რას წარმოადგენს, როგორ მუშაობს, ვინ ითამაშებს, ვინ წარსდგება საქართველოდან - ყველაფერი, რაც უეფას ახალ ტურნირზე, კონფერენც ლიგაზე უნდა ვიცოდეთ

25 მაი 2021, 10:42
რას წარმოადგენს, როგორ მუშაობს, ვინ ითამაშებს, ვინ წარსდგება საქართველოდან - ყველაფერი, რაც უეფას ახალ ტურნირზე, კონფერენც ლიგაზე უნდა ვიცოდეთ

2021/22-სეზონიდან, სტარტს აიღებს უეფას ახალი ტურნირი, უეფას კონფერენც ლიგა.

ევროპა ლიგა შემცირდა და 48 გუნდის ნაცვლად 32-გუნდიანი გახდა, რის გამოც, უეფამ მესამე ევროტურნირი წარადგინა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის ფორმატში გაიმართება.

რა არის კონფერენც ლიგა?

ევროპული კონფერენც ლიგა არის უეფას მესამე ტურნირი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის მსგავსად, ევროპული გუნდები გათამაშება იქნება.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის ფორმატები დაკომპლექტებულია, უეფამ გადაწყვიტა დააარსოს მესამე ტურნირი, რომელიც შანსს ამ ორ ტურნირზე ვერ მოხვედრილ გუნდებს მისცემს. 

ვინ ითამაშებს უეფას კონფერენც ლიგას? 

ევროპის ტოპ-ჩემპიონატებიდან, ლა ლიგიდან, სერია ა-დან, პრემიერ ლიგიდან, ბუნდესლიგიდან და ლიგა 1-დან, ამ ტურნირზე თითო გუნდი გავა (მეშვიდეადგილოსანი). ქვეყნებს, რომელთა ჩემპიონატებიც უეფას რეიტინგში 6-15 ადგილს იკავებენ, ამ ტურნირზე ორ-ორი გუნდი ეყოლებათ, 16-50 ადგილებზე მყოფი ქვეყნები კი ამ გათამაშებაში 3 გუნდით წარსდგებიან.

3 გუნდი ეყოლებათ ასევე 51-55 ადგილებზე მყოფ ქვეყნებსაც.

კონფერენც ლიგა იქნება 32-გუნდიანი ტურნირი, რომლის ჯგუფური ეტაპის დაწყებამდეც გაიმართება 3-რაუნდიანი პლეი-ოფი და კვალიფიკაციის ფინალი. გუნდებ, რომლებიც პლეი-ოფს მოიგებენ, ჯგუფურ ეტაპზე გაინაღდებენ ადგილს, ისევე, როგორც ისინი, ვინც ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო პლეი-ოფში დამარცხდება.

ჯამში, ჩვენ ვიხილავთ ჩვენთვის კარგად ნაცნობ 8 ჯგუფს, რომელშიც 4-4 გუნდი იქნება განაწილებული. 

როგორ აისახება ქართულ გუნდებზე და ვინ ითამაშებს?

პირველ საკვალიფიკაციო ეტაპში მონაწილეობას მიიღებს 70 გუნდი: 32-55 რეიტინგში მყოფი ქვეყნების თასის 24 გამარჯვებული

რეიტინგში 30-55 ადგილზე მყოფი ქვეყნების შიდა ჩემპიონატის 25-ვიცე ჩემპიონი

რეიტინგში 29-50 ადგილებში მყოფი ქვეყნების 21-მესამეადგილოსანი

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო სწორედ ამ სარანგო კატეგორიაში ხვდება, ჩვენი ქვეყნიდან კონფერენც ლიგაზე გასვლის შანსს სამი გუნდი მიიღებს. წელს იქნებიან: „გაგრა“ (თასის გამარჯვებული), „დინამო ბათუმი“ (მეორეადგილოსანი) და „გორის დილა“ (მესამეადგილოსანი).

სამივე ეს გუნდი ტურნირზე გასვლას პირველივე საკვალიფიკაციო რაუნდიდან შეეცდება. საინტერესოა, რომ „გაგრა“ არის ერთადერთი გუნდი ამ სეზონის კონფერენც ლიგაზე, რომელიც თავისი ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში არ ასპარეზობს.

ტოპ-ჩემპიონატების გუნდებიდან, ვინ ითამაშებს მომდევნო სეზონში?

ინგლისი: „ტოტენჰემი"

საფრანგეთი: „რენი“

გერმანია: „უნიონ ბერლინი“

იტალია: „რომა“

ესპანეთი: „ვილიარეალი“.

როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი?

ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ ინაღდებს ადგილს მერვედფინალში. მეორეადგილოსნებს კი მორიგი პლეი-ოფის თამაში მოუწევთ იმ გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც ევროპა ლიგის ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავებენ და ევროპა ლიგაზე დაქვეითდებიან. შესაბამისად, 16 გუნდი 8 საგზურს გაითამაშებს და მერვედფინალებიც ასე შედგება. 

თამაშები ტრადიციულად, ორმატჩიან ფორმატში გაიმართება, გარდა ერთმატჩიანი ფინალია. უეფას კონფერენც ლიგის გამარჯვებულს მომდევნო სეზონის ევროპა ლიგაზე ექნება მონაწილეობა განაღდებული.

ტურნირის პირველი ფინალი 2022 წლის 25 მაისს, ალბანეთის ქალაქ ტირანაში გაიმართება.

როდის გაიმართება მატჩები?

ისევე, როგორც ევროპა ლიგა, კონფერენც ლიგაც ხუთშაბათობით შედგება. თამაშები კი ცენტრალური ევროპის დროით 18:45 და 21:00 საათებზე გაიმართება.
 

 
VIDEO: 93-ე წუთზე გაფუჭებული პენალტი და მოულოდნელი მარცხი ოლდ ტრაფორდზე — მანჩესტერმა ასტონ ვილასთან წააგო

VIDEO: 93-ე წუთზე გაფუჭებული პენალტი და მოულოდნელი მარცხი ოლდ ტრაფორდზე — მანჩესტერმა ასტონ ვილასთან წააგო

ინგლისის ჩემპიონატის მე-6 ტურის ეგიდით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" შინაურ კედლებში "ასტონ ვილას" უმას...

მანჩესტერ იუნაიტედი 25 სექ 2021, 17:42
VIDEO: მანჩესტერ სიტის დამსახურებული გამარჯვება — ჩელსიმ სტემფორდ ბრიჯზე კარშიც კი ვერ დაარტყა

VIDEO: მანჩესტერ სიტის დამსახურებული გამარჯვება — ჩელსიმ სტემფორდ ბრიჯზე კარშიც კი ვერ დაარტყა

ინგლისის ჩემპიონატის მე-6 ტურის ეგიდით, ლონდონის "ჩელსიმ" შინაურ კედლებში "მანჩესტერ სიტის" უმასპ...

მანჩესტერ სიტი 25 სექ 2021, 17:34
"ვიცი ჭორების შესახებ", - კუმანი ბარსელონას მთავარი მწვრთნელის პოსტიდან შესაძლო გათავისუფლებას ეხმაურება

"ვიცი ჭორების შესახებ", - კუმანი ბარსელონას მთავარი მწვრთნელის პოსტიდან შესაძლო გათავისუფლებას ეხმაურება

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა თავის შესაძლო გათავისუფლებაზე გავრცელებულ ჭორებზ...

ბარსელონა 25 სექ 2021, 17:25
ანსუ ფატი: "10 ნომერი - ეს ზეწოლაა, მაგრამ უკვე ბარსაში თამაში ნიშნავს ზეწოლის ქვეშ ყოფნას"

ანსუ ფატი: "10 ნომერი - ეს ზეწოლაა, მაგრამ უკვე ბარსაში თამაში ნიშნავს ზეწოლის ქვეშ ყოფნას"

"ბარსელონას" თავდამსხმელი, ანსუ ფატი გამოეხაურა იმ ფაქტს, რომ ამ სეზონიდან კატალონიურ გრანდში 10-...

ბარსელონა 25 სექ 2021, 17:20
კუმანი: "დავკარგეთ ფეხბურთელები, რომლებმაც ბევრი გოლის გატანა იციან, რის გამოც ვისჯებით"

კუმანი: "დავკარგეთ ფეხბურთელები, რომლებმაც ბევრი გოლის გატანა იციან, რის გამოც ვისჯებით"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა იმის შესახებ ისაუბრა, რომ ამ სეზონში მის გუნდს ც...

ბარსელონა 25 სექ 2021, 17:13
ახალი კონტრაქტი მალე გაფორმდება — დიბალა იუვენტუსის მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ხდება

ახალი კონტრაქტი მალე გაფორმდება — დიბალა იუვენტუსის მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ხდება

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, პაულო დიბალა ტურინულ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს არის...

იუვენტუსი 25 სექ 2021, 17:05
"ეს FIFA არ არის, ზედმეტი მოსდით", - მანჩესტერის ექს-ფეხბურთელმა ლინგარდი და სანჩო გააკრიტიკა

"ეს FIFA არ არის, ზედმეტი მოსდით", - მანჩესტერის ექს-ფეხბურთელმა ლინგარდი და სანჩო გააკრიტიკა

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ ინსმა "ეშმაკუნების" შემტევები...

