დღეს - ინგლისური კლასიკა, რომელმაც შესაძლოა ინგლისის ჩემპიონის ბედი ოფიციალურად გადაწყვიტოს

02 მაი 2021, 15:26
დღეს - ინგლისური კლასიკა, რომელმაც შესაძლოა ინგლისის ჩემპიონის ბედი ოფიციალურად გადაწყვიტოს

საქართველო 2 მაისს აღდგომას აღნიშნავს, მაგრამ საფეხბურთო ციებ-ცხელებაში დღეს ნამდვილად არის მატჩი, რომლისთვისაც შეიძლება შენი ცხოვრების საათნახევარი გამოყო.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ – „ლივერპული“

კვირა, 2 მაისი, 19:30 – „ოლდ ტრაფორდი“, მანჩესტერი. მთავარი არბიტრი - მაიკლ ოლივერი.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მთელი სეზონია არაერთგვარ შთაბეჭდილებას ტოვებს - თუ გუნდის თამაშსა და შედეგებზე ვილაპარაკებთ. ოლე-გუნარ სოლსკიაერის კოლექტივი ჩემპიონობის აშკარა პრეტენდენტის სტატუსის მფლობელიც იყო, თუმცა ეს ცოტა არ იყოს ხანმოკლე აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, „მან.სიტი“ ამ სეზონში ყველა ფრონტზე აშკარად უფრო ძლიერი აღმოჩნდა, მაგრამ „წითლებმა“ ინტრიგის სიკვდილში თავისი წვლილიც შეიტანეს და აუთსაიდერებთან ქულები არაერთხელ დაკარგეს. 

სწორედ „ვესტ ბრომვიჩთან“ ფრეების და „შეფილდ იუნაიტედთან“ წაგებების გამო, გუნდი ინგლისის ჩემპიონობისთვის დიდი ხანია ვერ იბრძვის და ლიდერ „სიტის“ მიეცა შანსი ჩემპიონობა საკმაოდ ადრე გაენაღდებინა. თუმცა, მანკუნიანელებს ამ სეზონში ტიტულის მოგების შანსი ჯერ კიდევ აქვთ - გუნდი ევროპა ლიგის ფინალთან ერთ ნაბიჯშია, რადგან ნახევარფინალის პირველ მატჩში „რომა“ 6:2 გაანადგურა. 

ჩემპიონთა ლიგაზე „რეალთან“ მარცხის შემდეგ, „ლივერპულისთვის“ ამ სეზონის ერთადერთ მოტივაციად ოთხეულში შესვლა დარჩა. არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ სწორედ ეს არის იურგენ კლოპის გუნდისთვის ამ კატასტროფული სეზონის გადარჩენის ერთადერთი გზა. ამ ეტაპზე, „წითლები“ 54 ქულით მე-6 პოზიციას იკავებენ.

ბოლოსწინა ტურში „ლივერპულმა“ „ლიდსთან“ გამარჯვება მატჩის მიწურულს გაუშვა ხელიდან, ამის შემდეგ კი „ნიუკასლთანაც“ იგივე ანგარიში დააფიქსირა - 1:1. თუ კლოპის კოლექტივი ქულების კარგვას გააგრძელებს, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა შეუძლებელი გახდება.

საინტერესოა, რომ დღევანდელ შეხვედრაში „ლივერპულმა“ შესაძლოა ინგლისის ჩემპიონობის საკითხი საბოლოოდ მოაგვაროს - თუ კლოპის გუნდმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ მოუგო, „სიტი“ ინგლისის ჩემპიონი ოფიციალურად გახდება.

ბუკმეიკერების აზრით, ამ მატჩს ფავორიტი პრაქტიკულად არ ჰყავს - „ლივერპულის“ მოგების კოეფიციენტი 2.65 შეადგენს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ კი - 2.70.

სავარაუდო შემადგენლობები: 

„მანჩესტერ იუნაიტედი“: ჰენდერსონი - ვან ბისაკა, ბაილი, მაგუაირი, შოუ - მაკტომინეი, ფრედი, ბრუნო - პოგბა, გრინვუდი, რაშფორდი. 

„ლივერპული“: ალლისონი - ალექსანდრ არნოლდი, ფაბინიო, კაბაკი, რობერტსონი - ალკანტარა, მილნერი, ვეინალდუმი - სალაჰი, მანე, ფირმინო.

