ბალოტელი ფსკერის გახვრეტას აგრძელებს - სუპერმარიოს მორიგი ახალი და უცნაური კლუბი

07 ივლ 2021, 18:44
ბალოტელი ფსკერის გახვრეტას აგრძელებს - სუპერმარიოს მორიგი ახალი და უცნაური კლუბი

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, მარიო ბალოტელის ახალი გუნდი ცნობილია. "სკუადრა აძურას" ექს-ფორვარდი კარიერას "ადანა დემირსპორში" გააგრძელებს.

რა ვიცით თურქული კლუბის შესახებ? გასული სეზონი "ლურჯებმა" გაატარეს პირველ დივიზიონში, სადაც დაიკავეს პირველი ადგილი, რითაც ისინი სუპერ ლიგაში აღზევდნენ.

შეგახსენებთ, რომ "ადანაში" გადასვლამდე, "მანჩესტერ სიტის" ყოფილი შემტევი თამაშობდა სერია ბ-ს ბინადარ "მონცაში", იქამდე კი "ბრეშიაში".

ამის გარდა, აპენინელ სტრაიკერს სხვადასხვა დროს უთამაშია "ლივერპულში", "ინტერში", "მილანში", "მარსელსა" და "ნიცაში".

გასული დეკადის დასაწყისში სუპერმარიოს აქტიურად იძახებდნენ ეროვნულ ნაკრებში, რომელთან ერთადაც ის ევრო 2012-ის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ვინ დასახელდა იტალია - ესპანეთის ნახევარფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად?