საქმე მხოლოდ ბურგერებში არ არის - რატომ დგას აზარი კარიერის დასრულების საშიშროების წინაშე?

26 მარ 2021, 17:25
საქმე მხოლოდ ბურგერებში არ არის - რატომ დგას აზარი კარიერის დასრულების საშიშროების წინაშე?

ედენ აზარის ტრანსფერი „რეალში“ ჯერჯერობით მხოლოდ ტკივილის მომტანია - როგორც ფეხბურთელისთვის, ისევე კლუბისთვისაც. 

მადრიდელებს იმედი ჰქონდათ, რომ გუნდში კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელი მოჰყავდათ, მაგრამ ჯერჯერობით, ბელგიელს 36 ჩატარებული მატჩი აქვს და 50-ზე მეტი - გამოტოვებული. 

მოდით, ვცადოთ გარკვევა, თუ რა ხდება აზარის ჯანმრთელობის თავს და რატომ არ არის ყველაფერში დამნაშავე მისი საყვარელი ბურგერები.

რა მოხდა ამჯერად?

მარტის დასაწყისში, ედენ აზარმა მორიგი ტრავმა მიიღო - ილიოპსოას კუნთი დაიზიანა. მედიაში ასეთ დიაგნოზს ხშირად ვერ შეხვდებით, არადა ეს ტრავმა საკმაოდ გავრცელებულია.

ილიოპსოას კუნთის ფუნქციებისა და მუშაობის გამო, მისი დაზიანება გარკვეულ პრობლემებს უკავშირდება, გამომდინარე იქიდან, რომ ტკივილს შეიძლება სხვადასხვა ადგილებში გრძნობდე - წელის, საზარდულის, ან სულაც ბარძაყის არეში. თუმცა, ეს ამ ტრავმის ერთადერთი პრობლემა არაა.

სხვა და მნიშვნელოვანი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ილიოპსოას კუნთი თავისი ფუნქციების უმრავლესობას სხვა კუნთოვან ჯგუფებთან ერთად ასრულებს, რის გამოც თავიდანვე რთული სათქმელია, რომ პრობლემა სწორედ მასშია და დამატებითი გამოკვლევებია საჭირო.

ფეხბურთში ეს კუნთი პრაქტიკულად ყველა მოძრაობის სწორი მექანიკისთვის არის საჭირო: სირბილი - სასტარტო ფეთქებადი სისწრაფე, მაქსიმალური დატვირთვა პირველ ნაბიჯებში, ბურთის დარტყმა - მისი საწყისი სისწრაფე, მოქნეული ფეხის ბუნებრივ მდგომარეობაში დაბრუნება და ნებისმიერი სახის ნახტომები - ამ ყველაფერს სწორედ ხსენებული კუნთი განაპირობებს.

შესაბამისად, ამ ტრავმის სწორ დადგენასაც ამ ყველა მოძრაობის გამეორება სჭირდება. გამომდინარე იქიდან, რომ ამ კუნთს ფართო ფუნქციები აქვს, მისი გადატვირთვა და დაზიანება არც ისე რთულია. განსაკუთრებით აქტუალურია ის ბარძაყის ტრავმებისგან რეაბილიტაციების შემდეგ. აქ ყველაფერი მარტივადაა - თუ ერთ-ერთი კუნთი დაზიანებულია, დატვირთვებს იღებენ სინერგისტები - ანუ კუნთები, რომლებიც იგივე, ან მსგავს ფუნქციებს ასრულებენ. დატვირთვის არასწორი დოზირების ან საერთო ჯგუფში სავარჯიშოდ ნაადრევად დაბრუნების გამო, ბარძაყის ტრავმამ შესაძლოა ილიოპსოას კუნთიც დააზიანოს. დეტალები ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ეს ძალიან ჰგავს აზარის შემთხვევას. ბელგიელი ტრავმებისგან იმდენად დაიღალა, რომ საერთო ჯგუფში დაბრუნებას რაც შეიძლება სწრაფად ცდილობდა და ამის გამო, ახალი ტრავმა მიიღო.

ამაში დარწმუნებულები არიან „რეალის“ ექიმებიც. ისინი ფიქრობენ, რომ ედენი უბრალოდ ბოლომდე უნდა მომჯობინდეს, მათ შორის - ფსიქოლოგიურადაც.

შედეგი: აზარი კიდევ დაახლოებით 4-6 კვირას გამოტოვებს, რომლის დროსაც იმუშავებს გაწელვებზე, ბარძაყის, უკანალისა და პრესის კუნთების გაძლიერებაზე და ა.შ. ამის ხარჯზე მოხდება არამარტო სპაზმების მოშორება, არამედ ილიოპსოას კუნთიც ზემდეტი დატვირთვებისგან გათავისუფლდება.

ნაკრების ექიმები წარუმატებელ ოპერაციაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ ეს ვერსია არც ისე აშკარაა

მორიგი ტრავმის შემდეგ ბელგიის ნაკრების ექიმები აღელვდნენ, რომ შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატზე მთავარი ვარსკვლავის გარეშე დარჩნენ და ამიტომ, ამჯერად ედენი თავად გამოიკვლიეს. თავად ედენსაც შეეპარა ეჭვი ამჟამინდელი მკურნალობის კურსში და „რეალისგან“ დამოუკიდებელ სპეციალისტებს ეწვია.

საბოლოოდ, ბელგიის ნაკრების ექიმები და აზარი მივიდნენ აზრამდე, რომ ყველაფერში დამნაშავეა ოპერაცია, რომელიც ფეხბურთელს წელიწადზე მეტის წინ, კოჭზე ჩაუტარდა. გარდა იმისა, რომ ის ნაოპერაციებ ფეხში დროდადრო ტკივილებს გრძნობს, ამას ემატება მუდმივი კუნთოვანი ტრავმებიც. როგორ უნდა მოშორდეს ეს შეცდომა? გაკეთდეს ახალი ოპერაცია.

„რეალის“ ექიმები კი კონსერვატიული მკურნალობის გაგრძელებას ითხოვენ. კლუბი ფიქრობს, რომ თუ აზარი მოახერხებს ბოლომდე გამოჯანმრთელებას როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად, მაშინ ძველ დონეზე დაბრუნებზეც დაბრუნდება. ახალი ოპერაცია კი, არამარტო ვერ დაეხმარება, არამედ შესაძლოა, საფეხბურთო კარიერის დასრულებასაც შეუწყოს ხელი. თუმცა, საიდან მოდის ასეთი ხმამაღალი დასკვნები და როგორ შეიძლება იყოს დაკავშირებული კოჭის ტრავმა კუნთების ტრავმებთან?

მოდით, თანმიმდევრულად მივყვეთ. ლატერალური ტერფის მოტეხილობის დროს, ოპერაციით იდგმევა სპეციალური მეტალოკონსტრუქციები, რომელიც ნატეხებს აერთიანებს და მათ ერთად შეზრდაში ეხმარება, რის შემდეგაც, მეტალს აშორებენ. 

ბუნებრივია, ასეთმა კონსტრუქციებმა შესაძლოა შეზღუდოს სახსრის მოძრაობა, თანაც ტრავმირებული კიდურის უმოძრაობამ საბოლოოდ შესაძლოა კუნთის ატროფია გამოიწვიოს. შესაბამისად, ამას ებრძვის რეაბილიტაციები - აღადგენს ძალას და მოძრაობას.

ბელგიელი ექიმების აზრით, რაღაც ეტაპზე დაშვებულია შეცდომა - შესაძლოა, ოპერაცია არ გამოდგა ეფექტური. შესაბამისად, აზარი საერთო ჯგუფში გამოუჯანმრთელებელი დაბრუნდა.

რაში მდგომარეობდა აზარის ეს არასრული მზადყოფნა და რა შუაშია ბარძაყისა და წელის ტრავმები?

