დაკავებული ბართომეუ, გამოძიება ბარსას ოფისებში, ან უბრალოდ რა არის ბარსა-გეითი

05 მარ 2021, 17:19
დაკავებული ბართომეუ, გამოძიება ბარსას ოფისებში, ან უბრალოდ რა არის ბარსა-გეითი

„ბარსელონას“ პრობლემები არ წყდება: 1 მარტის დილას „კამპ ნოუზე“ კლუბის ოფისში ესპანური პოლიცია გამოცხადდა, შენობა გამოძიებისთვის დახურეს.

კატალოჰიური რადიო RAC1 სენსაციური ინფორმაციით წარსდგა: გუნდის ექს-პრეზიდენტი, ჟოზეპ ბართომეუ უკვე დაკავებულია, ეს დილით, მისსავე სახლში მოხდა.

ბართომეუსთან ერთად, დააკავეს გუნდის წამყვანი მენეჯერებიც: აღმასრულებელი დირექტორი ოსკარ გრაუ, იურიდიული განყოფილების მეთაური რამონ გომეს პონტი და პრეზიდენტის მრჩეველი, ჟაუმე მასფერერი.

იგივე გამოცემა დაკავების მიზეზსაც ასახელებს: ბართომეუ ეჭვმიტანილია კორუფციაში, ფულის გათეთრებაში და მოვალეობების გადაჭარბებაში. ესპანური მედია კი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი „ბარსა-გეითის“ შედეგია.

რა არის საერთოდ „ბარსა-გეითი“?

2020 წლის თებერვლის ბოლოს, რადიოტალღა Cadena Ser-მა ნამდვილი სკანდალი გამოაქვეყნა: მისი თქმით, კლუბი სერიოზულ თანხებს უხდის ანალიტიკურ კომპანია I3 Ventures-ს, რათა მათ სოციალურ ქსელებში ბართომეუს იმიჯის გაუმჯობესებაზე ეზრუნა და პარალელურად, გაეკრიტიკებინა მესი, პიკე, გვარდიოლა და მოქმედი პრეზიდენტის ყველა მოწინააღმდეგე.

„ბარსელონამ“ ხსენებულ კომპანიას ერთი მილიონი ევრო გადაუხადა. რაც, კლუბისა და პოლიციის შეფასებით, საბაზრო ღირებულებას მინიმუმ ექვსჯერ აღემატება

გადახდა ტრანშებით მიმდინარეობდა, თითოეული თითქმის 200 ათას დოლარს შეადგენდა. რატომ მაინც და მაინც ასე? იმიტომ, რომ თუ თანხა 200 ათასზე ნაკლებია, მისი გადარიცხვა დირექტორთა საბჭოსთან შეთანხმების გარეშეა შესაძლებელი. აქედან გამომდინარეობს, რომ ბართომეუმ I3 Ventures-თან თანამშრომლობის ფაქტი პრაქტიკულად ყველასგან დამალა.

ფეხბურთელებმა ეს ცუდად მიიღეს. მესიმ ინტერვიუში თქვა, რომ ზოგადად, ამ სკანდალმა მას გვერდი აუარა - კლუბში მაშინ იმაზე გაცილებით საშინელი და მნიშვნელოვანი რაღაცები ხდებოდა, ვიდრე სოციალური ქსელების შეურაცხყოფაა. აი, ჟერარ პიკემ კი, სხვანაირად ილაპარაკა:

„ეს უბრალოდ გულისამრევია. მე, როგორც „ბარსას“ ფეხბურთელს, მომიწია შეგუება იმასთან, რომ კლუბი იხდის ფულს - ფულს, რომელსაც ახლა ჩვენ გვიგვიანებენ - იმაში, რომ ვიღაც ადამიანებმა აკრიტიკონ არა გუნდის ყოფილი ფეხბურთელი, არამედ მოქმედი მოთამაშეები.“

„ბარსელონამ“ დადო პირობა, რომ პირად გამოძიებას ჩაატარებს, მაგრამ თავიდან, ბართომეუმ გუნდის ვიცე-პრეზიდენტი, ემილი რუსო გადააყენა. ის პრეზიდენტის მარჯვენა ხელი იყო და იყო ვარაუდი, რომ მოახლოვებულ არჩევნებზე, ბართომეუ სწორედ მის კანდიდატურას წამოაყენებდა.

