ჩემპიონები და მეგოლეები - ქართველი ლეგიონერების შთამბეჭდავი სეზონი უნგრეთში

10 მაი 2021, 14:47
ჩემპიონები და მეგოლეები - ქართველი ლეგიონერების შთამბეჭდავი სეზონი უნგრეთში

უნგრეთის ჩემპიონატი დასრულდა და ახლა დროა, შევაჯამოთ აღნიშნული ქვეყნის პირველობის ქართველი ლეგიონერების მონაგარი.

NB I-ში თამაშობს ექვსი "ჯვაროსანი" და ცხადია, პირველ რიგში გამოსარჩევები არიან ჩემპიონის სტატუსის მქონე ფეხბურთელები "ფერენცვაროშიდან":

ლაშა დვალი (21 მატჩი) და გიორგი ხარაიშვილი (4 მატჩი, 1 გოლი). შეგახსენებთ, "გიოტებორგის" ყოფილი შემტევი ნახევარმცველი ბუდაპეშტში თებერვალში გადმოვიდა.

ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ბერიძე ჩემპიონობისგან აღმოჩნდნენ შორს, თუმცა ამ ორმა თავდამსხმელმა თავი კარგი შედეგიანობით დაგვამახსოვრა.

"ფეჰერვარის" ფორვარდი - 30 მატჩი, 8 გოლი, 7 ასისტი; "უიპეშტის" შემტევი - 25 მატჩი, 10 გოლი, 5 ასისტი - შთამბეჭდავია.

უნგრეთის ჩემპიონატში აგრეთვე ვაწყდებით კიდევ ორ ქართველს - ლუკა ლაკვეხელიანს (9 მატჩი) და ნოდარ ქავთარაძეს (6 მატჩი), ორივე "მეზოკოვეშდიდან". სრული სტასტიკა ასეთია:

ლაშა დვალი (ფერენცვაროში) - პირველი ადგილი, 21 მატჩი, 0 გოლი, 0 ასისტი, 1415 წუთი

გიორგი ხარაიშვილი (ფერენცვაროში) - პირველი ადგილი, 4 მატჩი, 1 გოლი, 0 ასისტი, 176 წუთი

ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი) - მე-3 ადგილი, 30 მატჩი, 8 გოლი, 7 ასისტი, 1660 წუთი

გიორგი ბერიძე (უიპეშტი) - მე-6 ადგილი, 25 მატჩი, 10 გოლი, 5 ასისტი, 1553 წუთი

ლუკა ლაკვეხელიანი (მეზოკოვეშდი) - მე-8 ადგილი, 9 მატჩი, 0 გოლი, 1 ასისტი, 657 წუთი

ნოდარ ქავთარაძე (მეზოკოვეშდი) - მე-8 ადგილი, 6 მატჩი, 0 გოლი, 0 ასისტი, 76 წუთი

აქვე დავამატებთ, რომ უნგრეთის თასის ფინალში, ბერიძის "უიპეშტმა" ზივზივაძის "ფეჰერვარი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

სეზონი გოლით დაასრულა - ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთში გაიტანა

მატჩის გმირი: ბერიძემ გუნდს დრამატულ მატჩში მოაგებინა