კუნთის სახსარზე უდიდესი დატვირთვა მოდის - მთელი ჩვენი სეულის წონა. მისი ტრავმები და არასრული რეაბილიტაცია სიარულის ბიომექანიკას არღვევს. ყველაზე ხშირად, ეს იწვევს ჯანმრთელი მხრისკენ გადახრას, რომელიც დატვირთვებს თავის თავზე იღებს. ასეთი გადახრის გამო, იტანჯება არამარტო ტრავმირებული სახსარი, არამედ სხვა სტრუქტურებიც. საბოლოოდ, ყველაფერმა შეიძლება ზოგი კუნთი საერთოდ თამაშგარეში დატოვოს და მეორე ნაწილი კი - ზედმეტად დატვირთული გახადოს (მაგალითად, იგივე იგივე ილიოპსიას კუნთი).

ამიტომ, სარეაბილიტაციო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი ეტაპი - სწორი მოძრავი სტერეოტიპის აღდგენაა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანი სწორად სიარულს ახლიდან სწავლობს. ამიტომაც, სარეაბილიტაციო პერიოდს მომჯობინებამდე გაცილებით ადრე იწყებენ, რადგან გადახრის გამორიცხვა გაცილებით მარტივია, ვიდრე შემდეგ - მკურნალობა. 

ეს ყველაფერი აქტუალურია კუნთის ტრავმების დროსაც - კუნთების ნაწილი გამოთიშულის დატვირთვას საკუთარ თავზე იღებს, ხოლო შემდეგ ამ გამოთიშულის ფუნქციებში ჩართვა - საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. შესაბამისად, ახლა ჩვენ ვუბრუნდებით იმავე პრობლემებს, რომლებზეც უკვე ვთქვით - დატვირთვის არასწორი გადანაწილება, ახალი ტრავმები და ასე წრეზე ტრიალი, სანამ ტრავმირებული საბოლოოდ არ მომჯობინდება.

აი აქ კი, საქმეში ერთვება აზარის რეჟიმის პრობლემები „რეალის“ პირველ სეზონში. სწორედ ამიტომ, მას გამოჯანმრთელებისთვის გაცილებით მეტი დრო სჭირდებოდა, ვიდრე წესით არის საჭირო, რაც ახალ ტრავმებს იწვევდა. შესაბამისად, ამ მხრივ „რეალის“ ექიმები უფრო მართლები არიან: აზარისთვის ახლა მთავარია სრულყოფილად მომჯობინება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ტრავმების აღმოფხვრა.

მაგრამ მეორე მხრივ, თუ საქმე წარუმატებელ ოპერაციასთან გვაქვს, ლოგიკურია, რომ სახსრების პათოლოგია თავს კიდეც გაგვახსენებს და აქ უკვე შეიძლება კიდევ ერთი ოპერაცია გახდეს საჭირო. მაგრამ, ყველაფერი ასე მარტივად არ არის. თუ ეს ექიმების უთანხმოება ამდენად მაღალ დონეზე მოხდა, ესეიგი, სიტუაციასთან დაკავშირებით საერთო აზრი არ არსებობს. ეს კი თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ არანაირი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ ოპერაცია ყველაფერს გამოასწორებს. გარდა ამისა, Marca წერს, რომ არსებობს ეჭვი, რომლის შემთხვევაშიც, აზარმა ტერფზე მესამე ოპერაციის შემდეგ ფეხბურთი საერთდ ვეღარ ითამაშოს. და ამ ეჭვების გაგება შეიძლება: მსხვილ სახსრებზე ნებისმიერი ოპერაცია - თავის მხრივ მორიგი ტრავმაა, რომელიც სახსრის ცხოვრებას და ლოგიკურად, სპორტსმენის კარიერის ხანგრძლივობასაც ამოკლებს.

არ უნდა დავივიწყოთ, რომ მორიგი ოპერაციის შემდეგ, აზარს არამარტო გამოჯანმრთელება, არამედ ფორმის აღდგენაც დასჭირდება, კუნთოვანი ტრავმები კი მას საკმაოდ ხშირად ახსენებს თავს. სავარაუდოდ, ექიმები აქ იმას გულისხმობენ, რომ ედენი ოპერაციის შემდეგ ვეღარ მოახერხებს დროულ გამოჯანმრთელებას და ძველ დონეზე დაბრუნებას, მაღალი მოთხოვნები კი გამოუფიტავს ორგანიზმს, გამოიწვევს ახალ ტრავმებს და ეს ყველაფერი კარიერის დასრულებამდე მიიყვანს.

ამიტომ, სულაც არ არის უცნაური, რომ აზარმა რამდენიმე გვერდითი სპეციალისტის აზრი მოისმინა და მათ შორის - იმ ქირურგისაც, ვინც მას ოპერაცია ჩაუტარა. ჯერჯერობით, გადაწყვეტილება ასეთია: სჯობს, რეაბილიტაციის რამდენიმე კვირა და დაბრუნების შანსი, ვიდრე ოპერაცია, რომელიც მისი სრული გამოჯანმრთელების გარანტიას არ იძლევა და მითუმეტეს, შეიძლება ყველაფერი გაართულოს.
 

ითამაშებენ თუ არა ვერატი და ლეო მესი მანჩესტერ სიტისთან მატჩში?

ითამაშებენ თუ არა ვერატი და ლეო მესი მანჩესტერ სიტისთან მატჩში?

„პსჟ-ს“ ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ და თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ, „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩისთვ...

პსჟ 26 სექ 2021, 20:35
გიორგი ჩაკვეტაძე სერკლ ბრიუგესთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

გიორგი ჩაკვეტაძე სერკლ ბრიუგესთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

ბელგიის იუპილერ ლიგის მე-9 ტურში გენტმა სერკლ ბრიუგეს უმასპინძლა და 2-1 მოუგო.

აღნიშნულ მ...

26 სექ 2021, 20:32
VIDEO: საოცნებო ქამბექი! ბარსას ახალი ათიანი ტრავმის შემდეგ ულამაზესი გოლით დაბრუნდა

VIDEO: საოცნებო ქამბექი! ბარსას ახალი ათიანი ტრავმის შემდეგ ულამაზესი გოლით დაბრუნდა

საოცნებო ქამბექი! ბარსას ახალი ათიანი ტრავმის შემდეგ გოლით დაბრუნდა.

ბარსელონა 26 სექ 2021, 20:16
VIDEO: ფატიმ 10-თვიანი ტრავმის შემდეგ დაბრუნება გოლით აღნიშნა, ბარსელონამ გამარჯვების გემო გაიხსენა

VIDEO: ფატიმ 10-თვიანი ტრავმის შემდეგ დაბრუნება გოლით აღნიშნა, ბარსელონამ გამარჯვების გემო გაიხსენა

ლა ლიგის მე-7 ტურში „ბარსელონა“ საკუთარ კედლებში „ლევანტე“ გაანადგურა.

შეხვედრა „კამპ ნოუ...

ბარსელონა 26 სექ 2021, 20:13
VIDEO: დავით ხოჭოლავამ დანიის ჩემპიონატში საგოლე გადაცემა გააკეთა

VIDEO: დავით ხოჭოლავამ დანიის ჩემპიონატში საგოლე გადაცემა გააკეთა

დანიის ჩემპიონატის მე-10 ტურში ნორდსიელანდი საკუთარ მოედანზე კოპენჰაგენთან 1-5 განადგურდა.

<...

საქართველო 26 სექ 2021, 19:56
VIDEO: ევროპის ჩემპიონმა გაილაღა! მანუელ ლოკატელის პირველი გოლი და ასისტი იუვენტუსის მაისურით

VIDEO: ევროპის ჩემპიონმა გაილაღა! მანუელ ლოკატელის პირველი გოლი და ასისტი იუვენტუსის მაისურით

მანუელ ლოკატელიმ „სამპდორიასთან" მატჩში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

იუვენტუსი 26 სექ 2021, 19:45
VIDEO: ჩაკვეტაძის ბრწყინვალე თამაში - გიორგიმ ბელგიაში საგოლე პასი გააკეთა

VIDEO: ჩაკვეტაძის ბრწყინვალე თამაში - გიორგიმ ბელგიაში საგოლე პასი გააკეთა

ბელგიის ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩში გენტი სერკლ ბრიუგეს 2-1 უგებს.

გენტის შემადგენლობიდ...