გათავისუფლებულმა რუსომ ბართომეუს კორუფციაში ბრალი პირველმა დასდო: „კლუბში კორუფცია სახეზეა. წაიშალა ინფორმაცია სხვადასხვა კომპანიებთან გაფორმებულ კონტრაქტებთან დაკავშირებით, რომელიც კლუბის ოფშორულ ზონაში იმყოფებოდა. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ კლუბს შიდა კონტროლი აერიდებინა თავიდან და ფინანსური კომიტეტისა და დირექტორთა საბჭოს დადებითი დადგენილება მიეღო. მე ამ დარღვევებს ყურადღება მივაქციე და ეს ჩემი გაშვების მიზეზად იქცა.

როცა კომპანიას, რომლის დაქირავებაც 100 ათასი ღირს, მილიონს უხდი - ეს ეჭვებს ბადებს. ახლა ტარდება გამოძიება, რომელიც აჩვენებს, რა მოხდა რეალურად. ამის შესახებ ბართომეუმაც კარგად იცის, ეს ბინძური საქმეა. ჩემი აზრით, ვიღაცა ფულს კლუბის ხაზინიდან იპარავს. ვინ? აშკარაა, რომ ვიღაც ხელმძღვანელობიდან. არ ვიცი, კონკრეტულად ვინ, მაგრამ ეჭვები მაქვს.“

კლუბმა რუსოს ცრუ ინფორმაციის გაჟღერების გამო სასამართლოში უჩივლა. ვიცე-პრეზიდენტმა გუნდი დირექტორთა საბჭოს ექვს წევრთან ერთად დატოვა - მათ შეშფოთება ღია წერილით გამოთქვეს.

კატალონიის პოლიციამ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია და ეს წერილი, კლუბში გამოძიების ჩატარების საჭირო მიზეზად მიიჩნია. ესპანურმა გამოცემა El Mundo-მ, ამ გამოძიების შედეგებს გადახედა: პოლიციამ ჩათვალა, რომ გადაჭარბებული კონტრაქტები და დანაწევრებული ტრანზაქციები არამარტო ბართომეუს საქმეების გადასაფარად ხდებოდა, არამედ საქმის ცალკეული წევრების პირადი სარგებლისთვისაც.

საქმეში ფიგურირებედა 1 მარტს დაკავებული ჟუან მასფერერიც - ბართომეუს მარჯვენა ხელი. სწორედ ის კურირებდა I3 Ventures-თან დაკავშირებულ საქმეებს. ბართომეუმ მისი წასვლის შესახებ გამოაცხადა, მაგრამ რუსოც და პოლიციაც თანხმდებიან, რომ მან თანამდებობა შეინარჩუნა და ხელფასსაც იღებდა.

„პრეზიდენტმა გვითხრა, რომ ის გადააყენა, მაგრამ ასე არ არის. მასფერერი მენეჯერებთან კავშირს ინარჩუნებდა და ბრძანებებს ისევ იძლეოდა. სახალისოა, მაგრამ მას გუშინ ვესაუბრე. მაქვს შეგრძნება, ის დღემდე ბართომეუს მალული მრჩეველია.“

ივლისში „ბარსელონამ“ აუდიტორული კომპანია PWC-ს დასკვნა წარმოადგინა, რომელმაც კლუბში სერიოზული დარღვევები ვერ აღმოაჩინა. პოლიციამ ეს დასკვნა მიიღო, მაგრამ არ შეიძლება იგნორირება იმ ფაქტის, რომ ამ გამოძიების ჩატარებას ითხოვდნენ ისინი, ვინც სავარაუდო დარღვევებისგან სარგებელს ნახავდა.

ოქტომბრის ბოლოს, ბართომეუმ, დირექტორთა საბჭომ და საკვანძო მენეჯერებმა ერთხმად გამოაცხადეს გადადგომის შემდეგ - მათ იმპიჩმენტის გამოცხადების შედეგებს აღარ დაელოდნენ და საკუთარი სურვილით წავიდნენ.

ახალი პრეზიდენტის არჩევნები 7 მარტს გაიმართება. პრეტენდენტი სამია: ჟოან ლაპორტა, ვიქტორ ფონტი და ტონი ფრეიშა.

კლუბმა ორშაბათს ოფიციალური განცხადება გააკეთა: „ბარსელონა“ იურისტებთან და პოლიციასთან ბოლომდე თანამშრომლობს და ცდილობს ხელი შეუწყოს იმ ფაქტების დადგენილებას, რომლებზეც გამოძიება მიმდინარეობს. „ბარსელონა“ უდიდესი პატივისცემით ეპყრობა სასამართლო პროცესს და ინარჩუნებს იმ ადამიანების უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ."

