კითხვა "ევროპაში მოვხევ და რამე იქნება"-ს მოყვარულთათვის - სად წავა კვარაცხელია რუბინის შემდეგ?

15 მარ 2021, 15:11
კითხვა "ევროპაში მოვხევ და რამე იქნება"-ს მოყვარულთათვის - სად წავა კვარაცხელია რუბინის შემდეგ?

ყაზანის "რუბინის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ევროპაში ტრანსფერი საკმაოდ აქტუალური საკითხია. განვიხილოთ წამყვანი ჩემპიონატები და ის ერთი იდეალური ვარიანტი, რომელიც ქართველი ვინგერის კარიერას დაამშვენებს. მოკლედ, რუსული გუნდის გარემარბის ევროტური.

ლა ლიგა - სევილია

იმიტომ არა, რომ 20-წლის შემტევის სახელი გასული წლის შემოდგომაზე ანდალუსიელებს დაუკავშირეს. აღნიშნული გუნდი წარმოადგენს იდეალურ შეუალედს პრიმერა დივიზიონის დიდ ბიჭებსა და მათ უმცროსებს შორის. ობიექტურად, "წითელ-მწვანეების" 21-ე ნომრის მადრიდის "რეალში", "ატლეტიკოში" ან "ბარსაში" გადასვლა არის ნაადრევი.

რაც შეეხება რანგით დაბალ გუნდებს, "დალაქები" თავის კონკურენტებს აღემატებიან რამდენიმე კომპონენტში, პირველ რიგში ევროსარბიელზე სისტემატური გამოსვლის საკითხში. იგივე "სოსიედადი" ან თუნდაც "ბეტისი" "როხიბლანკოსგან" ამ მხრივ ძალიან შორს არიან. მოკლედ, კვარასთვის ეს გუნდი ნამდვილი მისწრებაა.

პრემიერ ლიგა - ვულვერჰემპტონი

ქართველი შემტევი გვარად რომ ყოფილიყო "კვარაცხელიაუ", ის უკვე "უონდერერსში" იქნებოდა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ხვიჩა არ არის პორტუგალიელი და მისი "ვულვზში" გადასვლა ასე გარანტირებულად არ ჩანს. ისმის კითხვა: რატომ მაინცდამაინც ეს გუნდი?

ლა ლიგაში "ესტადიო რამონ სანჩეს პისხუანის" ბინადრების მსგავსად, ბობოლებამდე ხიდს სწორედ "მგლები" წარმოადგენენ. ახალგაზრდა, სწრაფი და ტექნიკური მოთამაშეებით დაკომპლექტებული "შავ-ყვითლები", რომლებიც ცოცხალ ფეხბურთს თამაშობენ. "ქვების" ვინგერი ზედმეტი აქ არ იქნება.

სერია ა - რომა

დიახ, ვიცით, რომ რადარზე არის ტურინის "იუვენტუსი", "ინტერი" და "მილანი", თუმცა რამდენად სჭირდება 20-წლის შემტევს აღნიშნული სამეული? "სინიორაში" ახალგაზრდა ვინგერებისთვის არ არის ადგილი, "ნერაძურის" ტაქტიკა ლეონიდ სლუცკის გუნდის 21-ე ნომრისთვის უჩვეულოა, "როსონერის" კი ჯერ კრიზისიდან გამოსვლა სჭირდება.

რაც შეეხებათ "მგლებს", ეს არის სერია ა-ს საუკეთესო გუნდი ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებისა და მოგვიანებით მათი სარფიანად გაყიდვის საკითხში. "ჯალოროსი" ბოლო წლებში იქცა ევროპული ფეხბურთის ნამდვილ კოლისეომად, თანაც პირდაპირ გრანდებისთვის.

ბუნდესლიგა - ვოლფსბურგი და არა დორტმუნდის ბორუსია

ვიცით, ვიცით, კვარაცხელიას "შავ-ყვითლებში" გადასვლა აქტუალური საკითხია, თუმცა ნაადრევი ხომ არ არის? უბრალოდ გადახედეთ ამ გუნდის შეტევაში არსებულ კონკურენციას, თანაც ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ მაღალი სატრანსფერო ფასის გამო, "ფუტკრების" მარტივად გასხვისება ნაკლებად სავარაუდოა.

ქართველი შემტევისთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა უფრო მშვიდ გარემოში პროგრესირება და დადებითი შედეგის შემთხვევაში, ერთ ან ორ სეზონში იგივე ვეტსფალიაში გადასვლა. არაა გამორიცხული, რომ ხვიჩა "მგლებში" მიუნხენის "ბაიერნამდეც" მომწიფდეს, რატომაც არა?!

ლიგა 1 - ლიონის ოლიმპიკი

ლიგა 1-ში "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლამდე ერთი ნაბიჯი არის. ამისთვის საჭიროა დაბალი რანგის გუნდში მინიმუმ პროგრესირება და ფლანგზე სწრაფად სირბილი. "რუბინის" ვინგერისთვის ოპტიმალური ვარიანტი იქნება "ლომები", მითუმეტეს მემფის დეპაის "ბლაუგრანაში" გადასვლის შემთხვევაში.

ერედივიზიონი - ამსტერდამის აიაქსი

ტოტალური ფეხბურთის ქვეყნის საუკეთესო წარმომადგენელი, არავითარი დაცვაში დგომა და ბურთის გორაობა - იდეალური გარემო ახალგაზრდა შემტევის განვითარებისთვის. ვინ იცის, 20-წლის ვინგერის გადასვლის შემთხვევაში, იქნებ ამსტერდამის ქუჩებში კიდევ ერთი ქართული გრაფიტი გაჩნდეს.

პრიმეირა ლიგა - ლისაბონის ბენფიკა

ერედივიზიის მსგავსად, კიდევ ერთი აკვანი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. რატომ "არწივები" და არა "პორტო" ან თუნდაც ლისაბონის "სპორტინგი"? საქმე ისაა, რომ ლეგიონერების განვითარების და გრანდებში გასხვისების ამოცანა "წითლებს" ბოლო წლებში კონკურენტებზე უკეთ გამოსდით.

შოტლანდიის პრემიერ ლიგა - გლაზგო რეინჯერსი

შოტლანდიელების ინტერესის შესახებ არ იწერება და არაა გამორიცხული, ეს გუნდი ყაზანელთა 21-ე ნომრის ტრანსფერს საერთოდ ვერ გაწვდეს. უბრალოდ წარმოიდგინეთ სურათი: კვარა ხდება სტივენ ჯერარდის შეგირდი, ინგლისელი ტაქტიკოსი მწვრთნელის რანგში ბრუნდება "ლივერპულში" და თავისი მოთამაშეც თან მიჰყავს.

უკრაინის პრემიერ ლიგა - დონეცკის შახტარი

იმ შემთხვევაში, თუ საკითხი ჩამოვარდება უკრაინაში გადასვლის თაობაზე, პრიორიტეტული ვარიანტი უნდა იყოს სწორედ დონბასი და არა იგივე კიევის "დინამო". ცხადია, უკრაინა იქნება უბრალოდ ტრამპლინი და ლეგიონერების მიმართებაში ამ მხრივ ყველაზე ეფექტურები ამ ქვეყანაში სწორედ "მაღაროელები" არიან.

სუპერლიგა - გალათასარაი

სუპერლიგა ნამდვილად არ არის ადგილი პერსპექტიული ახალგაზრდებისთვის, რადგან აქ მთავარი მოქმედი პირები ვეტერანი ვარსკვლავები არიან. იმ შემთხვევაში, თუ თურქეთში წასვლა მაინც იქნება გარდაუვალი, აჯობებს "ლომების" რიგები, რადგან ეს კლუბი ოსმალეთში საუკეთესოა.

საბერძნეთის სუპერლიგა - პირეოსის ოლიმპიაკოსი

ნაკლებად სავარაუდო გარემოება. ერთადერთი კლუბი სუპერლიგაში, რომელიც ფინანსურად გაწვდება ქართველი შემტევის ტრანსფერს სწორედ "ლეგენდა" არის. არსებობს თუ არა "თეთრ-წითლების" მხრიდან რეალური ინტერესი? პრესაში შესაძლო ტრანსფერის შესახებ ჭორის დონეზე იწერებოდა.

ისევ რუსეთის პრემიერ ლიგა - სანქტ-პეტერბურგის ზენიტი

ხვიჩა რუსული ფეხბურთის ფლანგმანის შემადგენლობაში გადაყავთ ადგილობრივ ჟურნალისტებსა და ვეტერან ფეხბურთელებს. თავად "წითელ-მწვანეების" ვინგერს არ ხიბლავს ამ ქვეყანაში დარჩენის იდეა და აქედან გამომდინარე, "თეთრ-ლურჯებში" ტრანსფერის ალბათობა ძალიან მცირეა.

VIDEO: ჩაკვეტაძის ბრწყინვალე თამაში - გიორგიმ ბელგიაში საგოლე პასი გააკეთა

VIDEO: ჩაკვეტაძის ბრწყინვალე თამაში - გიორგიმ ბელგიაში საგოლე პასი გააკეთა

ბელგიის ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩში გენტი სერკლ ბრიუგეს 2-1 უგებს.

გენტის შემადგენლობიდ...

საქართველო 26 სექ 2021, 19:37
"კვარაცხელიას საფეხბურთო მამა ვარ, ზაფხულში დიდი ნერვიულობა გადაიტანა" - მამუკა ჯუღელი

"კვარაცხელიას საფეხბურთო მამა ვარ, ზაფხულში დიდი ნერვიულობა გადაიტანა" - მამუკა ჯუღელი

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებით, ზაფხულში ქართველმა ფეხბურთელმა დიდი ფსიქო...

საქართველო 26 სექ 2021, 17:00
VIDEO: სამპდორიასთან მატჩში დიბალამ მოედანი ატირებულმა დატოვა

VIDEO: სამპდორიასთან მატჩში დიბალამ მოედანი ატირებულმა დატოვა

„სამპდორიასთან“ მატჩში მიღებული ტრავმა პაულო დიბალამ ძალიან განიცადა.

იუვენტუსი 26 სექ 2021, 19:33
VIDEO: ლუკ დე იონგმა ბარსელონას მაისურით სადებიუტო გოლი შეაგდო

VIDEO: ლუკ დე იონგმა ბარსელონას მაისურით სადებიუტო გოლი შეაგდო

ჰოლანდიელმა ფორვარდმა ლუკ დე იონგმა „ბარსელონას“ მაისურით სადებიუტო გოლი „ლევანტეს“ კარში გაიტანა...

ბარსელონა 26 სექ 2021, 19:30
ხელფასის შემცირება გარდაუვალია — ბარსელონა დემბელეს ახალი კონტრაქტის ორ ვარიანტს სთავაზობს

ხელფასის შემცირება გარდაუვალია — ბარსელონა დემბელეს ახალი კონტრაქტის ორ ვარიანტს სთავაზობს

"ბარსელონა" თავდამსხმელ უსმან დემბელესთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობას აგრძელებს, რომელი...

ბარსელონა 26 სექ 2021, 17:38
"ნამდვილად ვერ ითამაშებენ", - იუვენტუსი ჩელსისთან მატჩს უდიდესი დანაკლისით ხვდება

"ნამდვილად ვერ ითამაშებენ", - იუვენტუსი ჩელსისთან მატჩს უდიდესი დანაკლისით ხვდება

"იუვენტუსის" თავდამსხმელები, პაულო დიბალა და ალვარო მორატა სერია ა-ს მე-6 ტურში "სამპდორიასთან" (...

იუვენტუსი 26 სექ 2021, 17:33
რუდიგერი ჩელსის ვერ უთანხმდება — მისი შეძენა ბაიერნს უნდა, მაგრამ თავად რეალში გადასვლა სურს

რუდიგერი ჩელსის ვერ უთანხმდება — მისი შეძენა ბაიერნს უნდა, მაგრამ თავად რეალში გადასვლა სურს

"ჩელსის" ცენტრალურმა მცველმა, ანტონიო რუდიგერმა ზაფხულში შესაძლოა ლონდონური კლუბი დატოვოს, იტყობი...

ჩელსი 26 სექ 2021, 17:25
"მე პასს არ მაძლევს", - მბაპემ გუშინდელი მატჩის მიმდინარეობისას თანაგუნდელს ნეიმარზე შესჩივლა

"მე პასს არ მაძლევს", - მბაპემ გუშინდელი მატჩის მიმდინარეობისას თანაგუნდელს ნეიმარზე შესჩივლა

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ ლიგა 1-ის მე-8 ტურში "მონპელიესთან" (2:0) გამართულ მატჩში ნე...

პსჟ 26 სექ 2021, 17:15
ოფიციალურად: სამირ ნასრიმ კარიერის დასრულება დაადასტურა

ოფიციალურად: სამირ ნასრიმ კარიერის დასრულება დაადასტურა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ს...

საფრანგეთი 26 სექ 2021, 17:04
"ჩემზე იმედგაცრუებული არავინაა", - ბრუნო ფერნანდეში გაფუჭებული პენალტისა და მარცხის შემდეგ

"ჩემზე იმედგაცრუებული არავინაა", - ბრუნო ფერნანდეში გაფუჭებული პენალტისა და მარცხის შემდეგ

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა "ასტონ ვილასთან" (0:1) მარცხის შემდეგ კლ...

მანჩესტერ იუნაიტედი 26 სექ 2021, 16:55
VIDEO: იუვე ფორმაში შედის — ტურინულმა გრანდმა უხვგოლიან მატჩში სამპდორიას მოუგო

VIDEO: იუვე ფორმაში შედის — ტურინულმა გრანდმა უხვგოლიან მატჩში სამპდორიას მოუგო

იტალიის ჩემპიონატის მე-6 ტურის ეგიდით, ტურინის "იუვენტუსმა" შინაურ კედლებში "სამპდორიას" უმასპინძ...

იუვენტუსი 26 სექ 2021, 16:42
კლოპი: "სალაჰი ყველაზე სწრაფად მიაღწევს ლივერპულში 150-გოლიან ნიშნულს"

კლოპი: "სალაჰი ყველაზე სწრაფად მიაღწევს ლივერპულში 150-გოლიან ნიშნულს"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა პრემიერ ლიგის მე-6 ტურში "ბრენტფორდთან" (3:3) გამ...

ლივერპული 26 სექ 2021, 16:32
VIDEO: ცხრიანში "ჩააჭედა" - გიორგი მერებაშვილის ულამაზესი გოლი პოლონეთში

VIDEO: ცხრიანში "ჩააჭედა" - გიორგი მერებაშვილის ულამაზესი გოლი პოლონეთში

პოლონეთის მეორე დივიზიონის მე-10 ტურში პოდბესკიძიე რეზოვს მეორე ტაიმში 2-0 უგებს.

48-ე წუ...

საქართველო 26 სექ 2021, 16:01
პერესი რეალის გულშემატკივარს საჯაროდ დაჰპირდა, რომ მომავალ წელს მბაპეს იყიდის

პერესი რეალის გულშემატკივარს საჯაროდ დაჰპირდა, რომ მომავალ წელს მბაპეს იყიდის

"რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა თქვა, რომ მომავალ წელს "პსჟ"-ს თავდამსხმელის, კილიან მბა...

რეალ მადრიდი 26 სექ 2021, 14:22
20 ათასი ევრო ყოველთვიურად ქირაში — მესი პარიზის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში იცხოვრებს

20 ათასი ევრო ყოველთვიურად ქირაში — მესი პარიზის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში იცხოვრებს

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, ლიონელ მესი პარიზის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში თვეში 20 ათას ევრო...

პსჟ 26 სექ 2021, 14:10
ლევანდოვსკიმ დაასახელა ის 3 მწვრთნელი, რომელმაც მასზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა

ლევანდოვსკიმ დაასახელა ის 3 მწვრთნელი, რომელმაც მასზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რომელმა მწვრთნელებმა მოახდ...

ბაიერნი 26 სექ 2021, 14:00