩის ეპიზოდის გამეორება იყო.

„რა ჯანდაბაა! გეყოფა რა!“, - ზურგს უკან ხმა ჩამესმა, რომელიც არავისში შეგეშლებოდა, ეს ბუფონი იყო.

ასეთ მომენტებში ყოველთვის საჭიროა მეგობრების მხარდაჭერა და იქვე მივხვდი, რომ ბევრი მეგობარი მყავს. მათ ერთხმად ამიხსნეს ერთი წესი, რომელიც ალბათ, არასწორად გავიგე, ან აზრს ვერ ჩავწვდი. „ძვირფასო კრისტიან, გოლები უნდა გაიტანონ იმათმა, ვინც მოედნის მეორე ნახევარზე დგას. შენ - მცველი ხარ! ასე რომ, კეთილი ინებე და თავი დაიცავი! გაიგე? დაიცავი!“

საბედნიეროდ, ისინი გვერდით აღმოჩდნენ და გზა მიჩვენეს. ჩვენ ეს ღიმილიანი სახით მივიღეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, აშშ-სთან მატჩის შემდეგ, დიდი კრიტიკის გამო ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ბევრი ამბობდა, რომ მუნდიალზე ტყუილად წამიყვანეს, მაგრამ გუნდი მთლიანად ჩემსკენ იყო. ისინი ცდილობდნენ, სულიერად არ დაცემულიყვნენ და ამას პირველ რიგში ჩემთვის აკეთებდნენ. ამის დავიწყება შეუძლებელია. ეს ავტოგოლი ჩემთვის გაკვეთილად იქცა - ვისწავლე, როგორ მივიღო ეს როგორც უბრალოდ შემთხვევითობა და დროთა განმავლობაში, სერია ა-ს მოქმედი ყველაზე შედეგიანი მცველიც გავხდი.“ - ყვებოდა ძაკარდო.

ჯგუფური ეტაპი. ჩეხეთი - იტალია (0:2)

საუბრობს ფილიპო ინძაგი: 

„როცა განას 2:0 მოვუგეთ და აშშ-სთან 1:1 ფრე ვითამაშეთ, ვიცოდით, რომ ჩეხეთთან ბოლო მატჩის მოგებით, მერვედფინალსა და მეოთხედფინალში ბრაზილიის და არგენტინის ნაკრებებს ავცდებოდით. ამიტომ, 2:0 მოვიგეთ“, - იხსენებს მთავარი მწვრთნელი მარჩელო ლიპი.

„მთელ მსოფლიოს ახსოვს მატჩი იტალია - ჩეხეთი, ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრა და ჩემი გოლი, რომლითაც ანგარიში 2:0 გახდა. მე ჩეხთან ერთი-ერთზე გავედი, მოვატყუე, ცარიელ კარში ბურთი შევაგორე და სიხარულისგან ალამისკენ გავიქეცი - სიხარულისგან ჭკუა დავკარგე, ისე მიხაროდა. ვერაფერს ვერ ვხვდებოდი, უბრალოდ ვიყავი ბედნიერი და მორჩა.

„სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოს ახსოვს, რომ ბარონე ცენტრიდან ჩემთან ერთად მორბოდა: რაც უფრო ვუახლოვდებოდი მეკარეს, მით უფრო მეტი სივრცე ექმნებოდა მას - სიმონე ცარიელი კარის წინ მარტო იდგა. ჩეხმა კი გარისკა და მთელი კონცენტრაცია ჩემზე გადმოიტანა. ჩემგან მარჯვნივ მყოფ სიმონეს თვალი მოვკარი, პასის იმიტაციაც კი გავაკეთე, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ ჩეხი მომეტყუებინა - ის გვერდით გადაიხარა, მე კი მეორე მხარეს წავედი. როგორც ჩანს, სიმონეს საერთოდ არ სწყენია - ის იყო პირველი, ვინც გოლი მომილოცა.

