ევროპა ლიგის ფინალი - წყვილი, რომელმაც 360 წუთის მანძილზე ერთმანეთს გოლი ვერ გაუტანა

26 მაი 2021, 10:21
ევროპა ლიგის ფინალი - წყვილი, რომელმაც 360 წუთის მანძილზე ერთმანეთს გოლი ვერ გაუტანა

დღეს, ჩვენი დროით 23:00 საათზე გაიმართება ევროპა ლიგის ფინალი "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ვილიარეალს" შორის. განვიხილოთ ყველაფერი საინტერესო და დამაინტრიგებელი "ენერგა გდანსკის" სტადიონზე გასამართი მატჩის წინ. მოკლედ, დღეს, ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის სეზონის დახურვაა.

განვლილი გზა

"წითელი ეშმაკები" ევროპა ლიგაზე მოვიდნენ ჩემპიონთა ლიგიდან, სადაც მათი მოწინააღმდეგეები ჯგუფურ ეტაპზე იყვნენ "პარი სენ-ჟერმენი", "ლაიფციგი" და "ისტანბულ ბაშაქშეხირი". არსებობს მოსაზრება, "მანკუნიანელებს" მეტი სტაბილურობა რომ გამოეჩინათ, ეს გუნდი აღმოჩნდებოდა ჩემპიონთა ლიგის წამყვან ბატალიებში.

რაც შეეხება ევროპა ლიგის პლეი-ოფებს, "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებმა დაამარცხეს "მილანი", "რომა", "რეალ სოსიედადი" და "გრანადა". როგორც ვხედავთ, ოლე-გუნარ სოლსკიაერის გუნდმა ლა ლიგისა და სერია ა-ს მკვიდრებს ნამდვილი ომი გამოუცხადა, წინ კი პრიმერას კიდევ ერთი წარმომადგენელია.

ვალენსიელები, მანჩესტერელებისგან განსხვავებით თავიდანვე ევროპა ლიგაზე იყვნენ. ჯგუფურ ეტაპზე გადალახული იქნა თელ ავივის "მაკაბის", "სივასპორისა" და "ყარაბახის" ბარიერი. რაც შეეხება პლეი-ოფს: ლონდონის "არსენალი", კიევის "დინამო", "რედ ბულ ზალცბურგი" და ზაგრების "დინამო".

სავარაუდო შემადგენლობა და დანაკლისი

"იუნაიტედს" ტრავმის გამო დააკლდება სამი ფეხბურთელი - ჰარი მაგუაირი, ანტონი მარსიალი და ფილ ჯონსი. დაზარალებულთა სამეული ჰყავს "სუბმარინასაც": სამუელ ჩუკვუეზე, ვისენტე იბორა და ხუან ფოიტი. "ეშმაკუნებისა" და ესპანელების სავარაუდო 11-ეულები ასეთია:

მანჩესტერი - დე ხეა, ლინდელოფი, ტუანზებე, შოუ, უან-ბისაკა, მაქტომინაი, ფრედი, პოგბა, ბრუნო, რაშფორდი, კავანი

ვილიარეალი - რული, ალბიოლი, ტორესი, გასპარი, პედრასა, პარეხო, კაპუიე, ტრიგეროსი, გომესი, მორენო, ბაკა

ურთიერთშეხვედრები

ყველაზე საინტერესო გრაფა "იუნაიტედისა" და ვალენსიელების დაპირისპირებაში. თავად განსაჯეთ - ოთხი შეხვედრა, ოთხი ფრე, თანაც ყველა ანგარიშით 0:0. დიახ, "ეშმაკუნები" და "სუბმარინა" ერთმანეთს 360 წუთის მანძილზე გოლს ვერ უტანენ. იმედი გვაქვს, რომ დღეს, ნავსი გატყდება.

"მანკუნიანელები" და "ყვითელი წყალქვეშანავი" ორჯერ იყვნენ განთესილები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთად (2005/2006, 2008/2009). ინგლისელებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია პირველი შემთხვევა, რადგან მანუელ პელეგრინის გუნდთან ქულების დაკარგვა სერ ალექს ფერგიუსონს ჯგუფში ჩარჩენად დაუჯდა.

ევროპა ლიგაზე დაფიქსირებული შედეგი

"ოლდ ტრაფორდის" ბინადრებს აქვთ აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობის საკმაოდ დიდი გამოცდილება. 2017 წელს, მათი მსვლელობა დასრულდა ჩემპიონობით, 1965 (ჯერ კიდევ ბაზრობათა თასი) და 2020 წლებში კი "მანჩესტერი" აღნიშნული ტურნირის 1/2 ფინალამდე მივიდა.

