კლოპის ლივერპულს საფირმო ილეთი გაუფუჭდა - ჩელსისთან წაგებაც სწორედ ამან განაპირობა

06 მარ 2021, 18:09
კლოპის ლივერპულს საფირმო ილეთი გაუფუჭდა - ჩელსისთან წაგებაც სწორედ ამან განაპირობა

ძალიან უცნაურია ამის თქმა, მაგრამ „ჩელსისთან“ მატჩში „ლივერპული“ პრესინგში საშინელი იყო.

იურგენ კლოპისთვის ცალკეულ მატჩზე სასტარტო შემადგენლობის შერჩევა თამაშ „რუსული რულეტკის“ ერთ-ერთი სახეობის ტოლფასია. ამჯერად, მან წინა თამაშთან შედარებით ორი ცვლილება განახორციელა. პირველ რიგში, კარში დაბრუნდა ალისონი, რომელიც „შეფილდთან“ მატჩს ოჯახური ტრაგედიის (მამის გარდაცვალების) გამო ტოვებდა. მეორე - ტრავმა მოიშუშა და დაცვის ცენტრში კაბაკს შეუწყვილდა ფაბინიო. თუმცა, რამდენად გამოჯანმრთელდა ის საბოლოოდ და მზად იყო სათამაშოდ - დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა, გამომდინარე იქიდან, თუ როგორ ჩაატარა მან ეს შეხვედრა.

თომას ტუხელი როტაციას მინიმალურად მიმართავს. მან ჟორჟინიო კოვაჩიჩის ნაცვლად დააყენა, მაგრამ სასტარტოში კანტე დატოვა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ფრანგმა „მანჩესტერთან“ მატჩში 11 ჩაჭრა განახორციელა. მისი შეწყვილება ჟორჟინიოსთან ან კოვაჩიჩთან ტოპ-კლუბების წინააღმდეგ იდეალურ ვარიანტად გვევლინება: ბურთის ნაკლები მოძრაობა, სამაგიეროდ გაცილებით დიდი კონტროლი დაკარგვის შემდეგ და მეტოქის კონტრშეტევების დროს.

კიდევ ერთი ცვლილება: ბოლო მატჩში ვერნერი სკამზე იყო, ახლა კი პირველივე წუთიდან სასტარტოში აღმოჩნდა. ეს არა უბრალო როტაცია, არამედ აშკარად ტაქტიკური გადაწყვეტილებაა. „ლივერპულს“ ერთ-ერთი უმაღლესი დაცვის ხაზი აქვს და ამის არგამოყენება უცნაური იქნებოდა. ჟირუ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ნელი ფორვარდია და უფრო მაშინ იქნება სასარგებლო, როცა „ჩელსი“ ინიციატივას ტოტალურად ფლობს და არა მისთვის იბრძვის. ვერნერი დიდებულად შერბის მცველების ზურგს უკან, რაც ამ მატჩშიც დაამტკიცა. გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ „ჩელსის“ ტაქტიკურ დომინირებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

„ლივერპულმა“ და „ჩელსიმ“ მატჩი ორმხრივი შეტევებით და ხანგრძლივი ბურთის ფლობის ცვლით დაიწყეს. პირველ 15 წუთში მასპინძლები ბურთს დროის 60%-ში ფლობდნენ, შემდეგ 10 წუთში კი სტუმრების უპირატესობა 67%-ს შეადგენდა. ტაიმის ბოლოს, „ლივერპულს“ 70%-იანი ფლობის 10-წუთიანი მონაკვეთიც ჰქონდა.

ეს იყო პირველი მატჩი, რომელშიც ტუხელი უბურთოდ თამაშს დათანხმდა - თუნდაც მცირე შესწორებებით. „ჩელსი“ ბურთს თმობდა არა მუდმივად, არამედ მონაკვეთებში და რეგულარულად, მაღალი პრესინგით არ აძლევდა „ლივერპულს“ შეტევების მშვიდად წარმართვის საშუალებას. ბურთის ფლობა იყო, მაგრამ ნაკლებად კონსტრუქტიული. მეტიც, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მეორე ნომრად თამაშშიც კი, „ჩელსი“ ყველაფერს აკონტროლებდა.