საინტერესო ციფრები:

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლივერპულის“ წინააღმდეგ ბოლო 15 საშინაო შეხვედრიდან მხოლოდ 1 წააგო (10 მოგება და 4 ფრე) და ბოლო 8 მატჩში საერთოდ წაუგებელია. თუმცა, სტუმრად, გუნდმა ბოლო 9 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო (6 ფრ ედა 2 წაგება)

„ლივერპულმა“ პრემიერ ლიგის ბოლო 7 გასვლითი მატჩიდან 5 მოიგო - იმაზე მეტი, ვიდრე წინა 15 გასვლით მატჩში (4 მოგება, 6 ფრე, 5 წაგება). „მანჩესტერ იუნაიტედი“ კი 2018 წლის მარტის შემდეგ პირველად, ზედიზედ მეხუთე საშინაო გამარჯვებისკენ გაიწევს

თუ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დღეს „ლივერპულთან“ მატჩში მარცხს გადაურჩება, ოლე-გუნარ სოლსკიაერი თავის ყველაზე ხანგრძლივ წაუგებელ სერიას გაიმეორებს (14 მატჩი, წინა სეზონის ბოლოს).

მარკუს რაშფორდმა „ლივერპულთან“ ბოლო 4 საშინაო შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა - საპირისპირო მდგომარება აქვს რობერტო ფირმინოს, რომელმაც „იუნაიტედს“ 14 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და სადიო მანეს (11 მატჩი, 1 გოლი).
 

"კვარაცხელიას საფეხბურთო მამა ვარ, ზაფხულში დიდი ნერვიულობა გადაიტანა" - მამუკა ჯუღელი

"კვარაცხელიას საფეხბურთო მამა ვარ, ზაფხულში დიდი ნერვიულობა გადაიტანა" - მამუკა ჯუღელი

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებით, ზაფხულში ქართველმა ფეხბურთელმა დიდი ფსიქო...

საქართველო 26 სექ 2021, 17:00
ხელფასის შემცირება გარდაუვალია — ბარსელონა დემბელეს ახალი კონტრაქტის ორ ვარიანტს სთავაზობს

ხელფასის შემცირება გარდაუვალია — ბარსელონა დემბელეს ახალი კონტრაქტის ორ ვარიანტს სთავაზობს

"ბარსელონა" თავდამსხმელ უსმან დემბელესთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობას აგრძელებს, რომელი...

ბარსელონა 26 სექ 2021, 17:38
"ნამდვილად ვერ ითამაშებენ", - იუვენტუსი ჩელსისთან მატჩს უდიდესი დანაკლისით ხვდება

"ნამდვილად ვერ ითამაშებენ", - იუვენტუსი ჩელსისთან მატჩს უდიდესი დანაკლისით ხვდება

"იუვენტუსის" თავდამსხმელები, პაულო დიბალა და ალვარო მორატა სერია ა-ს მე-6 ტურში "სამპდორიასთან" (...

იუვენტუსი 26 სექ 2021, 17:33
რუდიგერი ჩელსის ვერ უთანხმდება — მისი შეძენა ბაიერნს უნდა, მაგრამ თავად რეალში გადასვლა სურს

რუდიგერი ჩელსის ვერ უთანხმდება — მისი შეძენა ბაიერნს უნდა, მაგრამ თავად რეალში გადასვლა სურს

"ჩელსის" ცენტრალურმა მცველმა, ანტონიო რუდიგერმა ზაფხულში შესაძლოა ლონდონური კლუბი დატოვოს, იტყობი...

ჩელსი 26 სექ 2021, 17:25
"მე პასს არ მაძლევს", - მბაპემ გუშინდელი მატჩის მიმდინარეობისას თანაგუნდელს ნეიმარზე შესჩივლა

"მე პასს არ მაძლევს", - მბაპემ გუშინდელი მატჩის მიმდინარეობისას თანაგუნდელს ნეიმარზე შესჩივლა

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ ლიგა 1-ის მე-8 ტურში "მონპელიესთან" (2:0) გამართულ მატჩში ნე...

პსჟ 26 სექ 2021, 17:15
ოფიციალურად: სამირ ნასრიმ კარიერის დასრულება დაადასტურა

ოფიციალურად: სამირ ნასრიმ კარიერის დასრულება დაადასტურა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ს...

