"ფაქტობრივად, ყველაფერი შესვენებამდე გადავწყვიტეთ", - საკა სლავიას დამარცხების შემდეგ

16 აპრ 2021, 13:19
"ფაქტობრივად, ყველაფერი შესვენებამდე გადავწყვიტეთ", - საკა სლავიას დამარცხების შემდეგ

"არსენალის" გარემარბი, ბუკაიო საკა ევროპა ლიგაზე "სლავიასთან" (4:0) საპასუხო 1/4 ფინალურ მატჩში გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილი დარჩა.

გარდა ამისა, "მეთოფეთა" ფეხბურთელმა თქვა, რომ კოლექტივი ნახევარფინალში გასვლით გახარებულია.

"ფანტასტიკურად ვითამაშეთ პირველი წუთიდან უკანასკნელ წუთამდე. ძალიან გახარებულები ვართ მომდევნო რაუნდში გასვლით".

"ვფიქრობ, ჩვენი ხასიათი გამოვავლინეთ. შეტევას ვაგრძელებდით, კარგად ვიასპარეზეთ პირველ ტაიმში და ფაქტობრივად, ყველაფერი შესვენებამდე გადავწყვიტეთ", - ციტირებს საკას სიტყვებს უეფას პრესსამსახური.