"ესტადიო დე ლა სერამიკას" ბინადრები არასდროს ყოფილან ევროპა ლიგის, უეფას თასისა და ბაზრობათა თასის გამარჯვებულებს შორის. თავისი საუკეთესო შედეგი "ვილიარეალმა" დააფიქსირა 2004, 2011 და 2016 წლებში, ამ ტურნირის 1/2 ფინალში გასვლით. როგორც ვხედავთ, ეს გუნდი თავის ისტორიას ახლა წერს.

Goal.ge-ს პროგნოზი

"იუნაიტედისა" და ვალენსიელების მოტივაცია განსხვავებულია. ინგლისელებს არაფერში სჭირდებათ ევროპა ლიგის თასის მოგება, როგორც ტრამპლინი ჩემპიონთა ლიგაში, რადგან ეს გუნდი ამ ტურნირზე ისედაც ითამაშებს. "ეშმაკუნებს" ამოძრავებთ პირადი მიზნები, იგივე სოლსკიაერს სამწვრთნელო კარიერაში ტიტული ჯერ არ მოუგია.

მოგებული თასების სიმრავლის დეფიციტს განიცდის "მანკუნიანელების" უმეტესობა. "ყვითელი წყალქვეშანავის" მთავარმა ბოცმანმა, უნაი ემერიმ კი თავის მხრივ კარგად იცის, თუ რას ნიშნავს ამ ტურნირზე ტრიუმფი და ამასთან ერთად, ეს არის ამ გუნდისთვის პირველი ევროპული ტიტულისა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შანსი.

"სუბმარინას" ამბიციების მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ ნორვეგიელი დამრიგებლის მოტივაცია და "ოლდ ტრაფორდის" ბინადრების კლასი, მოწინააღმდეგის ყველა ჩანაფიქრზე მაღლა დგას. პროგნოზი: სოლსკიაერის გუნდის ჩემპიონობა, თუნდაც დამატებითი დროისა და 11-მეტრიანების გამოყენებით.

"უმჯობესია მოგონებები დარჩეს იქ, სადაც არის", - ნევილი რონალდუს მანჩესტერში დაბრუნების წინააღმდეგია

ფორლანი: "კავანისთვის არ იქნება პრობლემა კეინის ან ჰოლანდის გვერდით თამაში"

VIDEO: ლაციოს ფანები დასცინოდნენ ძანიოლოსა და დედამისს, ფეხბურთელებმა მათ უხამსი ჟესტით უპასუხა

VIDEO: ლაციოს ფანები დასცინოდნენ ძანიოლოსა და დედამისს, ფეხბურთელებმა მათ უხამსი ჟესტით უპასუხა

"რომა" - "ლაციოს" დაპირისპირებას სკანდალური ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. "არწივების" გულშემატკ...

რომა 27 სექ 2021, 13:33
ჩაკვეტაძე: "ტრავმის მიღების შიში ახლაც მეუფლება"

ჩაკვეტაძე: "ტრავმის მიღების შიში ახლაც მეუფლება"

გიორგი ჩაკვეტაძის ფორმაში დაბრუნების პროცესი გრძელდება. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა "გენტის...

საქართველო 27 სექ 2021, 13:16
რონალდუ: "მანჩესტერში არ ჩამოვსულვარ დასასვენებლად, მოტივაციის ნაკლებობას არ განვიცდი"

რონალდუ: "მანჩესტერში არ ჩამოვსულვარ დასასვენებლად, მოტივაციის ნაკლებობას არ განვიცდი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ "ეშმაკუნების" რიგებში ასპ...

მანჩესტერ იუნაიტედი 27 სექ 2021, 12:50
"16 წლის გრილიში მანჩესტერში არ გავუშვით", - მაკლიში

"16 წლის გრილიში მანჩესტერში არ გავუშვით", - მაკლიში

ბირმინგემის "ასტონ ვილას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ალექს მაკლიშმა განაცხადა, რომ წლების წინ, ...

მანჩესტერ იუნაიტედი 27 სექ 2021, 12:45
რა უთხრა ემილიანო მარტინესმა ბრუნო ფერნანდეშს პენალტის დარტყმის წინ?

რა უთხრა ემილიანო მარტინესმა ბრუნო ფერნანდეშს პენალტის დარტყმის წინ?

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" საკუთარ კედლებში წააგო ბირმინგემის "ასტონ ვილასთან", ...

მანჩესტერ იუნაიტედი 27 სექ 2021, 12:35
ოფიციალურად: დინამო თბილისმა გიორგი ჩხეტიანი ბრაგაში გაანათხოვრა

ოფიციალურად: დინამო თბილისმა გიორგი ჩხეტიანი ბრაგაში გაანათხოვრა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ თბილისის "დინამოს" მარცხენა მცველი, გიორგი ჩხეტიანი განათხოვრების წეს...