გამოთქვა აზრი პრეზიდენტობის კანდიდატმა, ვიქტორ ფონტმაც: „დღეს „ბარსელონას“ ქომაგებისთვის სამწუხარო დღეა, რადგან ასეთი ნეგატიური ამბები კლუბის რეპუტაციას ანადგურებს. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, თუ რატომ ვამბობთ: იმისთვის, რომ ეს ფურცელი გადავშალოთ და კლუბის ახალი მოდელი წამოვიწყოთ, დიდი დრო იქნება საჭირო. პრობლემა მგონია ის ფაქტი, რომ დროებითი მმართველი ისტორიულად იქცევა როგორც კლუბის მფლობელი და ამას სრული გამჭირვალეობის გარეშე აკეთებს. მე დამატებითი ინფორმაცია მოვითხოვე, როცა აუდიტის შედეგები გამოქვეყნდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ვერ მივიღე. ვფიქრობ, ეს კლუბის მხრიდან სუიციდალური ქმედებების კიდევ ერთი მაგალითია.“ 
 

VIDEO: ჩაკვეტაძის ბრწყინვალე თამაში - გიორგიმ ბელგიაში საგოლე პასი გააკეთა

VIDEO: ჩაკვეტაძის ბრწყინვალე თამაში - გიორგიმ ბელგიაში საგოლე პასი გააკეთა

ბელგიის ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩში გენტი სერკლ ბრიუგეს 2-1 უგებს.

გენტის შემადგენლობიდ...

საქართველო 26 სექ 2021, 19:37
VIDEO: საოცნებო ქამბექი! ბარსას ახალი ათიანი ტრავმის შემდეგ ულამაზესი გოლით დაბრუნდა

VIDEO: საოცნებო ქამბექი! ბარსას ახალი ათიანი ტრავმის შემდეგ ულამაზესი გოლით დაბრუნდა

საოცნებო ქამბექი! ბარსას ახალი ათიანი ტრავმის შემდეგ გოლით დაბრუნდა.

ბარსელონა 26 სექ 2021, 20:16
VIDEO: ფატიმ 10-თვიანი ტრავმის შემდეგ დაბრუნება გოლით აღნიშნა, ბარსელონამ გამარჯვების გემო გაიხსენა

VIDEO: ფატიმ 10-თვიანი ტრავმის შემდეგ დაბრუნება გოლით აღნიშნა, ბარსელონამ გამარჯვების გემო გაიხსენა

ლა ლიგის მე-7 ტურში „ბარსელონა“ საკუთარ კედლებში „ლევანტე“ გაანადგურა.

შეხვედრა „კამპ ნოუ...

ბარსელონა 26 სექ 2021, 20:13
VIDEO: დავით ხოჭოლავამ დანიის ჩემპიონატში საგოლე გადაცემა გააკეთა

VIDEO: დავით ხოჭოლავამ დანიის ჩემპიონატში საგოლე გადაცემა გააკეთა

დანიის ჩემპიონატის მე-10 ტურში ნორდსიელანდი საკუთარ მოედანზე კოპენჰაგენთან 1-5 განადგურდა.

<...

საქართველო 26 სექ 2021, 19:56
VIDEO: ევროპის ჩემპიონმა გაილაღა! მანუელ ლოკატელის პირველი გოლი და ასისტი იუვენტუსის მაისურით

VIDEO: ევროპის ჩემპიონმა გაილაღა! მანუელ ლოკატელის პირველი გოლი და ასისტი იუვენტუსის მაისურით

მანუელ ლოკატელიმ „სამპდორიასთან" მატჩში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

იუვენტუსი 26 სექ 2021, 19:45
VIDEO: სამპდორიასთან მატჩში დიბალამ მოედანი ატირებულმა დატოვა

VIDEO: სამპდორიასთან მატჩში დიბალამ მოედანი ატირებულმა დატოვა

„სამპდორიასთან“ მატჩში მიღებული ტრავმა პაულო დიბალამ ძალიან განიცადა.

იუვენტუსი 26 სექ 2021, 19:33
VIDEO: ლუკ დე იონგმა ბარსელონას მაისურით სადებიუტო გოლი შეაგდო

VIDEO: ლუკ დე იონგმა ბარსელონას მაისურით სადებიუტო გოლი შეაგდო

ჰოლანდიელმა ფორვარდმა ლუკ დე იონგმა „ბარსელონას“ მაისურით სადებიუტო გოლი „ლევანტეს“ კარში გაიტანა...

