მილანმა და ნაპოლიმ თვალი შალკეს ნახევარმცველს დაადგეს

07 ივნ 2021, 12:40
მილანმა და ნაპოლიმ თვალი შალკეს ნახევარმცველს დაადგეს

"შალკეს" ნახევარმცველმა, ამინ ჰარიტმა კარიერა შეიძლება იტალიაში გააგრძელოს, წერს Foot Mercato.

გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის მაროკოელით "მილანი" და "ნაპოლი" ინტერესდებიან.

როგორც აღინიშნება, გელზერკირხენელები მზად არიან ფეხბურთელი 10 მილიონ ევროდ გაუშვან.

2020/21 წლების სეზონში ჰარიტმა "შალკეს" მაისურით 31 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასი გააკეთა.