EXCLUSIVE: მალე შეკრებას დატოვებს - კვარაცხელია ნაკრებს ივნისის მატჩებში ვერ დაეხმარება

28 მაი 2021, 12:57
EXCLUSIVE: მალე შეკრებას დატოვებს - კვარაცხელია ნაკრებს ივნისის მატჩებში ვერ დაეხმარება

საქართველოს ნაკრებს ივნისის ამხანაგურ მატჩებში ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება.

GOAL.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების შეკრებას უახლოეს დღეებში დატოვებს, თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი ტრავმის გამო არ ხდება - ამ ყველაფერის თავი და თავი 20 წლის ნახევარმცველის შესაძლო ტრანსფერია, რომელიც მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაშია და მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ ამის ფონზე, ამხანაგურ შეხვედრებში გარისკვა მიზანშეწონილი არ არის.

საქართველოს ნაკრები ივნისის შეკრებაზე 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს: 2 ივნისს რუმინეთში, ხოლო 6 ივნისს ნიდერლანდებში ადგილობრივი ნაკრებების წინააღმდეგ.

რაც შეეხება კვარაცხელიას მომავალს, მის სახელს თითქმის ყოველდღიურად ახალ ევროპულ გუნდებს უკავშირებენ. საქმე იმდენად სერიოზულადაა, რომ რუბინმა მის პოზიციაზე მონტენეგროელი ფეხბურთელიც კი მიიყვანა, რომლის ტრანსფერი 6 მილიონი ევრო დაუჯდა.

საქართველოს ნაკრების 20 წლის ნახევარმცველის მომავალს ამ მომენტში ლიდს იუნაიტედს, მილანს, იუვენტუსსა და სევილიას უკავშირებენ.

ოფიციალურად - რუბინმა ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელი დაიმატა

"წერდნენ, სამშობლო გაყიდეო, მეცინებოდა" - ჯიქიამ ქართველები გაიხსენა