„ლივერპული“ ცდილობდა ჩვეულ სტილში ემოქმედა, მაგრამ გუნდს კრიტიკულად არ ჰყოფნიდა მოძრაობა. უკვე პირველ ტაიმში მასპინძელთა პასიურობამ (ან დაღლილობამ), უჩვეულო ჩავარდნები გამოიწვია.

პირველი ეპიზოდი ვერნერის გოლით დასრულდა, რომელიც თამაშგარის გამო გაუქმდა. ჟორჟინიომ ჩილველისგან პასი მიიღო, მაგრამ ტიაგო მისი მიმართულებით არც გაეშურა, მიუხედავად იმისა, რომ „ჩელსის“ ნახევარმცველი მარტო იყო. ტიაგოს მაგივრად, ჟორჟინიოს დაწევა სალაჰმა სცადა, რომელიც იქამდე რამდენიმე წამით ადრე რუდიგერს ეთამაშებოდა და ბუნებრივია, ვერ მიუსწრო. საბოლოოდ, ჟორჟინიომ სივრცე მიიღო და უმალვე ვერნერი დატოვა ერთი-ერთზე.

ამ ეპიზოდის გადაბრალება ტიაგოს ინდივიდუალურ შეცდომაზე შეიძლებოდა, მაგრამ ასე არ არის: ჟორჟინიოს გვერდით კანტე იდგა, რომელიც ასევე აბსოლუტურად მარტო იყო. სტუმართა ყველა ნახევარმცველი ძალიან ღრმად იყო, „ლივერპული“ კი გოლისგან მხოლოდ ვიდეორეფერიმ იხსნა.

მეორე ეპიზოდმაც გოლი გამოიწვია. ფირმინომ ბურთი ჯონსს ჩაუგდო, თუმცა პასი ადრესატამდე ვერ მივიდა. ასპილიკუეტამ ჩაჭრა განახორციელა და თავით ჭკვიანურად დაუგდო კანტეს. და ისევ, „ლივერპულის“ შემტევ ჯგუფსა და სხვა დანარჩენ ფეხბურთელებს შორის, უზარმაზარი ხვრელი გამოჩნდა, რომლის შევსებასაც არავინ ჩქარობდა.

თუმცა, ბუნებრივია, აქ მნიშვნელოვანია მაუნტის ინდივიდუალური ოსტატობაც. გასაკვირი იმდენად არ არის ის, თუ როგორ ოსტატურად გაერკვა ახალგაზრდა შემტევი სიტუაციაში, არამედ ის, რომ ბოლო 28 დღის მანძილზე ეს მისი მე-7 სასტარტოში დაწყებული მატჩი იყო. ამ შეხვედრაში მან სამჯერ თვითონ დაარტყა, სამჯერ დასარტყმელი პასი განახორციელა და ინდივიდუალური რეიდიც შემოგვთავაზა, რომელმაც გოლი მოიტანა.

ეს უბრალოდ დაუშვებელია გუნდებისთვის, რომლის ცენტრალური მცველებიც იმ მომენტში ცენტრალურ წრესთან იმყოფებოდნენ. მაღალი დაცვის ხაზის დროს დამსხვრეული პრესინგი არის შეცდომა, რომელიც სერიოზულ უსიამოვნებებს იწვევს. მაგრამ, სწორედ ასეც იყო. „ლივერპულის“ ზედა სამეული გუნდისგან განცალკევებით მიდიოდა პრესინგში. ასეთი ეპიზოდები ზედმეტად ხშირად ხდებოდა იმისთვის, რომ მათ შემთხვევითობა შევარქვათ.