მანჩესტერ იუნაიტედი 25 სექ 2021, 16:59
იბრაჰიმოვიჩი: "მილანში დაბრუნებისთანავე გასახდელში ვიკითხე: "ვის უთამაშია ჩემპიონთა ლიგის თუნდაც ერთ მატჩში?"

იბრაჰიმოვიჩი: "მილანში დაბრუნებისთანავე გასახდელში ვიკითხე: "ვის უთამაშია ჩემპიონთა ლიგის თუნდაც ერთ მატჩში?"

"მილანის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დაბრუნების შემდეგ კლუბში გატარებული პირველი დღეები ...

მილანი 25 სექ 2021, 16:50
კლოპმა სალაჰი ლევანდოვსკის შეადარა: "რა თქმა უნდა, მოც იმავე დონეზე ასპარეზობს"

კლოპმა სალაჰი ლევანდოვსკის შეადარა: "რა თქმა უნდა, მოც იმავე დონეზე ასპარეზობს"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გუნდის თავდამსხმელი, მოჰამედ სალაჰი "ბაიერნის" ფო...

ლივერპული 25 სექ 2021, 16:40
VIDEO: 18 წლის ნიკა ნოზაძის ეფექტური მოძრაობა ბაიერნის მატჩში

VIDEO: 18 წლის ნიკა ნოზაძის ეფექტური მოძრაობა ბაიერნის მატჩში

ჯერ კიდევ 8 ივნისს Goal.Ge-მ გაცნობათ, რომ 18 წლის ქართველი ნახევარმცველი ნიკა ნოზაძე ბაიერნის მს...

საქართველო 25 სექ 2021, 15:48
ჰაკიმი რეალიდან წასვლაზე: "ჩემი გაყიდვა კოვიდის გამო უნდოდათ, ზიდანს ამასთან საერთო არაფერი აქვს"

ჰაკიმი რეალიდან წასვლაზე: "ჩემი გაყიდვა კოვიდის გამო უნდოდათ, ზიდანს ამასთან საერთო არაფერი აქვს"

"პარი სენ ჟერმენის" მარჯვენა მცველმა, აშრაფ ჰაკიმიმ 2020 წელს მადრიდის "რეალიდან" წასვლის შესახებ...

პსჟ 25 სექ 2021, 13:27
ზენიტის რუსი მცველი: "ჩემი გოგონა ნახევრად ქართველია"

ზენიტის რუსი მცველი: "ჩემი გოგონა ნახევრად ქართველია"

ზენიტის რუსი ცენტრალური მცველის, დმიტრი ჩისტიაკოვის განცხადებით, იგი საქართველოში არაერთხელ ყოფილ...

საქართველო 25 სექ 2021, 13:26
რას ვუყუროთ დღეს? დიდი მატჩებით დახუნძლული დღე: ჩელსი - სიტი, მამარდა VS ბილბაო, ბორუსიული დერბი და სხვა

რას ვუყუროთ დღეს? დიდი მატჩებით დახუნძლული დღე: ჩელსი - სიტი, მამარდა VS ბილბაო, ბორუსიული დერბი და სხვა

დღეს, 25 სექტემბერს, ერთ-ერთი საუკეთესო სათამაშო დღე გველის, რადგან საქმეში არაერთ გრანდს ვიხილავ...

ვალენსია 25 სექ 2021, 13:17
გვარდიოლა: "ამ 3 გუნდისგან განსხვავებით, სიტის არ ჰყავს თავდამსხმელი, რომელიც სეზონში 25 გოლს გაიტანს"

გვარდიოლა: "ამ 3 გუნდისგან განსხვავებით, სიტის არ ჰყავს თავდამსხმელი, რომელიც სეზონში 25 გოლს გაიტანს"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მის გუნდში თავდამსხმელების...

მანჩესტერ სიტი 25 სექ 2021, 12:35
რეალს მბაპესთვის ბრძოლაში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა — შეიხი მანსური

რეალს მბაპესთვის ბრძოლაში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა — შეიხი მანსური

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელ კილიან მბაპესთვის ბრძოლაში "რეალს" კონკურენციას "მანჩესტერ სიტი" ...

მანჩესტერ სიტი 25 სექ 2021, 12:24
"არ გამიკვირდება, თუ 40 წლამდე ითამაშებს", - სოლსკიაერმა რონალდუს შესახებ ისაუბრა

"არ გამიკვირდება, თუ 40 წლამდე ითამაშებს", - სოლსკიაერმა რონალდუს შესახებ ისაუბრა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა გუნდის 36 წლის თავდამსხმელის, კ...

მანჩესტერ იუნაიტედი 25 სექ 2021, 12:15