ამაზე არავის ულაპარაკია იმ დროს, როცა გასახდელში დავბრუნდით - ძალიან დაღლილები ვიყავით იმისთვის, რომ გველაპარაკა. დაღლილები და კმაყოფილები. მაგრამ, მეორე დღიდანვე, ჩემთვის მშვიდი ცხოვრება დასრულდა. მისალმების შემდეგ, პირველი სიტყვები იყო: „პასი უნდა გაგეკეთებინა, არა?“ - ისმოდა სიცილნარევად. ვარჯიშის დროს, ყველაფერი კიდევ უფრო უარესი, მაგრამ უნდა ვაღიარო, სასაცილო იყო. კვადრატს ვთამაშობდით და როცა ბურთს მე ვიღებდი, ყველა სიცილით მიყვიროდა: „პიპო, სიმონეს მიეცი პასი...“ უკვე სავარჯიშო მატჩი იწყებოდა, ისინი კი აგრძელებდნენ: „პიპო, სიმონეს დაუგორე...“ ვარიანტი უამრავი იყო. მაგიდასთან, მარილის თაობაზე: „პიპო, სიმონეს გადააწოდე...“ ვიღაცა გაცივდა: „არაუშავს, ჩაივლის. ზუსტად ისე, როგორც ის პასი სიმონეზე.“ რთულ მომენტში, როცა ზეწოლა გადამეტებული იყო, კანავარო დაძაბულობას ხსნიდა და ხვალინდელი დღის იმედს გვისახავდა: „მოდით დაველოდოთ, როგორ ჩაივლის ყველაფერი. როგორც ის პასი სიმონეზე.“ იმ მომენტებშიც კი, როცა ვიღაცას მისტერთან ჰქონდა სალაპარაკო და მას ვერ პოულობდა:

-    „უკაცრავად, ლიპი ხომ არ გინახავთ?“
-    „მან აქ დიდი ხნის წინ ჩაიარა“
-    „სიმონეზე გაკეთებული პასივით ჩაიარა?“

1/8-ფინალი. იტალია - ჩეხეთი (1:0)

ყვება ჯანლუიჯი ბუფონი:

„სახლში წასვლაც არ მინდოდა, გერმანიაში ისე კარგად ვიყავი. განსაკუთრბეით მას შემდეგ, რაც მერვედფინალში გავედით. თავში მხოლოდ სასიამოვნო ფიქრები მიტრიალებდა. ვგრძნობდი, რომ რაღაც მოხდება და ეს მართლაც მოხდა. ავსტრალიასთან მატჩის 50-ე წუთზე, არბიტრის სასტვენი გავიგე და დავინახე, როგორ უჩვენებდა ის მატერაცის წითელ ბარათს. ღმერთო ჩემო, გაძევება. შეგინება მინდოდა, მაგრამ თავი შევიკავე - ეს არაფერს შეცვლიდა და ისედაც რთულ სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებდა. გონზე მოსასვლელად მხოლოდ ერთი გზა არსებობდა - თავიდან მოშორება იმ ნეგატიური ენერგიის და მისი შემობრუნება დადებითისკენ. ან კიდევ, გადაუშალო გული გუნდში ვინმე სტატუსიან ფეხბურთელს, რომელიც მოგისმენს, ან ყოველ შემთხვევაში გაფიქრებინებს მაინც, რომ გისმენს. ჩემს წინ - პოზიციის გამო, მაღალი სტატუსის მქონე ფაბიო კანავარო იდგა, დაცვის ცენტრში და მე მას დავეტაკე: „ფაბიო, ჯანდაბა!“

-    „რა მოხდა, ჯიჯი?“
-    „სახლში არ მინდა დაბრუნება, გესმის?! არ მინდა სახლში დაბრუნება!!“
-    „კარგი, ჯიჯი“
-    „არა, კარგი არა. სერიოზულად ვამბობ, გაიგე შენ? მე აქ მინდა დარჩენა, სახლში საკეთებელი არაფერია. ზღვაზე წასვლა ივლისის შუა რიცხვებშიც შეიძლება!“
-    „კარგი, ჯიჯი“
-    „არა, შენ ჯერ კიდევ ვერ გაიგე. მპასუხობ ისე, თითქოს ვიღაც იდიოტი ვიყო, მაგრამ მე საერთოდაც არ ვხუმრობ. ისევე ხომ არ დავასრულებთ, როგორც კორეაში?“

