რეალი შეეცდება გააკეთოს ის, რაც 1978 წლის შემდეგ არ გაუკეთებია! როგორც იქნა, ექვსთვიანი პაუზის შემდეგ - ელ კლასიკო

10 აპრ 2021, 12:02
რეალი შეეცდება გააკეთოს ის, რაც 1978 წლის შემდეგ არ გაუკეთებია! როგორც იქნა, ექვსთვიანი პაუზის შემდეგ - ელ კლასიკო

ლა ლიგის 30-ე ტურის ეგიდით, ჩემპიონატის ლიდერის, მადრიდის „ატლეტიკოს“ ორი მთავარი მდევარი, „რეალ მადრიდი“ და „ბარსელონა“ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

შაბათი, 23:00 საათი, მადრიდი - „ალფრედო დი სტეფანოს“ სახელობის სტატუსი, არბიტრი - ხესუს ხილ მანსანო

ელ კლასიკო! თითქმის ნახევარი წელიწადია, მთავარი ესპანური გრანდების ბრძოლა არ გვინახავს და ცოტა არ იყოს მოგვენატრა. თუ ერთი-ორი თვის წინ ამ მატჩზე საჩემპიონო კონტექსტში ვერ ილაპარაკებდი, ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. „ატლეტიკომ“ ბოლო 10 ტურში ექვსჯერ დაკარგა ქულა (4 მოგება, 4 ფრე და 2 მარცხი), რითაც „ბარსელონამ“ და „რეალმა“ ისარგებლეს და სხვაობა შეამცირეს. განსაკუთრებით ეხება ეს რონალდ კუმანის გუნდს, რომელმაც როგორც იქნა სათანადო ფორმაში შესვლა მოახერხა.

საჩემპიონო ბრძოლაზე საუბრისას, ამჟამად ფავორიტად „ბარსელონა“ გამოიყურება. დღევანდელ მატჩში კი, კატალონიელები სეზონის გადარჩენისთვის უდიდესი ნაბიჯის გადადგმას აპირებენ. „რეალმში“ რა თქმა უნდა ხვდებიან, რომ „ბარსელონასთან“ ეს მატჩი - სეზონის ერთ-ერთი გადამწყვეტია. თუ „თეთრები“ სამი ქულის აღებას მოახერხებენ, ჩემპიონობის დიდი პრეტენდენტებიც იქნებიან. წაგების შემთხვევაში კი, შანსები საგრძნობლად შემცირდება.

თუ გუნდების ამჟამინდელ ფორმაზე ვილაპარაკებთ, ორივე კოლექტივი ახლა მწყობრშია. ზინედინ ზიდანმა უკვე ტრადიციულად შეიყვანა ოპტიმალურ ფორმაში თავისი ფეხბურთელები სეზონის გადამწყვეტი ეტაპის წინ. აი, ტრავმები რომ ცოტათი მაინც ნაკლები ყოფილიყო... ამ მატჩის მნიშვნელოვანი ფაქტორი - „რეალის“ თამაშია ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც შუა კვირაში გაიმართა. „ბარსელონა“ მთელი კვირაა სწორედ კლასიკოსთვის ემზადება, „თეთრებს“ კი „ლივერპულთან“ ჰქონდათ გარჩევები, რომელიც მომდევნო კვირაში გაგრძელდება. თუმცა, სასიკეთო ამბავი ის არის, რომ მერსისაიდულ გუნდთან პირველი დაპირისპირება ზიდანის გუნდმა დამაჯერებლად მოიგო და „ბარსელონასთან“ შეხვედრასაც ამაღლებული განწყობით ხვდება. თუმცა, მოგების ადრენალინი დაღლილობას მთლიანად ვერ გადაფარავს და ამრიგად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ბარსელონა“ მატჩისთვის უკეთ იქნება მზად.

გადავიდეთ საკადრო სიტუაციაზე - აქ „ბარსელონას“ სიტუაცია გაცილებით უკეთესია. პრაქტიკულად გუშინ, „ბლაუგრანას“ რიგებში დიდებული ამბები გაჟღერდა - ტრავმა მოირჩინეს ჟერარ პიკემ და სერხი რობერტომ. გამოცდილი ვეტერანი მატჩს ალბთ სასტარტოშიც კი დაიწყებს, ლაზარეთში კი ფილიპე კოუტინიო და ანსუ ფატი რჩებიან. 