საფრანგეთი 26 სექ 2021, 17:04
"ჩემზე იმედგაცრუებული არავინაა", - ბრუნო ფერნანდეში გაფუჭებული პენალტისა და მარცხის შემდეგ

"ჩემზე იმედგაცრუებული არავინაა", - ბრუნო ფერნანდეში გაფუჭებული პენალტისა და მარცხის შემდეგ

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა "ასტონ ვილასთან" (0:1) მარცხის შემდეგ კლ...

მანჩესტერ იუნაიტედი 26 სექ 2021, 16:55
VIDEO: იუვე ფორმაში შედის — ტურინულმა გრანდმა უხვგოლიან მატჩში სამპდორიას მოუგო

VIDEO: იუვე ფორმაში შედის — ტურინულმა გრანდმა უხვგოლიან მატჩში სამპდორიას მოუგო

იტალიის ჩემპიონატის მე-6 ტურის ეგიდით, ტურინის "იუვენტუსმა" შინაურ კედლებში "სამპდორიას" უმასპინძ...

იუვენტუსი 26 სექ 2021, 16:42
კლოპი: "სალაჰი ყველაზე სწრაფად მიაღწევს ლივერპულში 150-გოლიან ნიშნულს"

კლოპი: "სალაჰი ყველაზე სწრაფად მიაღწევს ლივერპულში 150-გოლიან ნიშნულს"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა პრემიერ ლიგის მე-6 ტურში "ბრენტფორდთან" (3:3) გამ...

ლივერპული 26 სექ 2021, 16:32
VIDEO: ცხრიანში "ჩააჭედა" - გიორგი მერებაშვილის ულამაზესი გოლი პოლონეთში

VIDEO: ცხრიანში "ჩააჭედა" - გიორგი მერებაშვილის ულამაზესი გოლი პოლონეთში

პოლონეთის მეორე დივიზიონის მე-10 ტურში პოდბესკიძიე რეზოვს მეორე ტაიმში 2-0 უგებს.

48-ე წუ...

საქართველო 26 სექ 2021, 16:01
პერესი რეალის გულშემატკივარს საჯაროდ დაჰპირდა, რომ მომავალ წელს მბაპეს იყიდის

პერესი რეალის გულშემატკივარს საჯაროდ დაჰპირდა, რომ მომავალ წელს მბაპეს იყიდის

"რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა თქვა, რომ მომავალ წელს "პსჟ"-ს თავდამსხმელის, კილიან მბა...

რეალ მადრიდი 26 სექ 2021, 14:22
20 ათასი ევრო ყოველთვიურად ქირაში — მესი პარიზის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში იცხოვრებს

20 ათასი ევრო ყოველთვიურად ქირაში — მესი პარიზის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში იცხოვრებს

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, ლიონელ მესი პარიზის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში თვეში 20 ათას ევრო...

პსჟ 26 სექ 2021, 14:10
ლევანდოვსკიმ დაასახელა ის 3 მწვრთნელი, რომელმაც მასზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა

ლევანდოვსკიმ დაასახელა ის 3 მწვრთნელი, რომელმაც მასზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რომელმა მწვრთნელებმა მოახდ...

ბაიერნი 26 სექ 2021, 14:00
VIDEO: "მიდი მერაბ მაგის დედა მ....ნ", - ასე ემოციურად ქომაგობდა ჭიკაძე დვალიშვილს

VIDEO: "მიდი მერაბ მაგის დედა მ....ნ", - ასე ემოციურად ქომაგობდა ჭიკაძე დვალიშვილს

ამთენიისას UFC 266-ს ივენთზე MMA-ს ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი ბრაზილიელ მარლონ მორაესს დ...

საქართველო 26 სექ 2021, 13:30
ჟორჟინიო: "2018 წელს, სანამ ჩელსიში გადავიდოდი, სიტიში გადაბარგებასთან ვიყავი ახლოს"

ჟორჟინიო: "2018 წელს, სანამ ჩელსიში გადავიდოდი, სიტიში გადაბარგებასთან ვიყავი ახლოს"

"ჩელსის" ნახევარმცველმა, ჟორჟინიომ განაცხადა, რომ "ნაპოლიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა შეეძლო....

ჩელსი 26 სექ 2021, 12:33
მოლაპარაკებებიც გაიმართა — ისკო იანვარში რეალიდან სერია ა-ს გრანდში გადავა?

მოლაპარაკებებიც გაიმართა — ისკო იანვარში რეალიდან სერია ა-ს გრანდში გადავა?

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, ისკო ალარკონმა კარიერა შესაძლოა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს....

რეალ მადრიდი 26 სექ 2021, 12:25