პირველი სახიფათო მომენტიც იგივე პრობლემის მაგალითია. „ჩელსი“ ბურთს კარიდან ათამაშებს, „ლივერპული“ მას წინ ხვდება, მაგრამ პრესინგი უფრო ფორმალურია და არ მუშაობს. ამიტომ რუდიგერი, მაუნტი და ჩილველი სამ პასით გადიან ნახევარ მოედანს და ვერნერს დასარტყმელ სიტუაციაში ტოვებენ.

კლოპმა სტილის შეცვლა არ მოისურვა, არადა მის გუნდს პრესინგის ინტენსივობა არ ჰყოფნიდა იმისთვის, რომ შეტევაში ჩვეულ სტილში ეთამაშა. შედეგად, „ჩელსი“ შეტევების პირველ სტადიაზე დიდ სივრცეებს იღებდა, „ლივერპულის“ მცველებს საკუთარი კარისკენ სახით შეტრიალება და გაქცევა უწევდათ, იმიტომ რომ ცენტრში თამაში თითქმის არ ჩერდებოდა. შედეგად, „ჩელსის“ გოლი ერთპასიან  კონტრშეტევას მოყვა.

სწორედ ამ პრობლემამ გადაწყვიტა მატჩის ბედი. „ჩელსიმ“ მატჩი მინიმალური ანგარიშით მოიგო, მაგრამ ეს მატყუარა უპირატესობაა: სტუმრები მეტოქე გუნდის თამაშს სრულიად აკონტროლებდნენ და კიდევ ერთმა გარემოებამ შეუწყო ხელი.

ალექსანდრ-არნოლდის სუსტ თამაშს დაცვაში უკვე ყველა მიეჩვია, მაგრამ ამჯერად მას ფაბინიოს წარუმატებელი ასპარეზობაც დაემატა. სავარაუდოდ, ბრაზილიელი თამაშისთვის ბანალურად მზად არ იყო, იმიტომ რომ მისთვის არადამახასიათებელ შეცდომებს უშვებდა. ჩვეული ფაბინიო უფრო დაჯარიმდება, ვიდრე მეტოქეს გაატარებს, მაგრამ ამჯერად ის ორთაბრძოლებს აგებდა და თამაშს ეთიშებოდა. შედეგად, მაუნტმა სასიამოვნო დერეფანი მიიღო: მასპინძელთა დაცვის მარჯვენა ფრთა აშკარად სუსტი წერტილი იყო, საბოლოოდ კი მაუნტის გოლი - სწორედ ტრენტის და ფაბინიოს საშინელ თამაშს მოჰყვა. გოლიც რომ გვერდით გადავდოთ, იმავე ზონაში რამდენჯერმე სახიფათოდ შეფრინდა ვერნერი.

შედეგად. „ჩელსიმ“ ჭკვიანურად გამოიყენა შესაძლებლობები, რომლებიც მეტოქემ მისცა. ალისონის კართან ხიფათი არც ისე ხშირად იქმნებოდა, სამაგიეროდ სტუმრები მას რისკის გარეშე ქმნიდნენ. „ჩელსი“ არ რისკავდა და მცირე რაოდენობის ფეხბურთელებით უტევდა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს არ არის პირველი დიდი მატჩი, როცა „ლივერპულმა“ მეტოქეს სიცოცხლე გაუმარტივა. ასევე იყო „მან.სიტისთანაც“.

მატჩის ბოლო წუთები ალბათ მისი ყველაზე მოსაწყენი მომენტი იყო და ესეც სამაგალითოა. როცა „ჩელსი“ ჩაიკეტა და ინიციატივა საბოლოოდ დათმო (მე-80 წუთის შემდეგ გუნდის ბურთის ფლობა მხოლოდ 34% იყო), მასპინძლებმა ვერაფერი გააწყვეს: მხოლოდ ერთი დარტყმა და არცერთი სახიფათო ეპიზოდი.