საქართველო 26 სექ 2021, 19:37
VIDEO: სამპდორიასთან მატჩში დიბალამ მოედანი ატირებულმა დატოვა

VIDEO: სამპდორიასთან მატჩში დიბალამ მოედანი ატირებულმა დატოვა

„სამპდორიასთან“ მატჩში მიღებული ტრავმა პაულო დიბალამ ძალიან განიცადა.

იუვენტუსი 26 სექ 2021, 19:33
VIDEO: ლუკ დე იონგმა ბარსელონას მაისურით სადებიუტო გოლი შეაგდო

VIDEO: ლუკ დე იონგმა ბარსელონას მაისურით სადებიუტო გოლი შეაგდო

ჰოლანდიელმა ფორვარდმა ლუკ დე იონგმა „ბარსელონას“ მაისურით სადებიუტო გოლი „ლევანტეს“ კარში გაიტანა...

ბარსელონა 26 სექ 2021, 19:30
ხელფასის შემცირება გარდაუვალია — ბარსელონა დემბელეს ახალი კონტრაქტის ორ ვარიანტს სთავაზობს

ხელფასის შემცირება გარდაუვალია — ბარსელონა დემბელეს ახალი კონტრაქტის ორ ვარიანტს სთავაზობს

"ბარსელონა" თავდამსხმელ უსმან დემბელესთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობას აგრძელებს, რომელი...

ბარსელონა 26 სექ 2021, 17:38
"ნამდვილად ვერ ითამაშებენ", - იუვენტუსი ჩელსისთან მატჩს უდიდესი დანაკლისით ხვდება

"ნამდვილად ვერ ითამაშებენ", - იუვენტუსი ჩელსისთან მატჩს უდიდესი დანაკლისით ხვდება

"იუვენტუსის" თავდამსხმელები, პაულო დიბალა და ალვარო მორატა სერია ა-ს მე-6 ტურში "სამპდორიასთან" (...

იუვენტუსი 26 სექ 2021, 17:33
რუდიგერი ჩელსის ვერ უთანხმდება — მისი შეძენა ბაიერნს უნდა, მაგრამ თავად რეალში გადასვლა სურს

რუდიგერი ჩელსის ვერ უთანხმდება — მისი შეძენა ბაიერნს უნდა, მაგრამ თავად რეალში გადასვლა სურს

"ჩელსის" ცენტრალურმა მცველმა, ანტონიო რუდიგერმა ზაფხულში შესაძლოა ლონდონური კლუბი დატოვოს, იტყობი...

ჩელსი 26 სექ 2021, 17:25
"მე პასს არ მაძლევს", - მბაპემ გუშინდელი მატჩის მიმდინარეობისას თანაგუნდელს ნეიმარზე შესჩივლა

"მე პასს არ მაძლევს", - მბაპემ გუშინდელი მატჩის მიმდინარეობისას თანაგუნდელს ნეიმარზე შესჩივლა

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ ლიგა 1-ის მე-8 ტურში "მონპელიესთან" (2:0) გამართულ მატჩში ნე...

პსჟ 26 სექ 2021, 17:15
ოფიციალურად: სამირ ნასრიმ კარიერის დასრულება დაადასტურა

ოფიციალურად: სამირ ნასრიმ კარიერის დასრულება დაადასტურა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ს...

საფრანგეთი 26 სექ 2021, 17:04
"კვარაცხელიას საფეხბურთო მამა ვარ, ზაფხულში დიდი ნერვიულობა გადაიტანა" - მამუკა ჯუღელი

"კვარაცხელიას საფეხბურთო მამა ვარ, ზაფხულში დიდი ნერვიულობა გადაიტანა" - მამუკა ჯუღელი

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებით, ზაფხულში ქართველმა ფეხბურთელმა დიდი ფსიქო...

საქართველო 26 სექ 2021, 17:00
"ჩემზე იმედგაცრუებული არავინაა", - ბრუნო ფერნანდეში გაფუჭებული პენალტისა და მარცხის შემდეგ

"ჩემზე იმედგაცრუებული არავინაა", - ბრუნო ფერნანდეში გაფუჭებული პენალტისა და მარცხის შემდეგ

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა "ასტონ ვილასთან" (0:1) მარცხის შემდეგ კლ...

მანჩესტერ იუნაიტედი 26 სექ 2021, 16:55