რაც შეეხება „რეალს“ - მადრიდელებს, ისევე როგორც „ლივერპულთან“ ორი მთავარი ცენტრალური მცველი გამოაკლდებათ - სერხიო რამოსი და რაფაელ ვარანი. აგრძელებს რეაბილიტაციას დანი კარვახალიც. შესაბამისად, ძირითადის 4 მცველიდან ზიდანს 3 არ ეყოლება. განაცხადს მიღმა დარჩა ედენ აზარიც, თუმცა ეს უკვე უფრო კანონზომიერებაა, ვიდრე გამონაკლისი. ალბათ, „ბარსელონასთან“ მატჩში „რეალისგან“ ზუსტად იმ თერთმეტეულს ვიხილავთ, როგორიც „ლივერპულთან“ ვიხილეთ შუა კვირაში.

სხვათაშორის, რამოსი 

„რეალის“ კაპიტნისთვის ეს შეიძლებოდა ბოლო კლასიკოც კი ყოფილიყო კარიერაში, რადგან მას გუნდთან კონტრაქტი ჯერ კიდევ არ აქვს გახანგრძლივებული. სამწუხაროდ, სერხიო ტრავმირებულია და დღევანდელ მატჩში მას ვერ ვიხილავთ. 

„რეალის“ შემადგენლობის ამბები გავარკვიეთ, ახლა „ბარსაზე“ რა ხდება - ველოდოთ კუმანისგან სურპრიზებს? მთავარი შეკითხვაა - როგორი სქემით ითამაშებენ სტუმრები. ვივარაუდოთ, რომ ეს იქნება 3-4-3, დაცვაში კი პიკე, ლენგლე და დე იონგი იდგებიან. სხვა პოზიციებში ნაკლებად საეჭვოა - მოედანზე ამჟამად უძლიერესები გავლენ.

სავარაუდო შემადგენლობები:

„რეალი“: კურტუა - ლუკასი, მილიტაო, ნაჩო, მენდი - კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი - ვინისიუსი, ასენსიო, ბენზემა

„ბარსელონა“: ტერ შტეგენი - დესტი, ლენგლე, პიკე, დე იონგი, ალბა - ბუსკეტსი, პედრი - გრიზმანი, მესი, დემბელე.

ვერ ითამაშებენ, გარანტირებულად: აზარი, რამოსი, ვარანი, კარვახალი - კოუტინიო, ფატი, ნეტუ

საინტერესო ფაქტები:

„რეალმა“ საშინაო არენაზე ბოლო 21 მატჩიდან 17 მოიგო

„ბარსელონამ“ გასვლითი ბოლო ზედიზედ 9 მატჩი მოიგო

ბოლო შვიდ გასვლით მატჩში „ბარსელონა“ მინიმუმ ორი გოლის გატანას ახერხებდა

ბოლო 10 საშინაო მატჩიდან 8-ში „რეალმა“ მინიმუმ 2 გოლის გატანა მოახერხა.

„რეალმა“ ლა ლიგაში ბოლო 19 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო (14 მოგება, 4 ფრე) ,„ბარსელონა“ კი 19 მატჩია ჩემპიონატში წაუგებელია

„რეალმა“ ჩემპიონატში „ბარსელონას“ ბოლო ორი მატჩი მოუგო - უკანასკნელად, ზედიზედ სამი საჩემპიონატო კლასიკოს მოგება „რეალმა“ 1978 წელს მოახერხა

ვინ რა თქვა:

ზინედინ ზიდანი (რეალი): ამ მატჩისთვის ჩვეულ რეჟიმში ვემზადებოდით, თუმცა მის მნიშვნელობას ვხვდებით. ტიტულებისთვის ბრძოლას ლა ლიგაშიც ვაგრძელებთ და ჩემპიონთა ლიგაზეც და გვინდა, ორივე ტურნირში მივაღწიოთ წარმატებას. ელ კლასიკოს მნიშვნელობა ჩემთვის გასაგებია, მაგრამ „ბარსელონასთან“ მოპოვებული 3 ქულა, „კადისთან“ ან „ეიბართან“ მოპოვებულ 3 ქულას არაფრით არ სჯობს. ამიტომ, ჩვენთვის მთავარი ამოცანა - სამი ქულაა, რის გაკეთებასაც შევეცდებით. თუმცა, წაგების შემთხვევაშიც კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩემპიონატი დასრულებულია, ბრძოლა მაინც გაგრძელდება.“