საქართველო 27 სექ 2021, 12:03
As-ი მამარდაშვილის ვალენსიურ მომავალზე: "მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს"

As-ი მამარდაშვილის ვალენსიურ მომავალზე: "მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს"

ავტორიტეტულმა და გავლენიანმა As-მა "ვალენსიას" მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს სიახლე მიუძღვნა. ესპა...

საქართველო 27 სექ 2021, 11:42
"თანამედროვე ფეხბურთში ბაიერნისკენ უფრო ვიხრები, ვიდრე ფულის მფლანგველ გრანდებისკენ", - კაპელო

"თანამედროვე ფეხბურთში ბაიერნისკენ უფრო ვიხრები, ვიდრე ფულის მფლანგველ გრანდებისკენ", - კაპელო

მადრიდის "რეალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ ისაუბრა ლიონელ მესის "პარი სენ-ჟერმე...

ბაიერნი 27 სექ 2021, 11:14
ჟოზე მოურინიომ რომაში ლუის ენრიკეს ანტი-რეკორდი გაიმეორა

ჟოზე მოურინიომ რომაში ლუის ენრიკეს ანტი-რეკორდი გაიმეორა

სერია ა-ს გასულ ტურში გაიმართა დედაქალაქური დერბი, რომელშიც "რომამ" "ლაციოსთან" ანგარიშით 2:3 წაა...

რომა 27 სექ 2021, 10:47
ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის ორი გუნდი, რომელსაც თავის ლიგაში ჯერ ქულაც არ დაუკარგავს

ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის ორი გუნდი, რომელსაც თავის ლიგაში ჯერ ქულაც არ დაუკარგავს

ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატში გუნდებმა მოასწრეს ხუთი, ექვსი და მეტი ტურის ჩატარებაც კი, ამ დროისთვის ...

პსჟ 27 სექ 2021, 10:33
რა სჭირს კვარაცხელიას - მოტივაციის ნაკლებობა თუ უბრალოდ ფორმაში შესვლის პროცესი?

რა სჭირს კვარაცხელიას - მოტივაციის ნაკლებობა თუ უბრალოდ ფორმაში შესვლის პროცესი?

რუსეთის პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში ყაზანის "რუბინი" მოსკოვის "დინამოსთან" დამარცხდა. აღნიშნულ...

საქართველო 27 სექ 2021, 10:20
"რეალზე ოცნებობდა და წინ არ გადავუდექი", - ფერგიუსონმა 2009 წელს კრიშტიანუ რონალდუს წასვლა გაიხსენა

"რეალზე ოცნებობდა და წინ არ გადავუდექი", - ფერგიუსონმა 2009 წელს კრიშტიანუ რონალდუს წასვლა გაიხსენა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ალექს ფერგიუსონმა განმარტა, თუ რატომ გაუშვა კ...

მანჩესტერ იუნაიტედი 27 სექ 2021, 00:47
VIDEO: 6-დან 6 გამარჯვება! ლუჩანო სპალეტის ნაპოლი სერიოზულ ძალად ყალიბდება

VIDEO: 6-დან 6 გამარჯვება! ლუჩანო სპალეტის ნაპოლი სერიოზულ ძალად ყალიბდება

სერია ა-ს მე-6 ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ კედლებში „კალიარი“ დაამარცხა.

შეხვედრა სტადიონ „დი...

ნაპოლი 27 სექ 2021, 00:42
VIDEO: როგორც საუკეთესო წლებში! დიმიტრი პაიეტის ულამაზესი ჯარიმა ლიგა 1-ს მატჩში

VIDEO: როგორც საუკეთესო წლებში! დიმიტრი პაიეტის ულამაზესი ჯარიმა ლიგა 1-ს მატჩში

ლიგა 1-ს მატჩში დიმიტრი პაიეტმა „ლანსის“ კარში ულამაზესი ჯარიმა გაიტანა.

...

მარსელი 27 სექ 2021, 00:03
"იტალიაში ფეხბურთი გაუმჯობესდა, მაგრამ მსაჯები - არა", - მოურინიომ რომაული დერბის წაგება რეფერის დააბრალა

"იტალიაში ფეხბურთი გაუმჯობესდა, მაგრამ მსაჯები - არა", - მოურინიომ რომაული დერბის წაგება რეფერის დააბრალა

ჟოზე მოურინიო თავის სტიქიაშია.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა „ლაციოსთან“ წაგებული რომაული დე...

რომა 26 სექ 2021, 23:54
VIDEO: ანსუ ფატიმ 10-თვიანი ტრავმის შემდეგ გატანილი გოლი ექიმთან ერთად აღნიშნა

VIDEO: ანსუ ფატიმ 10-თვიანი ტრავმის შემდეგ გატანილი გოლი ექიმთან ერთად აღნიშნა

როგორც იცით, „ბარსელონას“ ახალმა ათიანმა ანსუ ფატიმ 10-თვიანი ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნება 1...

ბარსელონა 26 სექ 2021, 23:14