ამ სიტყვებმა ფაბიოზე იმოქმედა. შუა თამაშისას, ვარდნებისა და პასების შემდეგ, ის ჩემსკენ ტრიალდებოდა და მპასუხობდა. მე, კარში, მცველების ზურგს უკან, მეტი დრო მქონდა და უფრო მეტი ფიქრის საშუალებაც მეძლეოდა. ის კი, საჯარიმოს ხაზთან მოირბენდა და მპასუხობდა: „ნახავ, ეს არ მოხდება.“ მის საუბარს არეული სუნთქვაც კი ხელს უშლიდა.

-    „ასე არ უნდა იყოს. ჩვენ იტალია ვართ და ასე არ უნდა დავასრულოთ. ფაბიო. ფაბიოოოოოოოოოო!!!!“
-    „ერთი წამი, ჯიჯი. საქმეები მაქვს.“

ის გარბოდა. მიდიოდა, რათა ვიდუკასთვის კართან მოახლოვებაში ხელი შეეშალა და უილკშრისთვის ბურთი წაერთვა. შემდეგ კი, ბრუნდებოდა, მე კი წუწუნს ვაგრძელებდი:

-    „ფაბიო, ჩვენ ხომ დავრჩებით.“
-    „რა თქმა უნდა, ჯიჯი, ოღონდ ამომასუნთქე.“

ანგარიში არ იცვლებოდა - 0:0. გოლის გაშვების რისკი იყო და დამატებითი დროის იმედი მქონდა. კანავაროს მთელი 40 წუთი ვაწვალებდი. 95-ე წუთზე კი ტოტიმ პენალტი გაიტანა და მეოთხედფინალში გაგვიყვანა. იმ მომენტიდან, ჩემი დიალოგი კაპიტანთან გრძელდებოდა. მე ბევრს ვსაუბრობდი კორეაზე, ძალიან მეშინოდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატიდან ისევე გავვარდებოდით, როგორც ეს 2002-ში გავაკეთეთ, ასეთი ვარიანტი ძალიან მაღალი ალბათობის მეჩვენებოდა.

-    „ჯიჯი, ხომ ხედავ - სახლში არ მივდივართ. დუისბურგში ვბრუნდებით, თავგადასავალი გრძელდება.“

1/4-ფინალი. იტალია - უკრაინა (3:0)

ყვება სიმონე პეროტა:

„როცა ზეწოლამ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია, მე ტელევიზორი დენიდან გამოვაერთე. მას შემდეგ, რაც მეოთხედფინალში უკრაინა დავამარცხეთ და ჰამბურგი დავტოვეთ, ვცდილობდი დამესვენა. მინდოდა, ტელევიზორის პულტი ისე შორს გადამეგდო, რომ შემთხვევით ისევ ჩემს ხელში არ აღმოჩენილიყო. ამ ბუნტის მიზეზი საკუთარი თავის დაცვა იყო. ჩვენს ბაზაზე მხოლოდ იტალიური არხები გადიოდა - Sky, Rai, Mediaset - რაც უფრო შორს გავდიოდით ტურნირზე, მით უფრო მეტს საუბრობდნენ ჩვენზე და ეს ნორმალურიცაა. სასიამოვნო იყო ჩვენს მოგებებზე სიუჟეტის მოსმენა და იმის გაგება, რომ სკეპტიკოსებიც კი იწყებდნენ აღიარებას, რომ ამ ტურნირის მოგება შეგვეძლო. მაგრამ, ყველაზე მეტად მომხიბლა იმ სანახაობამ, როცა ვნახე, როგორ აღნიშნავდნენ ჩვენს მოგებებს იტალიის სხვადასხვა ქალაქებში. მივხვდი, რომ ჩვენზე უდიდესი ზეწოლა იყო: იძულებულები ვიყავით, ჩვენი ხალხისთვის სიხარული მოგვეტანა. ეს ამავდროულად ძალიან მაღელვებდა კიდეც. ასეთი ზეწოლა არასდროს მიგრძვნია - იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მხრებზე მთელი ქვეყნის ტვირთი მედო. იტალიის განწყობა სრულიად ჩვენ თამაშზე იყო დამოკიდებული - გაშვებული გოლიც კი შეიძლება გადაზრდილიყო მამაკაცების, ბავშვების და ქალების ისტერიკაში. ასეთი უსიამოვნო ფიქრები თავს არ მანენებდა, ამიტომ თავის დაცვა ვცადე და სასტუმროს თანამშრომლებს ვთხოვე, რომ ამიერიდან, ჩემს ნომერში ტელევიზორი სულ გამორთული უნდა ყოფილიყო. მუდმივად!“