რონალდ კუმანი (ბარსელონა): „მატჩის ბედი საჩემპიონო ბრძოლაში გადამწყვეტი არ იქნება, იმიტომ რომ წინ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი თამაშია. ნებისმიერი გუნდისთვის რთული იქნება ყველა დარჩენილი შეხვედრის მოგება, მაგრამ კლასიკოში გამარჯვება საბრძოლო განწყობბას აამაღლებს. კლასიკო სხვა მატჩებისგან განსხვავდება და ყოველთვის დიდ ყურადღებას იპყრობს. „ბარსელონა“ ახლა კარგ ფორმაშია, ქულებს აგროვებს და ტიტულისთვის იბრძვის.“ 

Goal.ge-ს პროგნოზი: შედეგიანი ფრე, 1:1.
 

VIDEO: ჩაკვეტაძის ბრწყინვალე თამაში - გიორგიმ ბელგიაში საგოლე პასი გააკეთა

VIDEO: ჩაკვეტაძის ბრწყინვალე თამაში - გიორგიმ ბელგიაში საგოლე პასი გააკეთა

ბელგიის ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩში გენტი სერკლ ბრიუგეს 2-1 უგებს.

გენტის შემადგენლობიდ...

საქართველო 26 სექ 2021, 19:37
VIDEO: დავით ხოჭოლავამ დანიის ჩემპიონატში საგოლე გადაცემა გააკეთა

VIDEO: დავით ხოჭოლავამ დანიის ჩემპიონატში საგოლე გადაცემა გააკეთა

დანიის ჩემპიონატის მე-10 ტურში ნორდსიელანდი საკუთარ მოედანზე კოპენჰაგენთან 1-5 განადგურდა.

<...

საქართველო 26 სექ 2021, 19:56
VIDEO: ევროპის ჩემპიონმა გაილაღა! მანუელ ლოკატელის პირველი გოლი და ასისტი იუვენტუსის მაისურით

VIDEO: ევროპის ჩემპიონმა გაილაღა! მანუელ ლოკატელის პირველი გოლი და ასისტი იუვენტუსის მაისურით

მანუელ ლოკატელიმ „სამპდორიასთან" მატჩში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

იუვენტუსი 26 სექ 2021, 19:45
VIDEO: სამპდორიასთან მატჩში დიბალამ მოედანი ატირებულმა დატოვა

VIDEO: სამპდორიასთან მატჩში დიბალამ მოედანი ატირებულმა დატოვა

„სამპდორიასთან“ მატჩში მიღებული ტრავმა პაულო დიბალამ ძალიან განიცადა.

იუვენტუსი 26 სექ 2021, 19:33
VIDEO: ლუკ დე იონგმა ბარსელონას მაისურით სადებიუტო გოლი შეაგდო

VIDEO: ლუკ დე იონგმა ბარსელონას მაისურით სადებიუტო გოლი შეაგდო

ჰოლანდიელმა ფორვარდმა ლუკ დე იონგმა „ბარსელონას“ მაისურით სადებიუტო გოლი „ლევანტეს“ კარში გაიტანა...

ბარსელონა 26 სექ 2021, 19:30
ხელფასის შემცირება გარდაუვალია — ბარსელონა დემბელეს ახალი კონტრაქტის ორ ვარიანტს სთავაზობს

ხელფასის შემცირება გარდაუვალია — ბარსელონა დემბელეს ახალი კონტრაქტის ორ ვარიანტს სთავაზობს

"ბარსელონა" თავდამსხმელ უსმან დემბელესთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობას აგრძელებს, რომელი...

ბარსელონა 26 სექ 2021, 17:38
"ნამდვილად ვერ ითამაშებენ", - იუვენტუსი ჩელსისთან მატჩს უდიდესი დანაკლისით ხვდება

"ნამდვილად ვერ ითამაშებენ", - იუვენტუსი ჩელსისთან მატჩს უდიდესი დანაკლისით ხვდება

"იუვენტუსის" თავდამსხმელები, პაულო დიბალა და ალვარო მორატა სერია ა-ს მე-6 ტურში "სამპდორიასთან" (...

