"ნეფტჩის ეყოლება მხოლოდ ერთი განაპირა მცველი, თუმცა დინამოსთან მოსაგებად ეს საკმარისია", - აზერბაიჯანული პრესა

05 ივლ 2021, 12:54
"ნეფტჩის ეყოლება მხოლოდ ერთი განაპირა მცველი, თუმცა დინამოსთან მოსაგებად ეს საკმარისია", - აზერბაიჯანული პრესა

7 ივლისს, ჩვენი დროით 20:00 საათზე გაიმართება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდი, რომელშიც მონაწილეობას თბილისის "დინამო" იღებს.

ქართული კლუბის მოწინააღმდეგე არის ბაქოს "ნეფტჩი" და უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანული პრესა საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი.

Azerisport-ი "ლურჯ-თეთრებთან" მოახლოებული შეხვედრის შესახებ წერს - "ნეფტჩი განიცდის საკადრო პრობლემებს, გუნდის განკარგულებაში მხოლოდ 4 მცველია.

განაპირა აქედან არის მხოლოდ ერთი, რაც ნიშნავს იმას, რომ ბაქოელთა უკანახაზში იდგებიან ვინგერები კავალი ან არამიში.

გუნდს სხვა პოზიციებზეც სჭირდება გაძლიერება, თუმცა არსებული რესურსი დინამოს ბარიერის გადასალახად მაინც საკმარისი უნდა იყოს".

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩს უმასპინძლებს კახაბერ ცხადაძის გუნდი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, საპასუხო თამაში ერთი კვირის შემდეგ გაიმართება.

nukri.dzgibashvili@yahoo.com
ტოპ კომენტარი
0
05 ივლ 2021, 22:42
სირცხვილი შენ რომან რო მიუხედავად პრობლემებში მყოფი ნეფჩი მაინც დინამოს დამარცხებას გეგმავს,სირცხვილი შენი რომ დინამო ასე გაწირე....