½-ფინალი. გერმანია - იტალია (0:2 - დამატებით დროში)

იხსენებს ფაბიო კანავარო: „როცა დორტმუნდში მოედანზე გავედით, როგორც წესია, ცენტრალური ტრიბუნის წინაშე დავდექით. შემდეგ, მეტოქეებს მივესალმეთ, ესეც ჩვეულებრივი რიტუალია. გერმანელები ადგილზე დარჩნენ, ჩვენ კი გვერდზე ჩავუარეთ და ყველას ხელი ჩამოვართვით. თვალებში არავინ მიყურებდა, ყველა ქვემოთ იყრებოდა. მათ ეშინოდათ, ძალიან ეშინოდათ. მაშინ ვიფიქრე: „მამა მია, რამხელები არიან...“ თუმცა, რამდენიმე წამში უკვე ვიცინოდი: „წარმოიდგინეთ, რამხელა მასა იქნება, თუ ისინი ჩაისვრიან...“ მაშინვე ბუფონთან გავიქეცი.

-    „ჯიჯი!“
-    „რა გინდა, ფაბიო?“
-    „საქმე შესრულებულია“
-    „რა საქმე?“
-    „ჩვენ უკვე მოვიგეთ“
-    „რეებს იძახი?“
-    „ისინი თვალებში არ გვიყურებენ, ეშინიათ!“
-    „რა სულელი ხარ“

შეიძლება სულელი ვარ, მაგრამ ჩვენ მოვიგეთ სტადიონზე, რომელზეც გერმანიას არასდროს წაუგია. ჩვენ მათი თილისმა გავანადგურეთ.

„შესანიშნავი იყო - ასეთ მატჩში უბრალოდ მონაწილეობაც კი, თან მათ სახლშივე მოგება. ვერ აღვწერ სიტყვებით იმას, რას ვგრძნობ. ბევრს მაკრიტიკებდნენ, მაგრამ დღეს დავამტკიცე, რომ ჩემი სურვილი ვერავისას ვერ შეედრება.“ - იხსენებდა დელ პიერო ნახევარფინალის შემდეგ, რომელშიც გოლით გამოიჩინა თავი.

ჯანლუკა ძამბროტა:

„რა შოუ მოაწყო მწვრთნელმა ნახევარფინალში გერმანიის დამარცხების შემდეგ, მეორე დღეს. მან სიტყვა შეასრულა! ეს იყო ნამდვილად თეატრალური წარდგენა. ტურნირის მასპინძლების წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინა დღეს, მან თქვა:

-    „ბიჭებო, გამოაგდეთ ეს ფრიცები და მე ამას გავაკეთებ.“
-    „თქვით, რომ იფიცებით, მისტერ“.
-    „გეფიცებით, გავაკეთებ - ჩვენს ბაზაზე მდებარე ჭაში ჩავხტები.“

თუმცა, „ჭა“ - ხმამაღალი ნათქვამია. ეს უფრო დიდი გუბე იყო, რომელშიც ცოტა თევზიც დაცურავდა.