რა თქმა უნდა, „ჩელსი“ ტოპ-მეტოქეა, ერთ-ერთი ურთულესი ჩემპიონატში. მაგრამ ეს „ლივერპულის“ პრობლემების სერიოზულობას არ უარყოფს. გუნდის მთელი თამაში პრესინგზეა აგებული და თუ ეს კომპონენტი ამდენად ცუდია, ქულების მოპოვებას „წითლების“ წინააღმდეგ არამარტო „ჩელსი“ მოახერხებს.
 

"კვარაცხელიას საფეხბურთო მამა ვარ, ზაფხულში დიდი ნერვიულობა გადაიტანა" - მამუკა ჯუღელი

"კვარაცხელიას საფეხბურთო მამა ვარ, ზაფხულში დიდი ნერვიულობა გადაიტანა" - მამუკა ჯუღელი

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებით, ზაფხულში ქართველმა ფეხბურთელმა დიდი ფსიქო...

საქართველო 26 სექ 2021, 17:00
VIDEO: სამპდორიასთან მატჩში დიბალამ მოედანი ატირებულმა დატოვა

VIDEO: სამპდორიასთან მატჩში დიბალამ მოედანი ატირებულმა დატოვა

„სამპდორიასთან“ მატჩში მიღებული ტრავმა პაულო დიბალამ ძალიან განიცადა.

იუვენტუსი 26 სექ 2021, 19:33
VIDEO: ლუკ დე იონგმა ბარსელონას მაისურით სადებიუტო გოლი შეაგდო

VIDEO: ლუკ დე იონგმა ბარსელონას მაისურით სადებიუტო გოლი შეაგდო

ჰოლანდიელმა ფორვარდმა ლუკ დე იონგმა „ბარსელონას“ მაისურით სადებიუტო გოლი „ლევანტეს“ კარში გაიტანა...

ბარსელონა 26 სექ 2021, 19:30
ხელფასის შემცირება გარდაუვალია — ბარსელონა დემბელეს ახალი კონტრაქტის ორ ვარიანტს სთავაზობს

ხელფასის შემცირება გარდაუვალია — ბარსელონა დემბელეს ახალი კონტრაქტის ორ ვარიანტს სთავაზობს

"ბარსელონა" თავდამსხმელ უსმან დემბელესთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობას აგრძელებს, რომელი...

ბარსელონა 26 სექ 2021, 17:38
"ნამდვილად ვერ ითამაშებენ", - იუვენტუსი ჩელსისთან მატჩს უდიდესი დანაკლისით ხვდება

"ნამდვილად ვერ ითამაშებენ", - იუვენტუსი ჩელსისთან მატჩს უდიდესი დანაკლისით ხვდება

"იუვენტუსის" თავდამსხმელები, პაულო დიბალა და ალვარო მორატა სერია ა-ს მე-6 ტურში "სამპდორიასთან" (...

იუვენტუსი 26 სექ 2021, 17:33
რუდიგერი ჩელსის ვერ უთანხმდება — მისი შეძენა ბაიერნს უნდა, მაგრამ თავად რეალში გადასვლა სურს

რუდიგერი ჩელსის ვერ უთანხმდება — მისი შეძენა ბაიერნს უნდა, მაგრამ თავად რეალში გადასვლა სურს

"ჩელსის" ცენტრალურმა მცველმა, ანტონიო რუდიგერმა ზაფხულში შესაძლოა ლონდონური კლუბი დატოვოს, იტყობი...

ჩელსი 26 სექ 2021, 17:25
"მე პასს არ მაძლევს", - მბაპემ გუშინდელი მატჩის მიმდინარეობისას თანაგუნდელს ნეიმარზე შესჩივლა

"მე პასს არ მაძლევს", - მბაპემ გუშინდელი მატჩის მიმდინარეობისას თანაგუნდელს ნეიმარზე შესჩივლა

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ ლიგა 1-ის მე-8 ტურში "მონპელიესთან" (2:0) გამართულ მატჩში ნე...