იუვენტუსი 26 სექ 2021, 17:33
რუდიგერი ჩელსის ვერ უთანხმდება — მისი შეძენა ბაიერნს უნდა, მაგრამ თავად რეალში გადასვლა სურს

რუდიგერი ჩელსის ვერ უთანხმდება — მისი შეძენა ბაიერნს უნდა, მაგრამ თავად რეალში გადასვლა სურს

"ჩელსის" ცენტრალურმა მცველმა, ანტონიო რუდიგერმა ზაფხულში შესაძლოა ლონდონური კლუბი დატოვოს, იტყობი...

ჩელსი 26 სექ 2021, 17:25
"მე პასს არ მაძლევს", - მბაპემ გუშინდელი მატჩის მიმდინარეობისას თანაგუნდელს ნეიმარზე შესჩივლა

"მე პასს არ მაძლევს", - მბაპემ გუშინდელი მატჩის მიმდინარეობისას თანაგუნდელს ნეიმარზე შესჩივლა

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ ლიგა 1-ის მე-8 ტურში "მონპელიესთან" (2:0) გამართულ მატჩში ნე...

პსჟ 26 სექ 2021, 17:15
ოფიციალურად: სამირ ნასრიმ კარიერის დასრულება დაადასტურა

ოფიციალურად: სამირ ნასრიმ კარიერის დასრულება დაადასტურა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ს...

საფრანგეთი 26 სექ 2021, 17:04
"კვარაცხელიას საფეხბურთო მამა ვარ, ზაფხულში დიდი ნერვიულობა გადაიტანა" - მამუკა ჯუღელი

"კვარაცხელიას საფეხბურთო მამა ვარ, ზაფხულში დიდი ნერვიულობა გადაიტანა" - მამუკა ჯუღელი

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებით, ზაფხულში ქართველმა ფეხბურთელმა დიდი ფსიქო...

საქართველო 26 სექ 2021, 17:00
"ჩემზე იმედგაცრუებული არავინაა", - ბრუნო ფერნანდეში გაფუჭებული პენალტისა და მარცხის შემდეგ

"ჩემზე იმედგაცრუებული არავინაა", - ბრუნო ფერნანდეში გაფუჭებული პენალტისა და მარცხის შემდეგ

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა "ასტონ ვილასთან" (0:1) მარცხის შემდეგ კლ...

მანჩესტერ იუნაიტედი 26 სექ 2021, 16:55
VIDEO: იუვე ფორმაში შედის — ტურინულმა გრანდმა უხვგოლიან მატჩში სამპდორიას მოუგო

VIDEO: იუვე ფორმაში შედის — ტურინულმა გრანდმა უხვგოლიან მატჩში სამპდორიას მოუგო

იტალიის ჩემპიონატის მე-6 ტურის ეგიდით, ტურინის "იუვენტუსმა" შინაურ კედლებში "სამპდორიას" უმასპინძ...

იუვენტუსი 26 სექ 2021, 16:42
კლოპი: "სალაჰი ყველაზე სწრაფად მიაღწევს ლივერპულში 150-გოლიან ნიშნულს"

კლოპი: "სალაჰი ყველაზე სწრაფად მიაღწევს ლივერპულში 150-გოლიან ნიშნულს"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა პრემიერ ლიგის მე-6 ტურში "ბრენტფორდთან" (3:3) გამ...

ლივერპული 26 სექ 2021, 16:32
VIDEO: ცხრიანში "ჩააჭედა" - გიორგი მერებაშვილის ულამაზესი გოლი პოლონეთში

VIDEO: ცხრიანში "ჩააჭედა" - გიორგი მერებაშვილის ულამაზესი გოლი პოლონეთში

პოლონეთის მეორე დივიზიონის მე-10 ტურში პოდბესკიძიე რეზოვს მეორე ტაიმში 2-0 უგებს.

48-ე წუ...

საქართველო 26 სექ 2021, 16:01
პერესი რეალის გულშემატკივარს საჯაროდ დაჰპირდა, რომ მომავალ წელს მბაპეს იყიდის

პერესი რეალის გულშემატკივარს საჯაროდ დაჰპირდა, რომ მომავალ წელს მბაპეს იყიდის

"რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა თქვა, რომ მომავალ წელს "პსჟ"-ს თავდამსხმელის, კილიან მბა...

რეალ მადრიდი 26 სექ 2021, 14:22