ისტორიის შიდა ისტორიის გმირები გროსო და დელ პიერო გახდნენ. მათ გაუტანეს გერმანელებს, 2:0 მოვიგეთ და ასე იმიტომ გვიხაროდა, რომ ვიცოდით, დუისბურგში დაბრუნებისას რაც გველოდა. გვიან საღამოს მივედით სახლში, დილით კი ლიპიმ მთელი გუნდი შემოიკრიბა და დაიყვირა: „მზად ვარ!“ ის ჩახტა ამ დიდ გუბეში და გაუჩინარდა, წყალი სულაც არ ყოფილა ისეთი კრისტალურად სუფთა, როგორც სარდინიის ზღვაში - ის ტალახმა შეისრუტა.“

„ღმერთო ჩემო, მას ვეღარასდროს ვნახავთ.“ ტანში ჟრუანტელმა დამიარა, თანაც არამარტო მე. თუმცა, ცრუ განგაშია. მისტერი რამდენიმე წამში, ხელში დიდი თევზით გამოჩნდა, აშკარად უკვე მკვდარი თევზით. ეს ერთი შეხედვითაც ჩანდა - ის არ მოძრაობდა, თვალებიც დახუჭული ჰქონდა. მის პირში სათევზაო მავთულიც ჩანდა, მაგრამ ლიპი ქმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს ის ხელიდან უსხლტდებოდა, უვარდებოდა, მაგრამ ის მას კვლავ იჭერდა. ბოლოს და ბოლოს, ის შემოგვიტრიალდა და ყველას გაღიმებულმა მოგვმართა: „ბიჭებო, დატკბით, მე დავამთავრე.“ შემდეგ, მან მკვდარ თევზს მიმართა: „როგორც იქნა, ჩემი ხარ. მე ნამდვილი ურჩხული დავიჭირე. თქვი შენი ბოლო სიტყვები!“

ფინალი. იტალია - საფრანგეთი (1:1, 5:3 პენალტებში)

„ის, რაც ზიდანმა ფინალში გააკეთა, აღმოჩენა ჩემთვის არ გამხდარა. როცა „იუვენტუსის“ მწვრთნელი ვიყავი, მან მსგავსი რამ „ჰამბურგის“ ფეხბურთელსაც გაუკეთა. ზიდანი - უდიდესი ფეხბურთელია, რომლის ერთი შეცდომაც მის ლეგენდარულ კარიერას ხაზს ვერ გადაუსვამს.“ - აღნიშნა მარჩელო ლიპიმ.

საფრანგეთთან მატჩში ზინედინ ზიდანი იტალიელთათავის ერთადერთი პრობლემა ნამდვილად არ ყოფილა. იქ სხვა დიდი ფეხბურთელებიც იყვნენ. ტექნიკური თვალსაზრისით, საფრანგეთის ნაკრები ჩვენზე გაცილებით ძლიერი იყო. ვიცოდით, რომ ზიდანი თავისი დიდების პიკზე იყო. თამაშის წინ მოვითათბირეთ, მაგრამ ზიდანის წინააღმდეგ რაღაც განსაკუთრებული სამზადისი არ გვქონია.“ - თქვა ჯენარო გატუზომ.

ერთხელ, ბუფონს ჰკითხეთ: „თქვენს კარიერაში საუკეთესო სეივად რომელს მიიჩნევთ? ალბათ იმას, რომელიც ზიდანს, 2006 წლის მუნდიალის დამატებით დროში აუღეთ?

„დიახ, ალბათ ეს ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი სეივი იყო, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ის იყო საუკეთსო... არ ვიცი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი - ნამდვილად იყო.“

ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა და პენალტების დრო მოვიდა. 

იხსენებს ფაბიო გროსო, გადამწყვეტი დარტყმის ავტორი:

„ცხრა ივლისის შემდეგ, ამ შეკითხვას (რას ფიქრობდი იქამდე, სანამ დაარტყამდი?) ყველა მისვამდა. მე არასდროს არ ვპასუხობდი, იმიტომ რომ მეც არ ვიცი, რა ვთქვა. გულწრფელი პასუხი ასეთი იქნებოდა: „ჰმ...“

ეს წარმოუდგენლად ჟღერს, მაგრამ ასეცაა. ალბათ, როცა საფრანგეთთან მატჩისას, გადამწყვეტი დარტყმის წინ ბურთს ვუყურებდი, არც არაფერზე არ ვფიქრობდი. თუ ასე არ არის, მაშინ ჩემი ფიქრები არც მახსოვს. მახარებს, რომ არ მეკითხებიან: „რა იქნებოდა, რომ ვერ გაგეტანა?“

„2006 წლის 9 ივლისს, ჭამის შემდეგ ცოტა დავიძინე, შემდეგ ვითამაშე PlayStation-ი და საღამოს მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე.“ - ანდრეა პირლოს ლეგენდარული სიტყვებია.

სახლში დაბრუნება

დიუსელდორფის აეროპორტიდან 2006 წლის 10 ივლისს გამოფრენის შემდეგ, ჩვენ რომის სიახლოვეში დავეშვით. ფრეჩე ტრიკოლორი - სამფერიანი ისრები, ბოლომდე გვახლდა და თვითმფრინავიდან ნამდვილი გმირებივით გადმოვედით. პირველი ჩვენ ვალტერ ველტრონი შეგვეგება, პალაცო კიჯიში კი პრემიერ-მინისტრი რომანო პროდი გაგვიძღვა, რის შემდეაც დაიწყო მოგზაურობა, რომელიც არ დამავიწყდება იქამდე, სანამ ცოცხალი ვარ. ორსართულიანი ავტობუსით გავემართეთ რომის ქუჩებში დიდ ცირკამდე, სადაც მილიონობით ადამიანი გველოდებოდა. ბედნიერი ადამიანების ზღვა, რომელსაც ვერც კი წარმოვიდგენდით. მარადიული სიხარული მარადიულ ქალაქში.

ტიფოზი ყველაფერს გვესროდნენ - არა პომიდვრებს, არამედ საჩუქრებს. შარფეფს, მაისურებს, წიგნებს, სათამაშოებს, დროშებს. ავტობუსის საბრალო მძღოლმა რა აღარ ნახა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან მთვრალები ვიყავით, სახლში მაინც შეძლო რაღაცის წაღება - მათი სიყვარულის. ქალების, კაცების, ბავშვების, ახალგაზრდების და მოხუცების თვალებში უსაზღვრო სიხარულს ვხედავდით. შეიძლება, ჯერ კიდევ ერთი დღის წინ, ისინი ჩხუბობდნენ, მაგრამ ნაკრებმა შერიგების მიზეზი მისცა. ეს არ იყო უბრალოდ გამარჯვებულის პროცესია, ჩვენ უფრო წინწ ავედით. ის ავტობუსი ნოეს კიდობანივით იყო, რომლის ხარჯზეც გადავრჩით არამარტო ჩვენ - გერმანიის დამმარცხებლები - არამედ ყველა, ვინც ჩვენთან ერთად იყო და მხარს გვიჭერდა.“ - იხსენებს ანდრეა ბარძალი.

„ხელმძღვანელობაში ფანტასტიკური ფეხბურთელები მყავდა. რაღაც მხრივ, კალჩოპოლის სკანდალი უფრო გაერთიანებაში დაგვეხმარა. ხშირად, კოლექტივის სიძლიერეზე საუბარი უადგილოა, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, ის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში დაგვეხმარა. გუნდი, ჯგუფი, რომელიც შესარჩევის დროს, ორი წლის მანძილზე იზრდებოდა, ყველაზე საჭირო დროს დაღვინდა და დაჭკვიანდა.“ - მარჩელო ლიპი.