პსჟ 26 სექ 2021, 17:15
ოფიციალურად: სამირ ნასრიმ კარიერის დასრულება დაადასტურა

ოფიციალურად: სამირ ნასრიმ კარიერის დასრულება დაადასტურა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ს...

საფრანგეთი 26 სექ 2021, 17:04
"ჩემზე იმედგაცრუებული არავინაა", - ბრუნო ფერნანდეში გაფუჭებული პენალტისა და მარცხის შემდეგ

"ჩემზე იმედგაცრუებული არავინაა", - ბრუნო ფერნანდეში გაფუჭებული პენალტისა და მარცხის შემდეგ

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა "ასტონ ვილასთან" (0:1) მარცხის შემდეგ კლ...

მანჩესტერ იუნაიტედი 26 სექ 2021, 16:55
VIDEO: იუვე ფორმაში შედის — ტურინულმა გრანდმა უხვგოლიან მატჩში სამპდორიას მოუგო

VIDEO: იუვე ფორმაში შედის — ტურინულმა გრანდმა უხვგოლიან მატჩში სამპდორიას მოუგო

იტალიის ჩემპიონატის მე-6 ტურის ეგიდით, ტურინის "იუვენტუსმა" შინაურ კედლებში "სამპდორიას" უმასპინძ...

იუვენტუსი 26 სექ 2021, 16:42
კლოპი: "სალაჰი ყველაზე სწრაფად მიაღწევს ლივერპულში 150-გოლიან ნიშნულს"

კლოპი: "სალაჰი ყველაზე სწრაფად მიაღწევს ლივერპულში 150-გოლიან ნიშნულს"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა პრემიერ ლიგის მე-6 ტურში "ბრენტფორდთან" (3:3) გამ...

ლივერპული 26 სექ 2021, 16:32
VIDEO: ცხრიანში "ჩააჭედა" - გიორგი მერებაშვილის ულამაზესი გოლი პოლონეთში

VIDEO: ცხრიანში "ჩააჭედა" - გიორგი მერებაშვილის ულამაზესი გოლი პოლონეთში

პოლონეთის მეორე დივიზიონის მე-10 ტურში პოდბესკიძიე რეზოვს მეორე ტაიმში 2-0 უგებს.

48-ე წუ...

საქართველო 26 სექ 2021, 16:01
პერესი რეალის გულშემატკივარს საჯაროდ დაჰპირდა, რომ მომავალ წელს მბაპეს იყიდის

პერესი რეალის გულშემატკივარს საჯაროდ დაჰპირდა, რომ მომავალ წელს მბაპეს იყიდის

"რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა თქვა, რომ მომავალ წელს "პსჟ"-ს თავდამსხმელის, კილიან მბა...

რეალ მადრიდი 26 სექ 2021, 14:22
20 ათასი ევრო ყოველთვიურად ქირაში — მესი პარიზის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში იცხოვრებს

20 ათასი ევრო ყოველთვიურად ქირაში — მესი პარიზის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში იცხოვრებს

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, ლიონელ მესი პარიზის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში თვეში 20 ათას ევრო...

პსჟ 26 სექ 2021, 14:10
ლევანდოვსკიმ დაასახელა ის 3 მწვრთნელი, რომელმაც მასზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა

ლევანდოვსკიმ დაასახელა ის 3 მწვრთნელი, რომელმაც მასზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რომელმა მწვრთნელებმა მოახდ...

ბაიერნი 26 სექ 2021, 14:00
VIDEO: "მიდი მერაბ მაგის დედა მ....ნ", - ასე ემოციურად ქომაგობდა ჭიკაძე დვალიშვილს

VIDEO: "მიდი მერაბ მაგის დედა მ....ნ", - ასე ემოციურად ქომაგობდა ჭიკაძე დვალიშვილს

ამთენიისას UFC 266-ს ივენთზე MMA-ს ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი ბრაზილიელ მარლონ მორაესს დ...

საქართველო 26 სექ 2021, 13:30