ბარსელონა 26 სექ 2021, 19:30
ხელფასის შემცირება გარდაუვალია — ბარსელონა დემბელეს ახალი კონტრაქტის ორ ვარიანტს სთავაზობს

ხელფასის შემცირება გარდაუვალია — ბარსელონა დემბელეს ახალი კონტრაქტის ორ ვარიანტს სთავაზობს

"ბარსელონა" თავდამსხმელ უსმან დემბელესთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობას აგრძელებს, რომელი...

ბარსელონა 26 სექ 2021, 17:38
"ნამდვილად ვერ ითამაშებენ", - იუვენტუსი ჩელსისთან მატჩს უდიდესი დანაკლისით ხვდება

"ნამდვილად ვერ ითამაშებენ", - იუვენტუსი ჩელსისთან მატჩს უდიდესი დანაკლისით ხვდება

"იუვენტუსის" თავდამსხმელები, პაულო დიბალა და ალვარო მორატა სერია ა-ს მე-6 ტურში "სამპდორიასთან" (...

იუვენტუსი 26 სექ 2021, 17:33
რუდიგერი ჩელსის ვერ უთანხმდება — მისი შეძენა ბაიერნს უნდა, მაგრამ თავად რეალში გადასვლა სურს

რუდიგერი ჩელსის ვერ უთანხმდება — მისი შეძენა ბაიერნს უნდა, მაგრამ თავად რეალში გადასვლა სურს

"ჩელსის" ცენტრალურმა მცველმა, ანტონიო რუდიგერმა ზაფხულში შესაძლოა ლონდონური კლუბი დატოვოს, იტყობი...

ჩელსი 26 სექ 2021, 17:25
"მე პასს არ მაძლევს", - მბაპემ გუშინდელი მატჩის მიმდინარეობისას თანაგუნდელს ნეიმარზე შესჩივლა

"მე პასს არ მაძლევს", - მბაპემ გუშინდელი მატჩის მიმდინარეობისას თანაგუნდელს ნეიმარზე შესჩივლა

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ ლიგა 1-ის მე-8 ტურში "მონპელიესთან" (2:0) გამართულ მატჩში ნე...

პსჟ 26 სექ 2021, 17:15
ოფიციალურად: სამირ ნასრიმ კარიერის დასრულება დაადასტურა

ოფიციალურად: სამირ ნასრიმ კარიერის დასრულება დაადასტურა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ს...

საფრანგეთი 26 სექ 2021, 17:04
"კვარაცხელიას საფეხბურთო მამა ვარ, ზაფხულში დიდი ნერვიულობა გადაიტანა" - მამუკა ჯუღელი

"კვარაცხელიას საფეხბურთო მამა ვარ, ზაფხულში დიდი ნერვიულობა გადაიტანა" - მამუკა ჯუღელი

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებით, ზაფხულში ქართველმა ფეხბურთელმა დიდი ფსიქო...

საქართველო 26 სექ 2021, 17:00
"ჩემზე იმედგაცრუებული არავინაა", - ბრუნო ფერნანდეში გაფუჭებული პენალტისა და მარცხის შემდეგ

"ჩემზე იმედგაცრუებული არავინაა", - ბრუნო ფერნანდეში გაფუჭებული პენალტისა და მარცხის შემდეგ

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა "ასტონ ვილასთან" (0:1) მარცხის შემდეგ კლ...

მანჩესტერ იუნაიტედი 26 სექ 2021, 16:55
VIDEO: იუვე ფორმაში შედის — ტურინულმა გრანდმა უხვგოლიან მატჩში სამპდორიას მოუგო

VIDEO: იუვე ფორმაში შედის — ტურინულმა გრანდმა უხვგოლიან მატჩში სამპდორიას მოუგო

იტალიის ჩემპიონატის მე-6 ტურის ეგიდით, ტურინის "იუვენტუსმა" შინაურ კედლებში "სამპდორიას" უმასპინძ...

იუვენტუსი 26 სექ 2021, 16:42
კლოპი: "სალაჰი ყველაზე სწრაფად მიაღწევს ლივერპულში 150-გოლიან ნიშნულს"

კლოპი: "სალაჰი ყველაზე სწრაფად მიაღწევს ლივერპულში 150-გოლიან ნიშნულს"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა პრემიერ ლიგის მე-6 ტურში "ბრენტფორდთან" (3:3) გამ...

ლივერპული 26 სექ 2021, 16:32