 

გიორგი ჩაკვეტაძე სერკლ ბრიუგესთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

გიორგი ჩაკვეტაძე სერკლ ბრიუგესთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

ბელგიის იუპილერ ლიგის მე-9 ტურში გენტმა სერკლ ბრიუგეს უმასპინძლა და 2-1 მოუგო.

აღნიშნულ მ...

26 სექ 2021, 20:32
VIDEO: საოცნებო ქამბექი! ბარსას ახალი ათიანი ტრავმის შემდეგ ულამაზესი გოლით დაბრუნდა

VIDEO: საოცნებო ქამბექი! ბარსას ახალი ათიანი ტრავმის შემდეგ ულამაზესი გოლით დაბრუნდა

საოცნებო ქამბექი! ბარსას ახალი ათიანი ტრავმის შემდეგ გოლით დაბრუნდა.

ბარსელონა 26 სექ 2021, 20:16
VIDEO: ფატიმ 10-თვიანი ტრავმის შემდეგ დაბრუნება გოლით აღნიშნა, ბარსელონამ გამარჯვების გემო გაიხსენა

VIDEO: ფატიმ 10-თვიანი ტრავმის შემდეგ დაბრუნება გოლით აღნიშნა, ბარსელონამ გამარჯვების გემო გაიხსენა

ლა ლიგის მე-7 ტურში „ბარსელონა“ საკუთარ კედლებში „ლევანტე“ გაანადგურა.

შეხვედრა „კამპ ნოუ...

ბარსელონა 26 სექ 2021, 20:13
VIDEO: დავით ხოჭოლავამ დანიის ჩემპიონატში საგოლე გადაცემა გააკეთა

VIDEO: დავით ხოჭოლავამ დანიის ჩემპიონატში საგოლე გადაცემა გააკეთა

დანიის ჩემპიონატის მე-10 ტურში ნორდსიელანდი საკუთარ მოედანზე კოპენჰაგენთან 1-5 განადგურდა.

<...

საქართველო 26 სექ 2021, 19:56
VIDEO: ევროპის ჩემპიონმა გაილაღა! მანუელ ლოკატელის პირველი გოლი და ასისტი იუვენტუსის მაისურით

VIDEO: ევროპის ჩემპიონმა გაილაღა! მანუელ ლოკატელის პირველი გოლი და ასისტი იუვენტუსის მაისურით

მანუელ ლოკატელიმ „სამპდორიასთან" მატჩში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

იუვენტუსი 26 სექ 2021, 19:45
VIDEO: ჩაკვეტაძის ბრწყინვალე თამაში - გიორგიმ ბელგიაში საგოლე პასი გააკეთა

VIDEO: ჩაკვეტაძის ბრწყინვალე თამაში - გიორგიმ ბელგიაში საგოლე პასი გააკეთა

ბელგიის ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩში გენტი სერკლ ბრიუგეს 2-1 უგებს.

გენტის შემადგენლობიდ...

საქართველო 26 სექ 2021, 19:37
VIDEO: სამპდორიასთან მატჩში დიბალამ მოედანი ატირებულმა დატოვა

VIDEO: სამპდორიასთან მატჩში დიბალამ მოედანი ატირებულმა დატოვა

„სამპდორიასთან“ მატჩში მიღებული ტრავმა პაულო დიბალამ ძალიან განიცადა.

იუვენტუსი 26 სექ 2021, 19:33
VIDEO: ლუკ დე იონგმა ბარსელონას მაისურით სადებიუტო გოლი შეაგდო

VIDEO: ლუკ დე იონგმა ბარსელონას მაისურით სადებიუტო გოლი შეაგდო

ჰოლანდიელმა ფორვარდმა ლუკ დე იონგმა „ბარსელონას“ მაისურით სადებიუტო გოლი „ლევანტეს“ კარში გაიტანა...

ბარსელონა 26 სექ 2021, 19:30
ხელფასის შემცირება გარდაუვალია — ბარსელონა დემბელეს ახალი კონტრაქტის ორ ვარიანტს სთავაზობს

ხელფასის შემცირება გარდაუვალია — ბარსელონა დემბელეს ახალი კონტრაქტის ორ ვარიანტს სთავაზობს

"ბარსელონა" თავდამსხმელ უსმან დემბელესთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობას აგრძელებს, რომელი...

ბარსელონა 26 სექ 2021, 17:38
"ნამდვილად ვერ ითამაშებენ", - იუვენტუსი ჩელსისთან მატჩს უდიდესი დანაკლისით ხვდება

"ნამდვილად ვერ ითამაშებენ", - იუვენტუსი ჩელსისთან მატჩს უდიდესი დანაკლისით ხვდება

"იუვენტუსის" თავდამსხმელები, პაულო დიბალა და ალვარო მორატა სერია ა-ს მე-6 ტურში "სამპდორიასთან" (...

იუვენტუსი 26 სექ 2021, 17:33
რუდიგერი ჩელსის ვერ უთანხმდება — მისი შეძენა ბაიერნს უნდა, მაგრამ თავად რეალში გადასვლა სურს

რუდიგერი ჩელსის ვერ უთანხმდება — მისი შეძენა ბაიერნს უნდა, მაგრამ თავად რეალში გადასვლა სურს

"ჩელსის" ცენტრალურმა მცველმა, ანტონიო რუდიგერმა ზაფხულში შესაძლოა ლონდონური კლუბი დატოვოს, იტყობი...

ჩელსი 26 სექ 2021, 17:25
"მე პასს არ მაძლევს", - მბაპემ გუშინდელი მატჩის მიმდინარეობისას თანაგუნდელს ნეიმარზე შესჩივლა

"მე პასს არ მაძლევს", - მბაპემ გუშინდელი მატჩის მიმდინარეობისას თანაგუნდელს ნეიმარზე შესჩივლა

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ ლიგა 1-ის მე-8 ტურში "მონპელიესთან" (2:0) გამართულ მატჩში ნე...

პსჟ 26 სექ 2021, 17:15
ოფიციალურად: სამირ ნასრიმ კარიერის დასრულება დაადასტურა

ოფიციალურად: სამირ ნასრიმ კარიერის დასრულება დაადასტურა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ს...

საფრანგეთი 26 სექ 2021, 17:04
"კვარაცხელიას საფეხბურთო მამა ვარ, ზაფხულში დიდი ნერვიულობა გადაიტანა" - მამუკა ჯუღელი

"კვარაცხელიას საფეხბურთო მამა ვარ, ზაფხულში დიდი ნერვიულობა გადაიტანა" - მამუკა ჯუღელი

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებით, ზაფხულში ქართველმა ფეხბურთელმა დიდი ფსიქო...

საქართველო 26 სექ 2021, 17:00
"ჩემზე იმედგაცრუებული არავინაა", - ბრუნო ფერნანდეში გაფუჭებული პენალტისა და მარცხის შემდეგ

"ჩემზე იმედგაცრუებული არავინაა", - ბრუნო ფერნანდეში გაფუჭებული პენალტისა და მარცხის შემდეგ

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა "ასტონ ვილასთან" (0:1) მარცხის შემდეგ კლ...

მანჩესტერ იუნაიტედი 26 სექ 2021, 16:55
VIDEO: იუვე ფორმაში შედის — ტურინულმა გრანდმა უხვგოლიან მატჩში სამპდორიას მოუგო

VIDEO: იუვე ფორმაში შედის — ტურინულმა გრანდმა უხვგოლიან მატჩში სამპდორიას მოუგო

იტალიის ჩემპიონატის მე-6 ტურის ეგიდით, ტურინის "იუვენტუსმა" შინაურ კედლებში "სამპდორიას" უმასპინძ...

იუვენტუსი 26 სექ 2021, 16:42